ფულადი კომპენსაცია ოჯახის თითოეულ წევრზე - განაცხადების მიღება 19 ოქტომბრიდან იწყება
1792179581
დღეს გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, სავარაუდოდ, საუბარი საკონსტიტუციო სარჩელსაც შეეხება.
სასამართლო ხუთი ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე სხდომებს მომდევნო კვირიდან გამართავს. ვინ დაესწრება საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებს - ოპოზიციას ერთიანი პოზიცია ჯერ არ აქვს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ბათუმში ჩავა "ლელო" და "ნაციონალური მოძრაობა". ქუჩაში აპირებს ყოფნას თამარ ჩერგოლეიშვილი, ნიკა გვარამია კი დარბაზში იქნება. ფიქრს აგრძელებს გახარიას პარტია.
კონკრეტულია "ქართული ოცნების" პოზიცია, სადაც ოპოზიციური პარტიების ანტი სახელმწიფოებრივ ქმედებებზე საუბრობენ. მმართველი გუნდი "ნაციონალური მოძრაობის", "ახალის", "ლელოს", "ფედერალისტებისა" და პარტია "საქართველოსთვის" კანონგარეშედ გამოცხადებას ითხოვს.
"ფედერალისტური პარტიის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:
"არ ვთვლით, რომ ტაქტიკურად, ჩვენთვის მომგებიანია ეგეთ პროცესში სანახაობის შექმნა. ამავდროულად, არანაირი პრინციპული წინააღმდეგობა არ გვაქვს მათთან, ვისაც სურს პარტიების აკრძალვის პროცესში მონაწილეობა." - წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი.
"კოალიცია ცვლილებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, თენგიზ თევზაძე კი აღნიშნავს, ისინი კონსტიტუციური სარჩელის განხილვაზე - 21-ში, 22-ში, 23-ში საკონსტიტუციო სასამართლოში იქნებიან და მათ უფლებებსა და ინტერესებს დაიცავენ.
"21-ში, 22-ში, 23-ში, ჩვენ ვიქნებით წარმოდგენილი კონსტიტუციური სარჩელის განხილვაზე ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ და ჩვენი წარმომადგენლები დავიცავთ იმ უფლებას და ინტერესს, რასაც პოლიტიკური უფლებების დაცვა ჰქვია ქვეყანაში. მტკიცებულებებს, არგუმენტებს და პოზიციებს ჩვენ ადგილზე წარმოვადგენთ." - აცხადებს თენგიზ თევზაძე