საქართველოს დელეგაცია კანის კინოფესტივალზე

შოუბიზნესი 1716185469

საქართველოს დელეგაცია კანის კინოფესტივალზე წარმატებულ შეხვედრებს განაგრძობს

ქართული დელეგაციის წევრებმა კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, კობა ხუბუნაიას, ხელმძღვანელობით კანის 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მიმდინარეობისას კინოს სფეროს წარმომადგენლებთან წარმატებული შეხვედრები გამართეს.დელეგაციის წევრები შეხვდნენ ჰარშად ბჰაგვატს (IIFTC-ის დირექტორი, CinePort Magazine-ის რედაქტორი და გამომცემელი). მასთან საუბარი შეეხებოდა ქართული ფილმების უცხოურ პლატფორმებზე წარდგენასა და პოპულარიზაციას. იგი ასევე გაეცნო Film in Georgia-ს პირობებს.შეხვედრა გაიმართა ფატიმა მუშარბეკთან (ორგანიზაცია FANN-ი), რომელიც დაინტერესდა Sarja international film festival for youth-პანელზე ქართველი ფილმმწარმოებლების შეთავაზებებით. იგი ფესტივალზე წარსადგენად ქართულ პროექტებს გაეცნო.ქართულ პროექტებს გაეცნო შერი რამაჟიც (Asia pacific screen awards). კიტ რივერსთან შეხვედრისას განიხილეს ამერიკული მძაფრსიუჟეტიანი ფილმების საქართველოში გადაღების შესაძლებლობები.ანა-კატრინა გერსონთან (B3 Festival of the Moving Image 2024 Storytelling in Film, Art, Games, VR & Al) საუბარი შეეხებოდა ქართული ფილმების ფესტივალზე წარდგენას. იგი გაეცნო საქართველოს კატალოგსაც.ვინსენტ ჩაბრილატისთან (ONE Country ONE Film) ქართული დელეგაციის წევრებმა განიხილეს ფესტივალზე ქართული ფილმების წარდგენის საკითხი. ვინსენტ ჩაბრილატიმ ქართულ კინოთეატრებთან თანამშრომლობისადმი ინტერესი გამოხატა.დელეგაციის შეხვედრა პიტერ მეტსონთან (nordic film institute) კოპროდუქციის წარმოებას შეეხებოდა.ჯერომ პლაზი (კომპანია Cinecroisette) ფესტივალზე წარსადგენად ქართულ პროექტებს გაეცნო.ფრანგ პროდიუსერ ფრანსუა დარტემართან შეხვედრაზე საქართველოში სამუშაო შეხვედრების ან ფესტივალის ჩატარების შესაძლებლობები განიხილეს.ფესტივალის დირექტორი ალბერტო ლა მონიკა (Festival Del Cinema Europeo) გაეცნო თანამედროვე ქართულ პროექტებს ფესტივალზე წარსადგენად.უკრაინის წარმომადგენელი კატერინა გაიდუკი (Up Hub) გაეცნო ქართულ პროექტებს შესაძლო დისტრიბუციისთვის.შეხვედრა სანდენსის დოკუმენტური ფილმების ფესტივალის წარმომადგენელ სტეფანი ოუენსთან ქართული პროექტების ფესტივალზე წარდგენის საკითხს შეეხებოდა.შეხვედრა გაიმართა პროდიუსერსა და „ალპინ ფილმ ფესტივალის" დირექტორთან, მესტიის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრ დენ ბურლაკთან.ტრიესტის კინოფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლეტა რომეო გაეცნო ქართულ პროექტებს ფესტივალზე წარსადგენად.ქართული დელეგაციის წარმომადგენლებმა რეჟისორსა და პროდიუსერ ფლავიო ერმარიოსთან (კომპანია Poetika) საქართველოში შესაძლო საახალწლო/საოჯახო ფილმის გადაღებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.სცენარისტსა და რეჟისორ ვიქტორ რიბეიროსთან შეხვედრაზე საუბარი გაიმართა საქართველოში შესაძლო გადაღებების შესახებ.საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დელეგაცია ფესტივალის მიმდინარეობისას კინო სფეროს კიდევ არაერთ წარმომადგენელს შეხვდება.როგორც ცნობილია, 14-25 მაისს ქ. კანი მასპინძლობს 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალს, რომელშიც საქართველოს ეროვნული კინოცენტრი პავილიონით მონაწილეობს. კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წარდგენილი საქართველოს პავილიონი წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, წარადგენს ახალ პროექტებს, პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას.ქართული კინოს სათანადოდ წარდგენისა და პოპულარიზაციის მიზნით კინოცენტრის დელეგაციაში არაერთი ქართველი რეჟისორი და პროდიუსერია, რომლებიც შეძლებენ სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლების გაცნობას და დასახავენ გეგმებს, როგორც ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად, ასევე, ქვეყნის კინოწარმოების განსავითარებლად. ეს ხელს შეუწყობს ქართველი კინოხელოვანების საერთაშორისო კავშირების განმტკიცებასა და მათი მიმდინარე პროექტების წარმატებას.კინორეჟისორებითა და პროდიუსერებით დაკომპლექტებულ დელეგაციას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი შემოქმედებით თუ სამომავლო პროექტებით დააინტერესოს ევროპული ბაზარი და ხელი შეუწყოს ქართული კინოს პოპულარიზაციას. ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილია საქართველოს, როგორც კინოწარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყნის, რეკლამირება/პოპულარიზაცია. ამ მიზნით საქართველოს პავილიონში ეროვნული კინოცენტრის გუნდთან ერთად მუშაობენ პროგრამის - „გადაიღე საქართველოში“ - წარმომადგენლები.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა მიმდინარე წლის მარტში კანის საერთაშორისო კინოფესტივალის კინო ბაზრობაზე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენების დაფინანსების მიზნით კონკურსი გამოაცხადა, რომლის შედეგადაც კინოფესტივალის ბაზრობაზე რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილისა და პროდიუსერ ლაშა ხალვაშის ფილმის, ,,მოქალაქე წმინდანის“, ჩვენება გაიმართება. ფილმი გადაღებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და არის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი.ინფორმაციისთვის: 15-25 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებმა, ქართველმა რეჟისორებმა და პროდიუსერებმა მნიშვნელოვანი და წარმატებული შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ქვეყნის კინოკომპანიებთან, პროდიუსერებთან, საერთაშორისო კინოფესტივალების პროგრამების შემდგენლებთან და არაერთი ერთობლივი პროექტი დაგეგმეს.ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

