ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731182713
"9 დეკემბერს. საქართველოს დღესასწაული ჰოლანდიის გამორჩეულ ქალაქ ჰააგაში.
მე და ჩვენი გენიალური ცოტნე ზედგინიძე ერთად წარვდგებით შესანიშნავი ჰოლანდიელი მსმენელის წინაშე სოლო კონცერტით.
კონცერტი გაიმართება უმნიშვნელოვანესი ფესტივალის "EUROPALIA" ფარგლებში, საქართველოს კულტურის სამინისტროსთან კოლაბორაციით"- წერს პიანისტი სანდო გეგეჭკორი ჯულიარდიდან;
სანდროს ამ სასიხარულო პოსტმა ჩვენი ვუნდერკინდი გამახსენა, როგორ არის და რას გვიმზადებს-მეთქი; მის ბებიას, მეურვესა და პედაგოგს, ნინო მამრაძეს დავურეკე;
ის "პრაიმტაიმს" ცოტნეს გაწერილ გრაფიკს აცნობს და გაზრდილი ვუნდერკინდის ახალ მოთხოვნაზე უყვება;
ნინო მამრაძე: ჩვენკენ ყველაფერი ნორმალურადაა;
ახლა მუშაობს ნაწარმოებზე, საფორტეპიანო ტრიოზე, რომელსაც ივნისში შვეიცარიაში, ქალაქ ვერბიეს კლასიკური მუსიკის ფესტივალზე შეასრულებს; გასულ ზაფხულს გერმანიაში ჰქონდა სოლო კონცერტიც, მერე წინანდლის ფესტივალზეც გამოვიდა;
რამდენიმე თვე გაწერილია ფესტივალებზე; დეკემბერში - ჰააგა, იანვრის ბოლოს მიუნხენში, გაზაფხულზე ლიზა ბათიაშვილთან ერთად გამოდის კონცერტზე ბერლინის ფილარმონიაში; ცოტნე და ლიზა ცოტნეს სავიოლინო სონატას დაუკრავენ; კიდევ სხვა ნაწარმოებსაც; გარდა ამისა, იაპონიაში უნდა გაემგზავროს კონცერტებით;
ჩვენ, ჯერჯერობით, კომერციული კონცერტები არ გვაქვს, თავს ვარიდებთ; ცოტნეს კი უნდა უკვე, რომ როგორც სხვა შემსრულებელი, თავადაც იღებდეს ჰონორარს; ეს იმიტომ რომ სხვანაირი საკონცერტო ტურნეების მოწყობა შეძლოს; ახლა ფესტივალებზე დადის, ანაზღაურების შემთხვევაში კი, უკვე პროფესიულად, რეგულარულად გაწერილი კონცერტები ექნება;
17 აგვისტოს 14 წლის გახდა და პროფესიული კუთხით, თავისი მოთხოვნები გაუჩნდა; უნდა სტატუსი, რეგულარული გასტროლები, კონცერტები; სურს ამ საქმეში უკვე სრულფასოვნად იყოს; თორემ თანხა მისთვის დიდი ინტერესის სფერო არ არის;
- აგენტებთან არ აწარმოებთ მოლაპარაკებას?
- ჯერჯერობით, არა, მაგრამ ცოტნესთან თანამშრომლობის მსურველი აგენტები არსებობენ და ლიზა ბათიაშვილი არჩევს მათ შორის სანდოსა და საუკეთესოს; ამ საქმეს ის კარგად ართმევს თავს; ცოტნე ყველა წამყვან კომპოზიტორს და მუსიკოსს გააცნო; ერთი წლის წინ გერმანიაში, ინგოლშტადტში, აგენტები ცოტნეს კონცერტზე დაუპატიჟებლად, საკუთარი სურვილით ჩავიდნენ და მისი კონცერტის შემდეგ, ცოტნესთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს;
ეძებს ისეთს, რომ გაითვალისწინონ ასაკი და კონცერტები არ მიაყარონ; ამ ასაკში არ შეიძლება ბევრი კონცერტი და ფრენა; ჯერ მხოლოდ 14 წლისაა; სკოლაში სწავლობს, ნაწარმოებები უნდა წეროს, უნდა ჰქონდეს თავისუფალი დრო და ამ დროს, რეგულარულად თვითმფრინავში ჯდომა, კარგი არ არის;
ასევე დაგაინტერესებთ:
"გადაღებამდე ერთი თვით ადრე, ეკას მეუღლე დაეღუპა; ეშინოდათ, რომ ის მთავარ როლზე ვერ გაამართლებდა…" - ფილმი, რომელზედაც იტირებთ და ომს სხვა რაკურსითაც დაინახავთ
"მოქალაქე წმინდანი" - რა ხდება ფილმში, რომელიც საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა "ოსკარზე" გაგზავნა