თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
ამირან არაბულმა კუჭის სიმსივნე დაამარცხა; ფოლკლორისტსა და მწერალს ფერისცვალების დღეს, თურქეთში, რვა საათიანი ოპერაცია ჩაუტარდა;
"როდესაც მამას დიაგნოზი გავიგეთ, ორი კვირა ვფიქრობდით, როგორ და რა ფორმით გვეთქვა ეს მისთვის. მერე დედამ, ეთერომ უთხრა. ყველანი იქ ვიყავით, თქმას ვაპირებდით, მაგრამ მაინც დედამ უთხრა და... ერთ წერტილს უყურებდა, ხმა არ ამოუღია საერთოდ, არ შეიმჩნია" - უთხრა "პრაიმტაიმს" ანანო არაბულმა;
ახლა ფოლკლორისტი მხნედ არის, თავს უვლის და ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში, მისთვის განწყობას არ უღალატია და პესიმიზმი არ დაუფლებია; ამ დაავადებას კი, სწორედაც რომ ამგვარად შეტევით უნდა ებრძოლო;
ის "პრაიმტაიმის" მკითხველს, რომელმაც პირველმა შეიტყო მისი ავადმყოფობის შესახებ, გულშემატკივრობისთვის მადლობას უხდის და რჩევას არ იშურებს;
ამირან არაბული: თავიდანვე მებრძოლი განწყობით ვიყავი; როგორც კი ეს დიაგნოზი შევიტყვე, პესიმისტური განწყობა, იოტისოდენადაც არ მქონია; დეპრესია ახლოსაც არ გამკარებია; ეტყობა, როცა ძლიერ ხარ დარწმუნებული შენს თავსა და მდგომარეობაში, მაშინ ხდება ასე;
საკმაოდ რთული და მძიმეა ამ დიაგნოზის გაგება, მიღება; მაგრამ მერე პირდაპირი თუ ირიბი გაგებით, უნდა ებრძოლო; სიტყვით თუ ლუკმით, მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყო; ხელი თუ ჩაიქნიე, არაფერი გამოვა;
მე მაშინ გავიგე ამ ავადობის შესახებ, როდესაც იწყებდა განვითარებას; არ უნდა დააცადოთ ეტაპების გავლა, მალევე უნდა აღმოფხვრათ; კარგზე, მის დამარცხებაზე უნდა იფიქროთ;
ბავშვობიდან ჯანმრთელი ვიყავი, მაგრამ ადამიანი დაზღვეული არაფრისგან არ არის; ამიტომ მე ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, ხელი არ უნდა შეუწყოთ დაავადებას, ანუ ფარ-ხმალი არ უნდა დაყაროთ;
როცა ახლობლების, ოჯახის წევრების ჰუმანიზმს, კეთილშობილებას, სიყვარულს უყურებ, თუ როგორ ცდილობენ მდგომარეობა გამოგიკეთონ, როგორ ფიქრობენ და დარდობენ შენზე, თავს უფლებას ვერ აძლევ მხრები ჩამოყარო; ას კაცს ახლავე ჩამოვთვლი, რომელიც ჩემზე წუხდა, ვერ მიმეტებდა, კეთილ რჩევას მაშველებდა, წამალს მირჩევდა; უფლება აღარ გაქვს მათ მოლოდინი გაუწბილო;
ამ დროს მაინცდამაინც სასიამოვნო ფიქრები არ მოდის, მაგრამ ადამიანი ხარ და უნდა აიტანო, უნდა გაუძლო მით უმეტეს, როდესაც გაქვს ამ მდგომარეობის გამოსწორების იმედი; ოჯახის წევრების, ნათესავების და ახლობლების გამო, იძულებული ხარ არ დანებდე;
იმაზე მეტი არ არსებობს, რაც ეთერომ ჩემთვის გააკეთა; მოვლა, გვერდში დგომა, კვება, ხელშეწყობა; არაფერი მოუკლია; მეც ვყვები მის ნებას; ასევე შვილებმა; ყველას მადლიერი ვარ;
ამდენად, როგორც იტყვიან, ეს ვერაგი დაავადება დავამარცხე; გეტყვით იმას, რომ ადამიანი ძალიან ძლიერია, სულიერად; ფიზიკურად კი არ უნდა მოგერიოს ეს დაავადება; უნდა შეეწინაღმდეგოთ;
მადლობა ყველას და ჯანმრთელობა;
ასევე დაგაინტერესებთ:
"მოქალაქე წმინდანი" - რა ხდება ფილმში, რომელიც საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა "ოსკარზე" გაგზავნა
„ღიმილის ბიჭებიდან" წასვლას ვაპირებდი, მაგრამ...“ - მთავარი „ღიმილის ბიჭი“ 75 წლის გახდა
"მხოლოდ თვალებით უნდა გამოეხატა ცოლისადმი უდიდესი სიყვარული და სევდაც, რომ დრო დაუნდობელია, მაგრამ სიყვარული მაინც რჩება... კახიმ მითხრა..." - პირველად გენიალურ არტისტზე შოთა კალანდაძე