moqalaqe

კულტურა 1698670528

"მოქალაქე წმინდანს" თბილისური პრემიერის შემდეგ, ამერიკაში ნახავენ

"მოქალაქე წმინდანი" - თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმის ნახვა უკვე დიდ ეკრანზე შეგიძლიათ.2024 წელს ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე საქართველოს კანდიდატ ფილმად დასახელებული სურათის პრემიერა 26 ოქტომბერს კინოთეატრ "ამირანში" შედგა.თინათინ ყაჯრიშვილის რიგით მესამე ფილმი საქართველო-საფრანგეთი-ბულგარეთის კო-პროდუქციაა;სურათი 2021-2022 წლებში სამ ქალაქში - ჭიათურაში, რუსთავსა და მცხეთაში გადაიღეს;დრამის სცენარის ავტორიც თინათინ ყაჯრიშვილია, თანაავტორი - ბასა ჯანიკაშვილი; დამდგმელი ოპერატორია კრუმ როდრიგესი; მხატვარია გიორგი გორძამაშვილი, მუსიკა კი თაკო ჟორდანიამ დაწერა;ფილმის პროდიუსერი ლაშა ხალვაში გახლავთ.მონაწილეობენ: ლევან ბერიკაშვილი, გიორგი ბაბლუანი, მარიამ კიტია, თემიკო ჭიჭინაძე, გიორგი ბოჭორიშვილი, გია ბურჯანაძე, ჯანო იზორია...როგორც რეჟისორი "პრაიმტაიმთან" ამბობს, ფილმი მაყურებელმა კარგად მიიღო. თინათინ ყაჯრიშვილი: რახან ფილმი შავ-თეთრია, ჰგონიათ, რომ დოკუმენტურია. გარდა იმისა, რომ შავ-თეთრ კინოს პატივს ვცემ, ფილმის კონცეფციიდან და სათქმელიდან, იმ მარადიული თემიდან გამომდინარე, რაც ამ სურათშია, მინდოდა, რომ შავ-თეთრი ყოფილიყო. ფილმი პრემიერაზე მაყურებელმა ძალიან კარგად მიიღო, გულგრილი არავინ დარჩენილა. ჯგუფის წევრებსაც არ ჰქონდათ ნანახი. ყველა შთაბეჭდილების ქვეშ იყვნენ. ხვალ, მე და ლაშა ხალვაში, ჩემი მეუღლე და ფილმის პროდიუსერი, ამერიკაში მივფრინავთ და ჩვენებებს დავესწრებით. იწყება "ოსკარზე" ნომინირებული ფილმების წინა საფრომოუშენო კამპანია."მოქალაქე წმინდანს" ვაჩვენებთ ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, სან ფრანცისკოსა და ლოს-ანჯელესში. საქართველოს საელჩოებიც ჩაებნენ ფილმის ფრომოუშენში და ქართული დიასპორისთვის ცალკე შედგება კინო-ჩვენებები. ამერიკაში თითქმის ერთ თვეს დავყოფთ. იქიდან ინდოეთის კინოფესტვალზე, გოაზე უნდა ჩავფრინდეთ. ავსტრალიურ "ოსკარზე" "საუკეთესო ფილმის" და "საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრის" ნომინაციებით ვართ წარდგენილი. ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება. სინოფსისი მოქმედება მაღაროელების ქალაქში ხდება, თუმცა დროისა და სივრცის კონკრეტიკას რეჟისორი თავს არიდებს; ქალაქში მრავალი საუკუნის წინ ჯვარცმული წმინდანის ქანდაკება დგას; ის ამ ქალაქის ღირსშესანიშნაობა და მოქალაქეთა მფარველია; მაღაროელები დიდ იმედებს ამყარებენ წმინდანის მფარველობაზე, მასზე ლოცულობენ და სწამთ, რომ თავიანთ სახიფათო საქმეს, ასე უფრო დაცულად ასრულებენ;ერთ მშვენიერ დღეს, მაღაროელები ამ წმინდანის ჯვარცმის რესტავრაციას გადაწყვეტენ; დილით აღმოაჩენენ, რომ ჯვარი ადგილზეა, მასზე გაკრული წმინდანი კი - გაუჩინარებული; მთელი ქალაქი ეძებს, რადგან მათთვის ის უდიდესი სიწმინდეა; მერე აღმოაჩენენ ადამიანს, რომელიც არ საუბრობს, თუმცა ესმის მათი;ხვდებიან, რომ ის სწორედ გაუჩინარებული წმინდანია, ოღონდ გაცოცხლებული; თავიდან უხარიათ, მაგრამ მერე უჩნდებათ კითხვები, რამდენად სწორია, რომ წმინდანი მათთან ერთად ცხოვრობს და მათ შორის თანაცხოვრებისას, იფარავს თუ არა მათ ძველებურად?მოკლედ, უნდა ნახოთ!ფილმის ნახვა შეგიძლიათ "კავეას" ყველა კინოთეატრსა და "ამირანში". ბილეთები მოიკითხეთ გვერდებზე - კინოაფიშა და ბილეთები ჯიზე. ასევე დაგაინტერესებთ:სად და როდის დაკრძალავენ თენგიზ არჩვაძეს"გადაღებამდე ერთი თვით ადრე, ეკას მეუღლე დაეღუპა; ეშინოდათ, რომ ის მთავარ როლზე ვერ გაამართლებდა…" - ფილმი, რომელზედაც იტირებთ და ომს სხვა რაკურსითაც დაინახავთ„ძალიან დიდხანს ვეძებდით მარიტას, ყველაზე მიყრუებულ სოფლებშიც კი... ერთ მშვენიერ დღეს...“ - 26 ოქტომბერი ლიკა ქავჟარაძის დაბადების დღეა80 წლის ლეგენდარული ალ ბანო თბილისს ეწვევა"ერთხელაც, ცხოვრების გზაზე, გამოჩნდება შენი ადამიანი, რომელიც მთელ ცხოვრებას თავდაყირა აყენებს" - ქალი, რომელიც გია ფერაძის გვარს დღემდე ატარებს„როცა დიასახლისი სახლს ალაგებს და თან გულში ლოცულობს, იცოდეთ, მაშინ მთლიანად სახლის კურთხევა ხდება“ - ბერი პაისი

gia

ტაბლოიდი 1695931344

"ერთხელაც, ცხოვრების გზაზე, გამოჩნდება შენი ადამიანი, რომელიც მთელ ცხოვრებას თავდაყირა აყენებს" - ქალი, რომელიც გია ფერაძის გვარს დღემდე ატარებს

მსახიობ გია ფერაძის ვაჟის - გია ფერაძე უმცროსის დედა, ირინა ფერაძე, რომელსაც ქართველი მსახიობი ისე ძალიან უყვარდა, რომ დღემდე მის გვარს ატარებს, ვაჟთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და სოციალურ ქსელში წერს:ირინა ფერაძე: - ხანდახან ჩვენ ვცხოვრობთ ისე, თითქოს დინებას მივყავართ... და თითქოს ვერაფერ უჩვეულოს ვერ ვამჩნევთ, სრულიად ბედნიერი სახეები გვაქვს... მაგრამ ერთ მშვენიერ მომენტში, ცხოვრების გზაზე გამოჩნდება შენი ადამიანი, რომელიც შენს ცხოვრებას თავდაყირა აყენებს, მასში ახალი ფერები შეაქვს... უცნობი, მაგრამ ისეთი აუცილებელი - შენი სულის ყველაზე წვრილმანი ემოციებით... მთლიანად გცვლის...მე მადლიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთხელ გამოჩნდა ზუსტად ჩემი ადამიანი, რომელმაც ჩემში გახსნა უნარი, ვუყურო სამყაროს თბილი თვალით, სულის სითბოთი და შიშით, გულწრფელი სიყვარულით, ზრუნვით, რწმენით, იმედით, რომ ხვალ მზე კიდევ უფრო ნათელი და ძლიერი იქნებაიყავი ყოველთვის!ასევე დაგაინტერესებთ:"გერმანელი ექიმები თვალებს არ უჯერებდნენ და ვერ ხვდებოდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე" - სასწაული, რომელიც კახის ოპერაციის წინ მოხდაგადაღებამდე ერთი თვით ადრე, ეკას მეუღლე დაეღუპა; ეშინოდათ, რომ ის მთავარ როლზე ვერ გაამართლებდა…" - ფილმი, რომელზედაც იტირებთ და ომს სხვა რაკურსითაც დაინახავთ"მოქალაქე წმინდანი" - რა ხდება ფილმში, რომელიც საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა "ოსკარზე" გაგზავნა

maxaradze

საზოგადოება 1695452460

„კმაყოფილები დავიშალეთ. ლელა ბრწყინავდა, ისე უხაროდა. დამშვიდდა" - რა ისტორია გადახდათ 9 აპრილის გმირებს

