ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფრანგი მეტოქე დაამარცხა და მონპელიეს ტურნირის 1/4 ფინალშია

Niko basila

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფრანგი მეტოქე დაამარცხა და მონპელიეს ტურნირის 1/4 ფინალშია


ნიკოლოზ ბასილაშვილმა მონპელიეს ATP ტურნირში ფრანგი მეტოქე, მსოფლიო რეიტინგის 61-ე ნომერი არტურ რინდერნკეჩი დაამარცხა. ქართველმა ჩოგბურთელმა 1/8 ფინალში ფრანგს პირველ სეტში ყველა გეიმი მოუგო, მეორე სეტის ბედი კი ტაიბრეიკზე გადაწყდა და საბოლოოდ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მატჩი 6:0, 7:6 მოიგო.

1/4 ფინალში ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს ათეულში მყოფ ანდრეი რუბლოვს დაუპირისპირდება.

დღევანდელი გამარჯვებით, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სარეიტინგო ქულა გაიუმჯობესა და 178 პოზიციიდან 150-ზე გადაინაცვლა.