ლოცვა, რომელიც ბარბარობას უნდა წაიკითხოთ
1765914722
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, „სმარტის“ შენობის მეორე სართულზე აფეთქება მოხდა, დაზიანებულია მაღაზიის ნაწილი. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
თვითმხილველების თქმით, შენობაში ერთი პირი იმყოფება.
„ვესაუბრე, კარგად არის. უბრალოდ, გასასვლელია ჩამონგრეული და ჯერჯერობით გარეთ ვერ გამოდის“,– უთხრა „სამხრეთის კარიბჭეს“ მაღაზიის ერთ–ერთმა თანამშრომელმა.
ადგილზე მობილიზებულნი არიან სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო და პოლიციის ჯგუფები.
აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
„პრაიმტაიმი“ დამატებით დეტალებს არკვევს.