9 აპრილის გმირებს და სიმბოლოებს - მარი ნანა მახარაძესა და ლელა ვეფხვაძეს გუშინ ეს ისტორია გადახდათ; ნანა გადამხდარ ამბავს ფეისბუქზე მხატვრულად წერს;მარი ნანა მახარაძე: ზარი ტელეფონზე..."ჩემი ლელიკო" -ასეთი ხმამაღალი რეაქცია მაქვს, როცა მის ნომერს ვხედავ და შინაგანად სულ მიხარია;- მარი, ჩემო ძვირფასო, საფულე ვიპოვე, იტალიური პირადობით და საბანკო ბარათებით, შიგნით საქორწილო წვრილი ოქროს რგოლია. მეტროდან გირეკავ, აქ უცნობს ვერავის ვენდობი. შენ ხომ იცი იტალიური, იქნებ თავი მოვაბათ ამ საქმეს და პატრონი ვიპოვოთ. ნახევარი საათის საქმე მაქვს და წერეთლის მეტროსთან შევხვდეთ თუ დრო გაქვსო...ზუსტად 40 წუთში ვიჯექით ორი "შერლოკ ჰოლმსი" წერეთლის მეტროსთან და საბუთებს ყურადღებით ვეცნობოდით. ლელა წუხდა, კარგად ვერ ვხედავ და ახალგაზრდა ბიჭიაო? ნეტავ ამ ბეჭედის პატრონი ვინ არისო? საქორწინო ბეჭედს კი შიგნიდან ამოტვიფრული ჰქონდა სახელი "ოლგა". ფეისბუქზე მოვძებნეთ, ვიპოვეთ და მივწერეთ, თუმცა პასუხი არ იყო...საბანკო ბარათით მივადექით თიბისი ბანკს, მაშინვე გადასცეს უსაფრთხოების წარმომადგენელს და ზუსტად 2 წუთში დაგვაკავშირეს საბუთების პატრონს. შევთანხმდით რომ წერეთლის მეტროსთან შევხვდებოდით. მოვიდა "ჩვენი" იტალიელი, ქართველ მეგობართან ერთად. გავარკვიეთ ყველაფერი, გავისაუბრეთ იტალიელ სტუმართან, რომელსაც საქართველო ძალიან მოსწონს და აქ ცხოვრება გადაუწყვეტია; მე ავუხსენი როგორ გაუმართლა, რადგან მისი საფულის მპოვნელი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი სიმბოლო იყო; ვუთხარი რომ ჩემი მეუღლეც იტალიელია და აქ ცხოვრობს... დიდხანს გაგრძელდებოდა საუბარი, რომ არა პოლიციელის შენიშვნა - "აქ მანქანის გაჩერება არ შეიძლება"...ერთი სიტყვით კმაყოფილები დავიშალეთ ორივე მხარე. ლელა ბრწყინავდა ისე უხაროდა. დამშვიდდა, რომ მოგვარდა საქმე და სადარდებელი არ ექნებოდა. სახლში მივიპატიჟე, მაგრამ ისევ მეტროში სამუშაოდ უნდა დავბრუნდეო, მიკროფონი და დინამიკი იქვე დავტოვე, მივბრუნდები და ჩემ საქმეს გავაგრძელებო...წავიდა.მე დიდხანს ვუყურებდი როგორი რიხიანი ნაბიჯებით მიაბიჯებდა, ხელებით მოსინჯა მეტროში შესასვლელი უზარმაზარი შუშები, გასასვლელი იპოვა და თავაწეული შეუერთდა ზღვა ხალხს...სახლში დაბრუნებულმა მოვყევი დღის ამბავი. ჩემმა შვილმა ხუმრობით მითხრა: "ოჰო, 9 აპრილის სიმბოლოებმა ევროკავშირს დაეხმარეთო..."ევროკავშირამდე კიდევ ბევრი გვაქვს სავალი... ამაში დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი "რიხიანად" მიმავალ ლელას რომ ვუყურებდი, ჩემთვის ყველაზე მამაც ქალბატონს, რომელიც დღესაც მეტროში მღერის და ამ ცხოვრებასთან ისევ ბრძოლა უწევს.ადამიანობას, გულიანობას, თანადგომას, სხვისი ტკივილის გაზიარებას, სიკეთის კეთების სურვილს "კავშირები" არ სჭირდება. ქართველების ერთმანეთთან "კავშირი" კი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია, რათა ჩვენც ღირსეულად ვიდგეთ "ძლიერთა ამა ქვეყნისათა" გვერდით.სულ ესაა ჩვენი სასაუბრო და საფიქრალი თემა, როცა ორი მეგობარი ერთმანეთს ვხვდებით; ასევე დაგაინტერესებთ:"დიდხანს გეძებდი... 33 წლის შემდეგ გაგიცანი და უკვე დაგკარგე. ხომ იცი, "ყველაზე მაგარი" გოგოს "შუმახერი" ხარ!" - ამ ლეგენდარული ფოტოს გმირების სევდიანი დასასრული"გადაღებამდე ერთი თვით ადრე, ეკას მეუღლე დაეღუპა; ეშინოდათ, რომ ის მთავარ როლზე ვერ გაამართლებდა…" - ფილმი, რომელზედაც იტირებთ და ომს სხვა რაკურსითაც დაინახავთ"მოქალაქე წმინდანი" - რა ხდება ფილმში, რომელიც საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა "ოსკარზე" გაგზავნა„ღიმილის ბიჭებიდან" წასვლას ვაპირებდი, მაგრამ...“ - მთავარი „ღიმილის ბიჭი“ 75 წლის გახდა

zedginidze

კულტურა 1695394680

"ცოტნე 14 წლის გახდა და პროფესიული კუთხით, თავისი მოთხოვნები გაუჩნდა" - რა მოთხოვნები და სასიხარულო ამბები აქვს ვუნდერკინდ მუსიკოსს

"9 დეკემბერს. საქართველოს დღესასწაული ჰოლანდიის გამორჩეულ ქალაქ ჰააგაში.მე და ჩვენი გენიალური ცოტნე ზედგინიძე ერთად წარვდგებით შესანიშნავი ჰოლანდიელი მსმენელის წინაშე სოლო კონცერტით.კონცერტი გაიმართება უმნიშვნელოვანესი ფესტივალის "EUROPALIA" ფარგლებში, საქართველოს კულტურის სამინისტროსთან კოლაბორაციით"- წერს პიანისტი სანდო გეგეჭკორი ჯულიარდიდან;სანდროს ამ სასიხარულო პოსტმა ჩვენი ვუნდერკინდი გამახსენა, როგორ არის და რას გვიმზადებს-მეთქი; მის ბებიას, მეურვესა და პედაგოგს, ნინო მამრაძეს დავურეკე;ის "პრაიმტაიმს" ცოტნეს გაწერილ გრაფიკს აცნობს და გაზრდილი ვუნდერკინდის ახალ მოთხოვნაზე უყვება;ნინო მამრაძე: ჩვენკენ ყველაფერი ნორმალურადაა; ახლა მუშაობს ნაწარმოებზე, საფორტეპიანო ტრიოზე, რომელსაც ივნისში შვეიცარიაში, ქალაქ ვერბიეს კლასიკური მუსიკის ფესტივალზე შეასრულებს; გასულ ზაფხულს გერმანიაში ჰქონდა სოლო კონცერტიც, მერე წინანდლის ფესტივალზეც გამოვიდა;რამდენიმე თვე გაწერილია ფესტივალებზე; დეკემბერში - ჰააგა, იანვრის ბოლოს მიუნხენში, გაზაფხულზე ლიზა ბათიაშვილთან ერთად გამოდის კონცერტზე ბერლინის ფილარმონიაში; ცოტნე და ლიზა ცოტნეს სავიოლინო სონატას დაუკრავენ; კიდევ სხვა ნაწარმოებსაც; გარდა ამისა, იაპონიაში უნდა გაემგზავროს კონცერტებით; ჩვენ, ჯერჯერობით, კომერციული კონცერტები არ გვაქვს, თავს ვარიდებთ; ცოტნეს კი უნდა უკვე, რომ როგორც სხვა შემსრულებელი, თავადაც იღებდეს ჰონორარს; ეს იმიტომ რომ სხვანაირი საკონცერტო ტურნეების მოწყობა შეძლოს; ახლა ფესტივალებზე დადის, ანაზღაურების შემთხვევაში კი, უკვე პროფესიულად, რეგულარულად გაწერილი კონცერტები ექნება;17 აგვისტოს 14 წლის გახდა და პროფესიული კუთხით, თავისი მოთხოვნები გაუჩნდა; უნდა სტატუსი, რეგულარული გასტროლები, კონცერტები; სურს ამ საქმეში უკვე სრულფასოვნად იყოს; თორემ თანხა მისთვის დიდი ინტერესის სფერო არ არის; - აგენტებთან არ აწარმოებთ მოლაპარაკებას?- ჯერჯერობით, არა, მაგრამ ცოტნესთან თანამშრომლობის მსურველი აგენტები არსებობენ და ლიზა ბათიაშვილი არჩევს მათ შორის სანდოსა და საუკეთესოს; ამ საქმეს ის კარგად ართმევს თავს; ცოტნე ყველა წამყვან კომპოზიტორს და მუსიკოსს გააცნო; ერთი წლის წინ გერმანიაში, ინგოლშტადტში, აგენტები ცოტნეს კონცერტზე დაუპატიჟებლად, საკუთარი სურვილით ჩავიდნენ და მისი კონცერტის შემდეგ, ცოტნესთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს; ეძებს ისეთს, რომ გაითვალისწინონ ასაკი და კონცერტები არ მიაყარონ; ამ ასაკში არ შეიძლება ბევრი კონცერტი და ფრენა; ჯერ მხოლოდ 14 წლისაა; სკოლაში სწავლობს, ნაწარმოებები უნდა წეროს, უნდა ჰქონდეს თავისუფალი დრო და ამ დროს, რეგულარულად თვითმფრინავში ჯდომა, კარგი არ არის;  ასევე დაგაინტერესებთ: „ფაქტის წინაშე დავაყენე და ამით დამთავრდა ყველაფერი! ახლაც მებუზღუნება“ - რა ხდება ფილარმონიის კულისებში?"გადაღებამდე ერთი თვით ადრე, ეკას მეუღლე დაეღუპა; ეშინოდათ, რომ ის მთავარ როლზე ვერ გაამართლებდა…" - ფილმი, რომელზედაც იტირებთ და ომს სხვა რაკურსითაც დაინახავთ"მოქალაქე წმინდანი" - რა ხდება ფილმში, რომელიც საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა "ოსკარზე" გაგზავნა

