„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა...“ - საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

სალომე ნანუაშვილი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში 22 წლის სალომე ნანუაშვილს გლოვობენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი დილით, საწოლიდან წამოდგომის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა.

გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად ანევრიზმას ასახელებენ.

ახალგაზრდა ქალის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და გარდაცვალების ზუსტი მიზეზი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სალომე ნანუაშვილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი ბავშვი, 3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა.

✕