"ერთხელაც, ცხოვრების გზაზე, გამოჩნდება შენი ადამიანი, რომელიც მთელ ცხოვრებას თავდაყირა აყენებს" - ქალი, რომელიც გია ფერაძის გვარს დღემდე ატარებს

gia

მსახიობ გია ფერაძის ვაჟის - გია ფერაძე უმცროსის დედა, ირინა ფერაძე, რომელსაც ქართველი მსახიობი ისე ძალიან უყვარდა, რომ დღემდე მის გვარს ატარებს, ვაჟთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და სოციალურ ქსელში წერს:

ირინა ფერაძე: - ხანდახან ჩვენ ვცხოვრობთ ისე, თითქოს დინებას მივყავართ... და თითქოს ვერაფერ უჩვეულოს ვერ ვამჩნევთ, სრულიად ბედნიერი სახეები გვაქვს... მაგრამ ერთ მშვენიერ მომენტში, ცხოვრების გზაზე გამოჩნდება შენი ადამიანი, რომელიც შენს ცხოვრებას თავდაყირა აყენებს, მასში ახალი ფერები შეაქვს... უცნობი, მაგრამ ისეთი აუცილებელი - შენი სულის ყველაზე წვრილმანი ემოციებით... მთლიანად გცვლის...

მე მადლიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთხელ გამოჩნდა ზუსტად ჩემი ადამიანი, რომელმაც ჩემში გახსნა უნარი, ვუყურო სამყაროს თბილი თვალით, სულის სითბოთი და შიშით, გულწრფელი სიყვარულით, ზრუნვით, რწმენით, იმედით, რომ ხვალ მზე კიდევ უფრო ნათელი და ძლიერი იქნება

იყავი ყოველთვის!

ასევე დაგაინტერესებთ:

"გერმანელი ექიმები თვალებს არ უჯერებდნენ და ვერ ხვდებოდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე" - სასწაული, რომელიც კახის ოპერაციის წინ მოხდა

გადაღებამდე ერთი თვით ადრე, ეკას მეუღლე დაეღუპა; ეშინოდათ, რომ ის მთავარ როლზე ვერ გაამართლებდა…" - ფილმი, რომელზედაც იტირებთ და ომს სხვა რაკურსითაც დაინახავთ

"მოქალაქე წმინდანი" - რა ხდება ფილმში, რომელიც საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა "ოსკარზე" გაგზავნა