eka

კულტურა 1695150155

"გადაღებამდე ერთი თვით ადრე, ეკას მეუღლე დაეღუპა; ეშინოდათ, რომ ის მთავარ როლზე ვერ გაამართლებდა…" - ფილმი, რომელზედაც იტირებთ და ომს სხვა რაკურსითაც დაინახავთ

"იარე ლიზა" - აფხაზეთის ომთან დაკავშირებულ რეალურ ისტორიებსა და ქრონიკებზე გადაღებული ფილმი, 21 სექტემბრიდან, დიდ ეკრანზე იწყებს თავის ცხოვრებას;ნანა ჯანელიძის ეს სურათი დიდი შერიგებისკენ ნაბიჯის მცდელობაზე თვალის გასწორებაა;ძალზე ემოციური ფილმია; ომს სხვადასხვა რაკურსით გაჩვენებთ - არა მხოლოდ ჩვენი "ბინოკლიდან";ყველამ უნდა ნახოთ;რეჟისორმა ფილმი 42 დღეში კულტურის სამინისტროსა და კერძო ბიზნესმენების დაფინანსებით გადაიღო; სცენარის თანაავტორია ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი, რომელიც ომში აწარმოებდა დღიურებს; სწორედ მან მისცა რეჟისორს იდეაც და საკუთარი ჩანაწერებიც, რის საფუძველზეც დაწერეს სცენარი;"მე არ "მომწონდა" ეს ომი და ათი წელი მოვუნდი ამ თემაზე მუშაობას, რადგან არ ვიცოდი, ამ ფილმით რა უნდა მეთქვა" - თქვა რეჟისორმა  ჟურნალისტებისთვის გამართულ პირველ დახურულ ჩვენებაზე;სცენარზე ათწლიანი მუშაობის შემდეგ კი, ახალ სათქმელს მიაგნო - ეს ფილმში თავად ნახეთ;ის "ამ ამბავში" მედიას დიდ როლს აკისრებს; ფილმში მთავარი გმირი ჟურნალისტია, რომელიც მიდის დასკვნამდე, რომ…ამასაც თავად ნახავთ;ტერიტორიებდაკარგული ჩვენი ქვეყნის მომავალზეც ბევრს დაფიქრდებით; ფილმში სილის გაწვნასაც იგემებთ, სარკეშიც ჩაიხედავთ, შეგრცხვებათ, ბევრს იტირებთ, ირონიულად გაგეღიმებათ, გაბრაზდებით, ომის სისასტიკეზე კიდევ ერთხელ დაფიქრდებით და გაგახსენდებათ, რომ სიმართლის თქმა მნიშვნელოვანია; თუმცა ჩვენ სიმართლის წინაშე ხომ მშიშარები ვართ, საკუთარ თავსაც კი არ ვუტყდებით ამაში; ნანა ჯანელიძე "პრაიმტაიმთან" თავის ფილმზე საუბრობს;ნანა ჯანელიძე: შერიგების დრო? მოვიდა, მაგრამ მზადყოფნა, მე მგონი, ჯერ არ არის; ასე პირდაპირ არ მოდის შერიგება;ვფიქრობ, ფილმმა, წიგნმა, სპექტაკლმა თავისი პირველი როლი უნდა შეასრულოს; არ ვიცი, ეს ფილმი რას იზამს, მაგრამ ეს რომ ჩვენი მხრიდან უნდა ამოთქმულიყო, დარწმუნებუი ვარ; იმათ თავისი სათქმელი ექნებათ; იმისთვის, რომ სწორად ვიაროთ, ასეთი რამეები უნდა ვთქვათ, სიმართლე არ უნდა დავუმალოთ არც ჩვენ თავს, არც იმათ;ალბათ, ფილმს რთული გზა ექნება; უკვე დამოუკიდებელია, ფეხზე დავაყენეთ და ვნახოთ, რა გზას გაივლის;- ახლა რატომ მოგინდათ აფხაზეთის ომზე ფილმის გადაღება?- ჟურნალისტს ლია ტოკლიკიშვილს აწუხებდა ეს თემა, ჩანაწერებს აკეთებდა ომში; მითხრა, ბევრი მასალა მაქვს აფხაზეთის ომზე და წაიკითხეო; მე ამ ომისადმი დამოკიდებულება არ მქონდა; ლევან აბაშიძე უნდა გადამეღო "იავნანაში", ლევანი წავიდა აფხაზეთის ომში და დაიღუპა; მოკლედ, ამ ომის თემა ჩავკეტე ჩემთვის; შემდეგ ლიამ მომცა თავისი მოგონებები, დღიურები - ფილმში გამოვიყენეთ "ნიუტონას დღიურის" ფრაგმენტი;  ლიამ წიგნად გამოუშვა ეს დღიურები, რომლის პრეზენტაციაც ფილმის პრემიერას დაემთხვევა; ასე შევაგროვე ყველა ჩანაწერი, ინტერვიუ, სანამ ამხელა მასალას სცენარად ვაქცევდით; ძალიან მნიშვნელოვანი იყო ლიას ინტერვიუ გურამ ოდიშარიასთან; ამ ინტერვიუმ განსაზღვრა, რომ მე ფილმს გადავიღებდი, განსაკუთრებით მისმა ერთმა ფრაზამ მოახდინა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება, სინდისის ხმა ამოქმედდა და გადამაწყვეტინა ამ ფილმის გადაღება; ეს ფრაზა ფილმში ჟღერს და არ ვიტყვი, რა ფრაზაა;მე და ლია განუყრელებად ვიქეცით, სცენარს ვწერდით და საერთოდ, ამ თემაზე მუშაობამ ათი წელი წაიღო; მივხვდი, რომ ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით ამ ომის შესახებ; თუ შენი ისტორია და წარსული არ იცი და რაღაცებს თვალებში არ შეხედე და არ შეშინდი, უკან დაგხევს; ამიტომ გზა რომ სწორად განაგრძო, სათქმელი უნდა ამოითქვას; ომს პოლიტიკოსები იწყებენ და მერე ის ჩვეულებრივ ადამიანებზე ტყდება - მოქალაქეებზე, ჯარისკაცებზე, ექიმებზე, ჟურნალისტებზე; პოლიტიკოსები ამაზე პასუხისმგებლობას არ ატარებენ, დანარჩენები კიდევ სიცოცხლეს სწირავენ; - რას უშვრება ომი ადამიანს?- ომი აბსოლუტურად გარდაქმნის მას მძიმე მხარისკენ; ომის შემდეგ ჯარისკაცები განადგურებულნი არიან; ეს არის ფენა, რომელსაც საზოგადოება ვეღარ უვლის; ისინი ფსიქიკურად, მენტალურად განადგურებულნი არიან და მსხვერპლნი არიან;ფაქტობრივად, ჩვენ ვართ წაგებული ომის ქვეყანა, წაგებული ომის კაცების ქვეყანა; მათი როლი ქალებმა იტვირთეს, კაცები დაბეჩავდნენ; ქალები დამწკრივდნენ და წავიდნენ უცხოეთში სამუშაოდ; კაცმა დაკარგა თავისი, როგორც დამცველის და ოჯახის მარჩენლის ფუნქცია;- თქვენ რითი შეგცვალათ ამ პროექტზე მუშაობამ?- ომი თავის წესებს გკარნახობს, ბატონობს; ვერ ეწინააღმდეგები; ომში რომ მოხვდები, იქიდან ვერ გამოდიხარ; თუმცა ომი შეიძლება ადამიანმა ადამიანობით დაამარცხოს; მხოლოდ ადამიანობა ცვლის რეჟიმს და ამას ვერაფერი ეწინააღმდეგება;ომის უკან უარყოფითი ძალები დგას, რომელსაც ჰუმანურობით მხოლოდ ადამიანი ამარცხებს; ანიმაცია მაგიტომ ჩავრთე, დემონი რომ ქუხს და ლენინი დაიარება, ეს ხომ ომის და შუღლის სინონიმებია;"სოფლის კაცებმა გადაწყვიტეს, თავთავიანთ სახლებთან დამდგარიყვნენ შეიარაღებულები და მტერი ეზოებში არ შეეშვათ. ყველა თავის ეზოსთან ჩახოცეს… ქმრის დატირების დროც არ მქონდა - სოფელი უნდა დამეტოვებინა, ბავშვები გადამერჩინა... მივძუნძულებდი და დილის ბინდბუნდში ვხედავდი გაურკვეველ სილუეტებს, სახლებს რომ ძარცვავდნენ. თავ-თავიანთ ჭიშკრებთან ყრიან ქართველები: ლერი სახოკია, ვალია კვიციანი, შალვა გორდეზიანი, გრიშა ბედია.." - აფხაზეთიდან დევნილი ნადეჟდა ცირდავას მონათხრობი;ეს დღიურები, თავისი ტრაგიზმით, ისეთი ამაღელვებელი იყო, სიტყვებად უნდა გაჟღერებულიყო, მისი გადაღება სასტიკი, ბრუტალური იქნებოდა და ჩემში ამის წარმოდგენა განზიდვას იწვევდა;ანიმაციით სხვა რამეს ვყვები - საშინელება არსებობს, მაგრამ ერთიანი სამართალიც ხომ არსებობს - გარდაცვლილის სული ანგელოზს მიჰყავს და მისი პატივაყრილი სხეული არ ჩანს მხოლოდ;სამყარო გაცილებით მეტია, ვიდრე მატერიალისტური; მუდმივი ერთობაა და ამას სიურეალიზმის გარეშე ვერ გააკეთებდი; ფილოსოფიურიც უნდა ყოფილიყო, ირონიულიც;- როლების შემსრულებლებიც საინტერესო მოულოდნელობებად წარმოგვიდგინეთ; მაგალითად, მთავარი როლის შემსრულებელი ჟურნალისტი და მწერალი - ეკა ტოგონიძე, მონაზვნის როლში ანა ჩირაძე, აფხაზი მეომრის როლში ილო ბეროშვილი;- ანა ჩირაძე ძლიერი ადამიანია, ხმა აქვს საინტერესო; მამა ანდრიაზე იმ რეალურ ისტორიას სადად ჰყვება; ვფიქრობ, საინტერესო სახე შექმნა;ძალიან ბევრს ვეძებდით მთავარი როლის შემსრულებელს; არ მინდოდა რომ, ამ ადამიანის წარსული მცოდნოდა; არ მინდოდა, რომ ეკრანზე, როლებში მყოლოდა ნანახი;ეკას გადაღებამდე ერთი თვით ადრე შეემთხვა ტრაგედია, მეუღლე დაეღუპა; მას ჰქონდა ის სევდა, რომელიც უბრალოდ არ აქვს ადამიანს; ეკა მჟავანაძესთან, როგორც ქასთინგის მენეჯერთან, კარგად ვითანამშრომლე; მარტო რთულია ასეთი რაღაცის გადაწყვეტა; ჯგუფში წინააღმდეგობა შემხვდა, ეშინოდათ, რომ ეკა მთავარ როლზე ვერ გაამართლებდა, მაგრამ მე ძალიან მომწონს; თავმდაბალი ადამიანია, მაგრამ მამაცი, არ შეეშინდა;შედეგი მაყურებელმა შეაფასოს…  ასევე დაგაინტერესებთ: "მოქალაქე წმინდანი" - რა ხდება ფილმში, რომელიც საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა "ოსკარზე" გაგზავნა„ღიმილის ბიჭებიდან" წასვლას ვაპირებდი, მაგრამ...“ - მთავარი „ღიმილის ბიჭი“ 75 წლის გახდა„მიშა, იმაზე მეტად მიყვარხარ და მენატრები, ვიდრე აქამდე...“ - მიშა გომიაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

