1738268525
ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს
აფხაზური მედიის ცნობით, შემთხვევა 29 იანვარს, სოფელ მაჭარაში მოხდა. 30 წლის მამაკაცი ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.
გამოძიება სხეულის მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე აღიძრა.
პოლიცია დამნაშავეებს ეძებს.