რა ვითარებაში იპოვეს დაღუპული ჯარისკაცი - „გასროლის ხმის გამო მოხდა საგუშაგოს შემოწმება“
1686254387
ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის გოგოს ოჯახის წევრები პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.
როგორც სესილი ბუბუტეიშვილის ოჯახმა განაცხადა, მათი ერთადერთი მოთხოვნაა, რომ გამოძიების დასრულებამდე ლიცენზია შეუჩერდეს ყველა იმ ექიმს, რომელთა სავარაუდო დანაშაულიც საქმეში იკვეთება.
„მე ვარ დაობლებული ბავშვის შვილმკვდარი ბებია. ეს არის საშინელი ტრაგედია. ჩემს შვილს აღარაფერი ეშველება და სხვა შვილები უნდა ვიხსნა. ჩემი შვილის ჩანთაზე ეწერა „ოცნებების ახდენის დროა" და როგორც აუხდა, ვხედავთ. დაისაჯოს ყველა დამნაშავე,"- განაცხადა თეა ლატარიამ.
ცნობისთვის, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში საკეისრო კვეთიდან 2 კვირაში 19 წლის გოგო გარდაიცვალა.