amiran

საზოგადოება 1695071128

"ეს ვერაგი დაავადება დავამარცხე; პირდაპირი თუ ირიბი გაგებით, უნდა ებრძოლო - სიტყვით თუ ლუკმით" - რას გვიამბობს სიმსივნეზე გამარჯვებული ამირან არაბული

ამირან არაბულმა კუჭის სიმსივნე დაამარცხა; ფოლკლორისტსა და მწერალს ფერისცვალების დღეს, თურქეთში, რვა საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა; "როდესაც მამას დიაგნოზი გავიგეთ, ორი კვირა ვფიქრობდით, როგორ და რა ფორმით გვეთქვა ეს მისთვის. მერე დედამ, ეთერომ უთხრა. ყველანი იქ ვიყავით, თქმას ვაპირებდით, მაგრამ მაინც დედამ უთხრა და... ერთ წერტილს უყურებდა, ხმა არ ამოუღია საერთოდ, არ შეიმჩნია" - უთხრა "პრაიმტაიმს" ანანო არაბულმა;ახლა ფოლკლორისტი მხნედ არის, თავს უვლის და ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში, მისთვის განწყობას არ უღალატია და პესიმიზმი არ დაუფლებია; ამ დაავადებას კი, სწორედაც რომ ამგვარად შეტევით უნდა ებრძოლო;ის "პრაიმტაიმის" მკითხველს, რომელმაც პირველმა შეიტყო მისი ავადმყოფობის შესახებ, გულშემატკივრობისთვის მადლობას უხდის და რჩევას არ იშურებს; ამირან არაბული: თავიდანვე მებრძოლი განწყობით ვიყავი; როგორც კი ეს დიაგნოზი შევიტყვე, პესიმისტური განწყობა, იოტისოდენადაც არ მქონია; დეპრესია ახლოსაც არ გამკარებია; ეტყობა, როცა ძლიერ ხარ დარწმუნებული შენს თავსა და მდგომარეობაში, მაშინ ხდება ასე;საკმაოდ რთული და მძიმეა ამ დიაგნოზის გაგება, მიღება; მაგრამ მერე პირდაპირი თუ ირიბი გაგებით, უნდა ებრძოლო; სიტყვით თუ ლუკმით, მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყო; ხელი თუ ჩაიქნიე, არაფერი გამოვა; მე მაშინ გავიგე ამ ავადობის შესახებ, როდესაც იწყებდა განვითარებას; არ უნდა დააცადოთ ეტაპების გავლა, მალევე უნდა აღმოფხვრათ; კარგზე, მის დამარცხებაზე უნდა იფიქროთ;ბავშვობიდან ჯანმრთელი ვიყავი, მაგრამ ადამიანი დაზღვეული არაფრისგან არ არის; ამიტომ მე ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, ხელი არ უნდა შეუწყოთ დაავადებას, ანუ ფარ-ხმალი არ უნდა დაყაროთ;როცა ახლობლების, ოჯახის წევრების ჰუმანიზმს, კეთილშობილებას, სიყვარულს უყურებ, თუ როგორ ცდილობენ მდგომარეობა გამოგიკეთონ, როგორ ფიქრობენ და დარდობენ შენზე, თავს უფლებას ვერ აძლევ მხრები ჩამოყარო; ას კაცს ახლავე ჩამოვთვლი, რომელიც ჩემზე წუხდა, ვერ მიმეტებდა, კეთილ რჩევას მაშველებდა, წამალს მირჩევდა; უფლება აღარ გაქვს მათ მოლოდინი გაუწბილო;ამ დროს მაინცდამაინც სასიამოვნო ფიქრები არ მოდის, მაგრამ ადამიანი ხარ და უნდა აიტანო, უნდა გაუძლო მით უმეტეს, როდესაც გაქვს ამ მდგომარეობის გამოსწორების იმედი; ოჯახის წევრების, ნათესავების და ახლობლების გამო, იძულებული ხარ არ დანებდე;იმაზე მეტი არ არსებობს, რაც ეთერომ ჩემთვის გააკეთა; მოვლა, გვერდში დგომა, კვება, ხელშეწყობა; არაფერი მოუკლია; მეც ვყვები მის ნებას; ასევე შვილებმა; ყველას მადლიერი ვარ;ამდენად, როგორც იტყვიან, ეს ვერაგი დაავადება დავამარცხე; გეტყვით იმას, რომ ადამიანი ძალიან ძლიერია, სულიერად; ფიზიკურად კი არ უნდა მოგერიოს ეს დაავადება; უნდა შეეწინაღმდეგოთ; მადლობა ყველას და ჯანმრთელობა; ასევე დაგაინტერესებთ: "მოქალაქე წმინდანი" - რა ხდება ფილმში, რომელიც საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა "ოსკარზე" გაგზავნა„ღიმილის ბიჭებიდან" წასვლას ვაპირებდი, მაგრამ...“ - მთავარი „ღიმილის ბიჭი“ 75 წლის გახდა„მიშა, იმაზე მეტად მიყვარხარ და მენატრები, ვიდრე აქამდე...“ - მიშა გომიაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა"მხოლოდ თვალებით უნდა გამოეხატა ცოლისადმი უდიდესი სიყვარული და სევდაც, რომ დრო დაუნდობელია, მაგრამ სიყვარული მაინც რჩება... კახიმ მითხრა..." - პირველად გენიალურ არტისტზე შოთა კალანდაძე

