თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
9 აპრილის გმირებს და სიმბოლოებს - მარი ნანა მახარაძესა და ლელა ვეფხვაძეს გუშინ ეს ისტორია გადახდათ; ნანა გადამხდარ ამბავს ფეისბუქზე მხატვრულად წერს;
მარი ნანა მახარაძე: ზარი ტელეფონზე..."ჩემი ლელიკო" -ასეთი ხმამაღალი რეაქცია მაქვს, როცა მის ნომერს ვხედავ და შინაგანად სულ მიხარია;
- მარი, ჩემო ძვირფასო, საფულე ვიპოვე, იტალიური პირადობით და საბანკო ბარათებით, შიგნით საქორწილო წვრილი ოქროს რგოლია. მეტროდან გირეკავ, აქ უცნობს ვერავის ვენდობი. შენ ხომ იცი იტალიური, იქნებ თავი მოვაბათ ამ საქმეს და პატრონი ვიპოვოთ. ნახევარი საათის საქმე მაქვს და წერეთლის მეტროსთან შევხვდეთ თუ დრო გაქვსო...
ზუსტად 40 წუთში ვიჯექით ორი "შერლოკ ჰოლმსი" წერეთლის მეტროსთან და საბუთებს ყურადღებით ვეცნობოდით. ლელა წუხდა, კარგად ვერ ვხედავ და ახალგაზრდა ბიჭიაო? ნეტავ ამ ბეჭედის პატრონი ვინ არისო? საქორწინო ბეჭედს კი შიგნიდან ამოტვიფრული ჰქონდა სახელი "ოლგა". ფეისბუქზე მოვძებნეთ, ვიპოვეთ და მივწერეთ, თუმცა პასუხი არ იყო...
საბანკო ბარათით მივადექით თიბისი ბანკს, მაშინვე გადასცეს უსაფრთხოების წარმომადგენელს და ზუსტად 2 წუთში დაგვაკავშირეს საბუთების პატრონს. შევთანხმდით რომ წერეთლის მეტროსთან შევხვდებოდით. მოვიდა "ჩვენი" იტალიელი, ქართველ მეგობართან ერთად. გავარკვიეთ ყველაფერი, გავისაუბრეთ იტალიელ სტუმართან, რომელსაც საქართველო ძალიან მოსწონს და აქ ცხოვრება გადაუწყვეტია; მე ავუხსენი როგორ გაუმართლა, რადგან მისი საფულის მპოვნელი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ერთ-ერთი სიმბოლო იყო; ვუთხარი რომ ჩემი მეუღლეც იტალიელია და აქ ცხოვრობს... დიდხანს გაგრძელდებოდა საუბარი, რომ არა პოლიციელის შენიშვნა - "აქ მანქანის გაჩერება არ შეიძლება"...
ერთი სიტყვით კმაყოფილები დავიშალეთ ორივე მხარე. ლელა ბრწყინავდა ისე უხაროდა. დამშვიდდა, რომ მოგვარდა საქმე და სადარდებელი არ ექნებოდა. სახლში მივიპატიჟე, მაგრამ ისევ მეტროში სამუშაოდ უნდა დავბრუნდეო, მიკროფონი და დინამიკი იქვე დავტოვე, მივბრუნდები და ჩემ საქმეს გავაგრძელებო...
წავიდა.
მე დიდხანს ვუყურებდი როგორი რიხიანი ნაბიჯებით მიაბიჯებდა, ხელებით მოსინჯა მეტროში შესასვლელი უზარმაზარი შუშები, გასასვლელი იპოვა და თავაწეული შეუერთდა ზღვა ხალხს...
სახლში დაბრუნებულმა მოვყევი დღის ამბავი. ჩემმა შვილმა ხუმრობით მითხრა: "ოჰო, 9 აპრილის სიმბოლოებმა ევროკავშირს დაეხმარეთო..."
ევროკავშირამდე კიდევ ბევრი გვაქვს სავალი... ამაში დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი "რიხიანად" მიმავალ ლელას რომ ვუყურებდი, ჩემთვის ყველაზე მამაც ქალბატონს, რომელიც დღესაც მეტროში მღერის და ამ ცხოვრებასთან ისევ ბრძოლა უწევს.
ადამიანობას, გულიანობას, თანადგომას, სხვისი ტკივილის გაზიარებას, სიკეთის კეთების სურვილს "კავშირები" არ სჭირდება. ქართველების ერთმანეთთან "კავშირი" კი ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია, რათა ჩვენც ღირსეულად ვიდგეთ "ძლიერთა ამა ქვეყნისათა" გვერდით.
სულ ესაა ჩვენი სასაუბრო და საფიქრალი თემა, როცა ორი მეგობარი ერთმანეთს ვხვდებით;
ასევე დაგაინტერესებთ:
"გადაღებამდე ერთი თვით ადრე, ეკას მეუღლე დაეღუპა; ეშინოდათ, რომ ის მთავარ როლზე ვერ გაამართლებდა…" - ფილმი, რომელზედაც იტირებთ და ომს სხვა რაკურსითაც დაინახავთ
"მოქალაქე წმინდანი" - რა ხდება ფილმში, რომელიც საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა "ოსკარზე" გაგზავნა
„ღიმილის ბიჭებიდან" წასვლას ვაპირებდი, მაგრამ...“ - მთავარი „ღიმილის ბიჭი“ 75 წლის გახდა