sesiia

კულტურა 1695055399

გენიალური სესილია 117 წლის გახდებოდა - ნახეთ, არტისტის უცნობი და უნიკალური ფოტო

ერთი ვერსიით გენიალური სესილია თაყაიშვილი 17 სექტემბერს დაიბადა, მეორით კი - 30 სექტემბერს; ამ თვეში დიდი არტისტი 117 წლის გახდებოდა; ყოვლად წარმოუდგენელია ქართული კინო და თეატრი მის გარეშე; თავის ნიშაში ბრწყინავს და უკვდავია;საქართველოს ეროვნულმა არქივმა კი, მსახიობის ბავშვობის ეს საოცარი ფოტო შემოინახა;ერთი წლის სესილია ძმებთან ერთად; ასევე დაგაინტერესებთ: "მოქალაქე წმინდანი" - რა ხდება ფილმში, რომელიც "ოსკარზე" გაიგზავნა„ღიმილის ბიჭებიდან" წასვლას ვაპირებდი, მაგრამ...“ - მთავარი „ღიმილის ბიჭი“ 75 წლის გახდა„მიშა, იმაზე მეტად მიყვარხარ და მენატრები, ვიდრე აქამდე...“ - მიშა გომიაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა"მხოლოდ თვალებით უნდა გამოეხატა ცოლისადმი უდიდესი სიყვარული და სევდაც, რომ დრო დაუნდობელია, მაგრამ სიყვარული მაინც რჩება... კახიმ მითხრა..." - პირველად გენიალურ არტისტზე შოთა კალანდაძე

patriarqi

ისტორიები 1695052812

"პატრიარქს დაუნახავს ბადეში დამწყვდეული მგელი. გვიყვება - მივედი ახლოს და დაუფიქრებლად შევყავი თითები ბადეშიო..." - საოცარი ისტორია, თუ როგორ იცნო მგელმა უწმინდესი

ყველასთვის საყვარელი ფოლკლორისტი, ეთერ თათარაიძე პატრიარქზე გვიამბობს ისტორიას, თუ როგორ იცნო მგლის ლეკვმა ჩვენი სულიერი წინამძღვრის მომნუსხველი ხმა თვეების შემდეგ და მადლიან ხელებზე ლოკვა როგორ დაუწყო...ეთერო "პრაიმტაიმთან" იხსენებს;ეთერ თათარაიძე: ისეთი სიყვარული და იმდენი სითბო და სიტკბო მიგვიღია პატრიარქისგან, რომელსაც არც ვიმსახურებთ. ის მართლა სითბოსა და სიტკბოსთვის არის ამ ქვეყანაზე გაჩენილი. ვერც დავიჯერებ გაჯავრება, ან ხმამაღლა რამის თქმა თუ შეუძლია. ეს არ შემიძლია წარმოვიდგინო. რაც უფალს მასთან ყოფნის ბედნიერი საათები და წუთები მოუცია, მხოლოდ სიმშვიდის და იმედის მოცემი ყოფილა ჩემთვის. როგორც მთის ქალი, მე მასში ყველა იმ ღირსებას ვხედავ, რაც მთის კაცს შეიძლება ჰქონდეს.მაქვს მისადმი მიძღვნილი საკმაო რაოდენობის ლექსები. ერთადერთხელ გავბედე და ხმამაღლა წავუკითხე ერთი ლექსი, საპატრიარქოში ღამის ლოცვაზე მისულმა. რაღაც ჩანაწერი ვნახე. თორემ აღარც მახსოვდა, ასე რომ "ვითავხედე..." ტაში დაუკრა. გულში ჩაკონება იცის სხვანაირად.მართლა მამასავით მისანდობელი, სულისმიერი ადამიანია. ჩვენი ხალხის სიბრძნესთან ვათანაბრებ.საქართველოს არც ერთი პატრიარქი არ იყო თუშეთის და ხევსურეთის მიწაზე ნამყოფი. და უფალმა მოგვცა ამის წყალობა და როდესაც ჩვენმა სათაყვანებელმა პატრიარქმა პირველად დაადგა ფეხი იქ, ჩვენ ვახლდით. ვერტმფრენით ჩავფრინდით, სამი დღე იქ გავატარეთ.ომალოში რომ ჩავფრინდით, მოიტანეს ამბავი, რომ დილით ერთ-ერთ ოჯახში აფორიაქებული შველი შევარდნილა. მსგავსი რამ არასდროს მომხდარაო, გვიყვებოდნენ. და სწორედ იმ დღეს ჩაფრინდა იმ მიწაზე უწმინდესი.ეკლესიამდე მიმავალ გზაზე, მთელმა თუშეთმა მინდორში დაკრეფილი ალპური გვირილების და ყაყაჩოების ბილიკი დაუფინა პატრიარქს. მაშინ ბრძანა უწმინდესმა, მე რომ შემეძლოს ჩემს გულს თუშეთში დავტოვებდი, მაგრამ დანარჩენ საქართველოს რა ვუყოო?მე ვფიქრობ, რომ ის სულ ჯანმრთელად არის. არ შემიძლია ვიფიქრო, რომ მას რაიმე სტკივა. გონებაში ასეთ რამეს არ ვუშვებ. სულ რაღაც ღვთაებრივი სიბრძნით აღმოჩნდება ბოლოს, რომ რამე გადაწყვიტა. რომ გგონია, როგორი დაღლილიაო, ზუსტად მაშინ მიეცემა უდიდესი ღვთიური ძალა და მაშინ გადავრჩებით ხოლმე.მე მჯერა მისი ხილვების და სიზმრების. ვარ ძალიან მშვიდად, მყუდროდ ამ ქვეყნად იმიტომ, რომ ამდენი ტკივილისა და განცდის მიუხედავად მჯერა, რომ ის გამოსავალს ყოველთვის იპოვის. მისგან იმდენ რამეს ვარ მოსწრებული, რომ ამის მჯერა.ძალიან მადლიანია. მისგან ბევრს აქვს მადლი მიღებული.ერთხელ მე და ამირანს გვიამბო მგლის ამბავი (ალბათ, ბევრ სხვასაც).სნოდან მისმა დეიდაშვილმა, უკვე ცხონებულმა იორამ ღუდუშაურმა მგლის ლეკვი ჩამოუყვანა საჩუქრად და საპატრიარქოში დაუტოვა. პატრიარქი ჰყვება, ვერც ის ვუთხარი, რატომ ჩამომიყვანეო, რახან საჩუქარი იყოო. და მთელი ზამთარი ეფერებოდა თურმე, უვლიდა ამ მგლის ლეკვს. რაც მთავარია, ეს დატყვევებული მგლის ლეკვი ეცოდებოდა.გაზაფხულზე ახლობლებს თხოვა, მგელი უკან წაეყვანათ და დეიდაშვილთან დააბარა, სთხოვეთ იორამს ეს ლეკვი ბუნებაში გაუშვასო. ერთხელაც, როდესაც სნოში აბრძანდა პატრიარქი, იორამის სახლთან გაუვლია და დაუნახავს, ბადეში დამწყვდეული მგელი. გვიყვება - მივედი ბადესთან ახლოს და დაველაპარაკე: შენ ისევ აქ ჰყავხარ, ამდენი ხანი არ გაგიშვა, ისევ ტყვეობაში ხარ-მეთქი? და დაუფიქრებლად შევყავი თითები ბადეში; მომიახლოვდაო და თითებზე ლოკვა დამიწყოო. ეტყობა, ხმა და მადლი ჰქონდა ჩარჩენილი. მეტი რა ლეგენდა უნდა არსებობდეს, როდესაც მგლის ლეკვი ჩვენს პატრიარქს ხელებს ულოკავს...მე მინდა მის ღვაწლს სწორად ვხედავდეთ. რამდენი უნდა გამოგვასწოროს?! ერთ ადამიანს ვერ ზრდის მთელი ოჯახი და ახლა წარმოიდგინეთ, რამხელა ჯაფა, რამხელა სულიერი წონასწორობა, ძალისხმევა სჭირდება ქვეყნის სულიერ გამოსწორებას?!..მე ბედნიერი ვარ, რომ ამ დღეს ვესწრები, როდესაც უწმინდესი 90 წლისაა...მისი ლოცვითა და ვედრებით სულ მშვიდობა და ბედნიერება იყოს ჩვენს ქვეყანაში. ასევე დაგაინტერესებთ: "მხოლოდ თვალებით უნდა გამოეხატა ცოლისადმი უდიდესი სიყვარული და სევდაც, რომ დრო დაუნდობელია, მაგრამ სიყვარული მაინც რჩება... კახიმ მითხრა..." - პირველად გენიალურ არტისტზე შოთა კალანდაძე"ჩემი თავის ქალი ვარ, ვაფასებ სიცოცხლეს; ვცეკვავ, გურმანი ვარ; გადასარევი მეხსიერება მაქვს" - 90 წლის ლამარა ვაშაკიძე ასაკის საიდუმლოებაზე"მოქალაქე წმინდანი" - რა ხდება ფილმში, რომელიც "ოსკარზე" გაიგზავნა"ლატვიელი ბრეგვაძე" - "ლაიმაზე მართლა ასე დაწერეს? მე კიდევ  ძალიან მომწონს ვაიკულეს გემოვნება, დახვეწილია" - ნანი ლაიმასთან დუეტზე

ციცინათელა

საზოგადოება 1694874589

რატომ აღარ არიან ციცინათელები

ალბათ შეამჩნევდით, რომ ბოლო დროს ციცინათელები უბრალოდ აღარ ჩანან, ისინი თითქოს სადღაც გაქრნენ.მეცნიერები ამ ფაქტით თქვენსავით შეშფოთებულები არიან. ბუნებაში ციცინათელების რაოდენობა ძალიან სწრაფად იკლებს. ფუტკრებთან ერთად გადაშენების საფრთხე ციცინათელებსაც ემუქრებათ. The New York Times-ში დაბეჭდილი სტატიის მიხედვით ციცინათელების პოპულაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით მცირდება.ციცინათელების პოპულაციის სწრაფი კლება ისევ და ისევ ადამიანის ჩარევის გამო ხდება. ციცინათელები გასამრავლებლად და საცხოვრებლად გახრწნის პროცესში მყოფ ხეებს იყენებენ, მზარდი ურბანიზაციის გამო კი მათი საცხოვრებელი გარემო დღით დღე ნადგურდება.ციცინათელებისთვის ხელოვნური სინათლის წყაროები უდიდეს საფრთხეს შეიცავს, რადგან ისინი ციმციმს პოტენციური მეწყვილეების მისაზიდად იყენებენ, ხოლო ხელოვნური სინათლეები კი მათი გამრავლების პროცესს ხელს უშლის.თუ თქვენ ქალაქგარეთ, ეზოიანი სახლში ცხოვრობთ, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ ციცინათელებს დაეხმაროთ. ამისთვის საჭიროა ეზოდან ხის ნარჩენებისა თუ ფოთლების გატანა არ იჩქაროთ, ან პატარა აუზი გააკეთოთ, რითაც ციცინათელებს მოიზიდავთ. ციცინათელების გამრავლებას ხელს ისიც შეუწყობს, თუ ხელოვნური განათებისა და პესტიციდების გამოყენებას შეზღუდავთ.ასევე ნახეთ:გეგმავს თუ არა საქართველოში დაბრუნებას ნანუკა გოგიჩაიშვილიVIDEO: „დარწმუნებული ვარ, საოცარი საღამო იქნება...  მთელი ცხოვრება რომ გვემახსოვრება!“ - ზურა ყიფშიძეს ვარსკვლავს გაუხსნიან"მოქალაქე წმინდანი" - რა ხდება ფილმში, რომელიც საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა "ოსკარზე" გაგზავნა

ფული

ასტროლოგია 1694803349

ზოდიაქოს რომელი 5 ნიშანი გამდიდრდება უახლოეს მომავალში?

სამყაროს შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს, გამდიდრდება თუ არა ადამიანი უახლოეს მომავალში. თქვენს ზოდიაქოს ნიშანს შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს თქვენს ფინანსურ შესაძლებლობებზე.კურო (20 აპრილი - 20 მაისი)კურო, რომელსაც მართავს პლანეტა ვენერა, რომელიც სიმბოლურად განასახიერებს სილამაზესა და ფულს, უახლოეს მომავალში აუცილებლად გამდიდრდება. ნიშანი ცნობილია ფუფუნებისადმი მიდრეკილებით და სიამოვნებისთვის დიდი თანხების დახარჯვის სურვილით. ამ ადამიანებს აქვთ გამძლეობა, მონდომება და ფსიქოლოგიური ძალა. ისინი ცნობილია ფინანსური სტაბილურობითა და მილიონების შოვნის უნარით.ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)კიდევ ერთი ნიშანი, რომელსაც გამდიდრება შეუძლია, არის ქალწული. ბუნებით პერფექციონისტებს და წარმატებაზე ორიენტირებულ ქალწულებს მართავს პლანეტა მერკური, რომელიც ანიჭებს მათ ანალიტიკურ გონებას. ამ ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ იცხოვრონ ეკონომიკურად და სტრატეგიულად, თავი აარიდონ ზედმეტ ხარჯებს და არასოდეს დახარჯონ თავიანთი რესურსები.სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)სასწორი, რომელსაც მართავს პლანეტა ვენერა, ასევე ითვლება ერთ-ერთ მათგანად, ვინც ადვილად გამდიდრდება. მათი უნარი, შეინარჩუნონ წონასწორობა და გონივრულად მიუდგნენ ფინანსურ საკითხებს, ხელს უწყობს სიმდიდრის დაგროვებაში. ჰაერის ამ ნიშნის მფლობელებს აქვთ ინტელექტი და შემოქმედებითი აზროვნება, რაც ხელს უწყობს მათ ფინანსურ წარმატებას.მორიელი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)მორიელებს, მიუხედავად მათი რთული ბუნებისა, აქვთ უნარი შექმნან კომფორტული პირობები თავიანთი ცხოვრებისათვის. მათთვის დამახასიათებელია სიმშვიდე და აზროვნების სიცხადე ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. პლანეტა პლუტონი, რომელიც მართავს ამ ნიშანს, არა მხოლოდ განადგურების სიმბოლოა, არამედ ხელს უწყობს ტრანსფორმაციას და პროგრესს, რაც მორიელებს ფინანსური წარმატების მიღწევაში ეხმარება.თხის რქა (22 დეკემბერი - 19 იანვარი)თხის რქის წარმომადგენლები ყველაზე მოწესრიგებულებად ითვლებიან. ამ ნიშანს, რომელსაც მართავს პლანეტა სატურნი, რომელიც განასახიერებს წესებს და რეგულაციებს, ახასიათებს ყურადღება კარიერაზე და ფინანსურ წარმატებაზე. ამ თანავარსკვლავედის ქვეშ დაბადებული ადამიანები ხშირად აჩვენებენ ლიდერობის თვისებებს და კეთილდღეობის მიღწევის სურვილს. ასევე ნახეთ:გეგმავს თუ არა საქართველოში დაბრუნებას ნანუკა გოგიჩაიშვილი"მოქალაქე წმინდანი" - რა ხდება ფილმში, რომელიც საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა "ოსკარზე" გაგზავნაVIDEO: „დარწმუნებული ვარ, საოცარი საღამო იქნება...  მთელი ცხოვრება რომ გვემახსოვრება!“ - ზურა ყიფშიძეს ვარსკვლავს გაუხსნიან

tina

კულტურა 1694800405

"მოქალაქე წმინდანი" - რა ხდება ფილმში, რომელიც საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა "ოსკარზე" გაგზავნა

2024 წელს ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატ ფილმად „მოქალაქე წმინდანი“ დაასახელეს.საქართველოს საკონკურსო ფილმის სტატუსის მოპოვებას ოთხი ქართული ფილმი ცდილობდა:„გრაკლიანი გორის წარწერის საიდუმლო“ (რეჟისორი – ლელა წიფურია), „მოქალაქე წმინდანი“ (რეჟისორი – თინათინ ყაჯრიშვილი), „მშვენიერი ელენე“ (რეჟისორი – გიორგი ოვაშვილი), „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ (რეჟისორი – ელენე ნავერიანი).თინათინ ყაჯრიშვილის რიგით მესამე ფილმი საქართველო-საფრანგეთი-ბულგარეთის კო-პროდუქციაა;სურათი 2021-2022 წწ სამ ქალაქში - ჭიათურაში, რუსთავსა და მცხეთაში გადაიღეს;დრამის სცენარის ავტორიც თინათინ ყაჯრიშვილია, თანაავტორი - ბასა ჯანიკაშვილი; დამდგმელი ოპერატორია კრუმ როდრიგესი; მხატვარია გიორგი გორძამაშვილი, მუსიკა თაკო ჟორდანიამ დაწერა;ფილმის პროდიუსერი ლაშა ხალვაშია, თინათინ ყაჯრიშვილის მეუღლე;როგორც ლაშა "პრაიმტაიმს" უყვება, მოქმედება მაღაროელების ქალაქში ხდება, თუმცა დროისა და სივრცის კონკრეტიკას რეჟისორი თავს არიდებს; ქალაქში მრავალი საუკუნის წინ ჯვარცმული წმინდანის ქანდაკება დგას; ის ამ ქალაქის ღირსშესანიშნაობა და მოქალაქეთა მფარველია; მაღაროელები დიდ იმედებს ამყარებენ წმინდანის მფარველობაზე, მასზე ლოცულობენ და სწამთ, რომ თავიანთ სახიფათო საქმეს, ასე უფრო დაცულად ასრულებენ;ლაშა ხალვაში: ერთ მშვენიერ დღეს, მაღაროელები ამ წმინდანის ჯვარცმის რესტავრაციას გადაწყვეტენ; დილით აღმოაჩენენ, რომ ჯვარი ადგილზეა, მასზე გაკრული წმინდანი კი - გაუჩინარებული; მთელი ქალაქი ეძებს, რადგან მათთვის ის უდიდესი სიწმინდეა; მერე აღმოაჩენენ ადამიანს, რომელიც არ საუბრობს, თუმცა ესმის მათი;ხვდებიან, რომ ის სწორედ გაუჩინარებული წმინდანია, ოღონდ გაცოცხლებული; თავიდან უხარიათ, მაგრამ მერე უჩნდებათ კითხვები, რამდენად სწორია, რომ წმინდანი მათთან ერთად ცხოვრობს და მათ შორის თანაცხოვრებისას, იფარავს თუ არა მათ ძველებურად? მთავარ როლშია ლევან ბერიკაშვილი, წმინდანის როლში კი გიორგი ბაბლუანი; ძალიან ვისიამოვნეთ მასთან თანამშრომლობით და საერთოდ, ყველა მსახიობთან მუშაობით; არაჩვეულებრივი სამსახიობო ანსამბლი შეიკრა; მიუხედავად იმისა, რომ დიდი შეზღუდვების ფონზე - კომენდანტის საათი მოქმედებდა - გვიწევდა გადაღებები, სამუშაო პროცესი იყო სასიამოვნო;იყო შემთხვევა, გადაღება ვერ დავასრულეთ ცხრა საათამდე და მთელ ჯგუფს შუა მინდორში გვეძინა; ასეთმა გარემომ ისე დააახლოვა ჯგუფი, რომ გადაღების დასრულება არ სურდათ, სინანულს გამოთქვამდნენ;გადაღებებზე გვერდით გვედგა "ჯორჯიან მანგანეზი", მადლობა მათ; ფილმს მოქმედ მაღაროებში ვიღებდით; გადაღების გამო, მაღაროელებისთვის მუშაობის შეწყვეტა შეუძლებელი იყო; ჩვენ ვიღებდით და იქვე, ორას მეტრში სამუშაოები მიმდინარეობდა; ვიწრო, ბნელი კლაუსტროფობიული სივრცეა, ჩადიხარ ორ კილომეტრამდე მიწის სიღრმეში; მსახიობებმა თითქმის გადალახეს შიში, მარტივი არ იყო; ყველანი მაღაროელებივით ვიყავით აღჭურვილნი, ერთმანეთისგან ვერ გაგვარჩევდით;- და საბოლოოდ ასე ტკბილად მოიმკეთ; ემოცია?თინათინ ყაჯრიშვილი: ძალიან გაგვიხარდა, რადგან საინტერესო ფილმი გამოვიდა; საერთაშორისო კრიტიკოსებმა რეცენზიებში ფილმი აქეს, კარგად მიიღეს, ძლიერ ნამუშევრად და საუკეთესო ფილმად დაასახელეს; ორ ფესტივალზე იყო და ჯილდოებით დაბრუნდა; აქედან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა იმის იმედი, რომ მხოლოდ კრიტიკოსები კი არა, სხვებიც დაინახავდნენ; ასეც მოხდა და გვიხარია;ლაშა: თინა ძლიერ რეჟისორად ითვლება; მისი წინა ორი ფილმი საერთაშორისო ფესტივალების გამარჯვებულია; კარგი სცენარი, კარგი ოპერატორი, კარგი მსახიობები, მშვენივრად გადავიღეთ და ცუდი რატომ უნდა გამოსულიყო? რაც შეეხება ოსკარზე საქართველოს სახელით წარდგენას, ეს მეორეჯერ არის ჩემთვის, როგორც პროდიუსერისთვის; 2018 წლის ფილმი "საშიში დედა" იყო წარდგენილი და მე მაქვს ფილმის საპრომოუშენო კამპანიის გამოცდილება; ამერიკაში გამგზავრებაზე ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ვიფიქრებ; საქართველოში ფილმის პრემიერა 21 სექტემბერს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე - ბიაფზე შედგება;  კინოთეატრებშიც მალე გამოვა; ასევე დაგაინტერესებთ: „ღიმილის ბიჭებიდან" წასვლას ვაპირებდი, მაგრამ...“ - მთავარი „ღიმილის ბიჭი“ 75 წლის გახდა"ლატვიელი ბრეგვაძე" - "ლაიმაზე მართლა ასე დაწერეს? მე კიდევ  ძალიან მომწონს ვაიკულეს გემოვნება, დახვეწილია" - ნანი ლაიმასთან დუეტზე„მიშა, იმაზე მეტად მიყვარხარ და მენატრები, ვიდრე აქამდე...“ - მიშა გომიაშვილის გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა