lauraa

საზოგადოება 1715232793

,,მითხრეს, რომ შვილი არ გამიჩნდებოდა და ამ თემაზე ტაბუ მქონდა დადებული” – რას ჰყვება ლაურა რეხვიაშვილი

მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი გადაცემის ,,ნიკოლოზის კითხვების” სტუმარი იყო, რომლის ეთერშიც შვილთან დაკავშირებით ისაუბრა.მისი თქმით, ადრე მას უთხრეს, რომ შვილი არ შეეძინებოდა, თუმცა უფლის ნებით ასე არ მოხდა.„ქალს, რომელსაც ტაბუ მქონდა დადებული, რომ შვილი არ შემეძინებოდა, მომცა. არ მახსოვდა არც გათხოვება, არც ქმარი, არაფერი. მივჩერებოდი მიშა თუმანიშვილს. მთლიანად თეატრით ვიყავით დატყვევებული. როცა საქმე საქმეზე მიდგა, ვუთხარი, მითხარით მიზეზი, რის გამოც შვილი არ მიჩნდება -მეთქი და მითხრეს, არც გაგიჩნდებაო. ორგანო დაზიანებულია და ამოსაღებიაო. ავსტრალიაში წავედით გასტროლზე და იქ დამიდგინეს დიაგნოზი, მათი საშუალებით მოხდა ის რაც მოხდა. პატარა ქირურგიულმა ჩარევამ გააჩინა მათე“, – ამბობს ლაურა რეხვიაშვილი.

zaza

კულტურა 1707395727

"ახლა წავალ და რომ დავბრუნდები, შევხვდეთო... ისე გამოვიდა, რომ დაგვემშვიდობა... მკვდარი ვარ" - ზაზა კოლელიშვილი მეგობართან უკანასკნელ საუბარზე

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, სოსო ჯაჭვლიანი თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა. 65 წლის მსახიობი, სპორტსმენი, რეჟისორი და ყოფილი დეპუტატი, სამშობლოს, უკანასკნელად ახალი წლის დღეებში სტუმრობდა. როგორც მისი მეგობარი, მსახიობი ზაზა კოლელიშვილი "პრაიმტაიმთან" საუბარში ამბობს, სოსო, სატელეფონო საუბრით, ერთგვარად დაემშვიდობა ნათლულის ოჯახს...ზაზა კოლელიშვილი: ახალი წლის დღეებში ჩამოსული იყო საქართველოში, თვითონ დაგვირეკა მე და ჩემს მეუღლეს, ნათიას და თითქოს გამოგვემშვიდობა. ალბათ, არ უნდოდა იმ მდგომარეობაში გვენახა. როგორც მივხვდი, არ გვეჩვენა ისეთი. ჩემი ქალიშვილი, ნინო მისი ნათლულია, მოიკითხა. ნათიას ელაპარაკა... ახლა წავალ და რომ დავბრუნდები, შევხვდეთო... მაგრამ ისე გამოვიდა, რომ იმ ზარით დაგვემშვიდობა... როგორც ჩანს, გრძნობდა.სოსოს ვაჟი გაფრინდა თურქეთში, რომ ხვალ ჩამოასვენოს საქართველოში. მკვდარი ვარ... სოსო აღარ არის. ასევე დაგაინტერესებთ: "ნატვრის ხის" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, თენგიზ აბულაძე ავარიას, სასწაულებრივად გადაურჩა. თურმე, მაესტროს, წინ "მონანიება" ელოდა..." - გენიალური რეჟისორის 100 წლის იუბილე"სიმღერაა ჩემი მთელი ქონება...“ - დიდი მაესტრო, ვაჟა აზარაშვილის უკანასკნელი ინტერვიუ „პრაიმტაიმთან“"ლაო, ქალს და მუსიკას დაბადების დღე არ აქვსო, მეუბნებოდა..." - როგორ "დაინახა" ლაურა რეხვიაშვილი მიშა თუმანიშვილმა

laura

კულტურა 1707284855

"ლაო, ქალს და მუსიკას დაბადების დღე არ აქვსო, მეუბნებოდა..." - როგორ "დაინახა" ლაურა რეხვიაშვილი მიშა თუმანიშვილმა

6 თებერვალი მიხეილ თუმანიშვილის დაბადების დღეა. დიდი მაესტრო 103 წლის გახდებოდა. 75 წელი იცოცხლა, თუმცა მისი სახელის უკვდავსაყოფად, ეს დრო, საკმარისი აღმოჩნდა. 1941 წელს, დიდ სამამულო ომში მებრძოლი, რამდენიმეჯერ დაჭრილა, ტყვედაც ჩავარდნილა, მაგრამ, ბანაკიდან გაქცევა მოახერხა. მძიმე ჭრილობის გართულების გამო, 1944 წელს თუმანიშვილი სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს, რის შემდეგაც, თბილისში დაბრუნდა. შემდეგ იყო სარეჟისორო ფაკულტეტი, გიორგი ტოვსტონოგოვის ჯგუფი და კარიერა, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა. შემდეგ იყო სხვადასხვა პერიოდები - რუსთაველის თეატრი, კინოსტუდია "ქართული ფილმი", თეატრალური ინსტიტუტი, სადაც 1978 წელს, მისივე სახელოსნოს მსახიობთა და რეჟისორთა ექსპერიმენტული ჯგუფის ბაზაზე შეიქმნა კინომსახიობთა თეატრი, რომელიც დღემდე მის სახელს ატარებს.ლაურა რეხვიაშვილი მსახიობთა იმ იშვიათ გამონაკლისს მიეკუთვნება, რომელიც მაესტროს თავიდანვე "მოხვდა თვალში" და მისი ტალანტი შენიშნა.კახეთიდან თეატრალურ ინსტიტუტში საბუთების შესატანად ჩამოვიდა, თუმცა შემოქმედებითი ტურები უკვე ჩატარებული იყო, სასწავლებელში სტუდენტთა მიღება დაესრულებინათ.როგორც მსახიობი ჰყვება, როდესაც მიხეილ თუმანიშვილმა დაგვიანებით მისული დაინახა, თქვა: " თუ ამ ქალიშვილს თავისი გარეგნობის ტოლფასი ნიჭი აქვს, მე ვარღვევ მიღების ყველა წესს და ამყავს ჩემს ჯგუფში". მართლაც ასე მოხდა, მსახიობი მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში ჩაირიცხა.ცნობილი ფაქტია, რომ მიხეილ თუმანიშვილის გახმაურებულ სპექტაკლში "დონ ჟუანი", რეჟისორმა მოკარნახის როლი სპეციალურად ლაურა რეხვიაშვილისთვის მოიფიქრა. ლაურა რეხვიაშვილს პირველი ტრიუმფიც მოკარნახის როლმა მოუტანა, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში იმოგზაურა თეატრის დასთან ერთად და მისი მისამართით არაერთი რეცენზია დაიწერა მსოფლიო პრესაში. ლაურა რეხვიაშვილი: მიშა თუმანიშვილი რომ შემოვიდა, მე ფეხზე წამოვდექი. ვაი, დაჯექიო. მერე უთქვამს, ამ ქალიშვილს თავისი გარეგნობის ტოლფასი ნიჭიერება თუ აღმოაჩნდა, მე ვარღვევ მიღების ყველა წესს და ვსვამ ჩემთან ჯგუფშიო. მომიწყო გამოცდა... "ანტიგონეს" რეპეტიციები რომ ვნახე ტელევიზორში, ლამის შევხტი ეკრანში და ეს ადამიანი ჩემს წინ რომ შემოვიდა, ვიცანი და ვიყავი ბედნიერი და ლაღი, ვიცოდი, სად ვარ და ვისთან მქონდა საქმე. მერე ვკითხე, ასე რატომ მოიქეცი-მეთქი? მიპასუხა, მე შენისთანა მასალა გამოცდაზე არ შემომსვლიაო. ***კინომსახიობთა სახელოსნოს წინ ვდგავარ, მხოლოდ ორი სეზონია ჩავლილი. ვდგავარ და ვიღაცას ძალიან აქტიურად ვუყვები რაღაცას. ჩაიარა მიშა თუმანიშვილმა. არ შემამჩნია, არ მომესალმა. შევედი და მოვახერხე ის, რომ ვაგრძნობინე, ნაწყენი ვარ, რატომ არ შემამჩნიე-მეთქი? "ლაო" უნდა ეთქვა და არ მითხრა...კიო, გაბრაზებული ვარო. რა დავაშავე, ბატონო მიშა-მეთქი? არ შეიძლება ასე იდგე სახალხოდ და მაყურებელს აყურებინებდე, ხელებს და ფეხებს როგორ იქნევო. იდუმალი უნდა იყო მსახიობი ხალხისთვის, მაყურებლისთვის და მხოლოდ სცენაზე და ეკრანზე უნდა ენატრებოდეს შენი ნახვაო. მაშინ, რა საკვირველია, ეს მე არ მესმოდა და ამევსო თვალები ცრემლით. ვერ გავიგე. დღეს ეს მესმის... მეუბნებოდა, თუ შრომა არ დაგეზარება, ხელის გულით მიგაცილებენ სავანეშიო. საუკეთესო მონაცემი გაქვს და დაიხარჯე ამ მონაცემშიო. მაგრამ როგორ უნდა დავხარჯულიყავი? ყველა სიგლახე ჩემი სიცოცხლის მოცემულ დროში მოხდა და რა გავაკეთო? კიდევ რა მაგარი და კარგი ტიპი ვარ. ნეტავ, ღმერთმა რატომ გამომარჩია? არ გავბოროტდი, არ შემშურდა, არ ვჭორავ, ცუდი არავისთვის მისურვებია. თუ ადამიანი არ მიყვარს, არ მძულს.მიხეილ თუმანიშვილი ასე მილოცავდა დაბადების დღეს – "ლაო, ქალს და მუსიკას დაბადების დღე არ აქვსო..."მიშამ დატოვა ფორმულა: შეგრძნებები ბადებს აზრს, აზრი ბადებს სურვილებს, სურვილები - ქცევებს, ქცევები - ჩვევებს, ჩვევები - ხასიათს, ხასიათი - ადამიანს და მის ბედს. რა საინტერესოა". ყველა მისი წიგნის, სპექტაკლის, ნამუშევრის, გაკეთებულის და გასაკეთებლის ფორმულაა ეს.  ასევე დაგაინტერესებთ: "ელდარმა ისეთი ცხოვრება განვლო, რომ სავსებით შეიძლებოდა, ახლა სრულიად გათიშული ყოფილიყო, მაგრამ დღემდე გადასაღებ მოედანზეა. თავისი უბედურებით არავინ შეუწუხებია“ - კირა ანდრონიკაშვილი იუბილარ მამიდაშვილზე"ნატვრის ხის" ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, თენგიზ აბულაძე ავარიას, სასწაულებრივად გადაურჩა. თურმე, მაესტროს, წინ "მონანიება" ელოდა..." - გენიალური რეჟისორის 100 წლის იუბილე"ეს ფოტოები რომ დავინახე, ვიკივლე! მივხვდი, რომ იქაც ერთად არიან" – რა საჩუქარი "დაახვედრა" საფლავზე მისულ ქალიშვილს მორის ფოცხიშვილმა

janri

კულტურა 1702117020

„ზაზასნაირ ადამიანს, სულ სხვა დაფასება უნდა... ნეტა, ცოცხალი ყოფილიყო და საერთოდ არაფერი გადაგვეღო" - ჟანრი ლოლაშვილი ზაზა ურუშაძეზე

კინორეჟისორ ზაზა ურუშაძის გარდაცვალებიდან ოთხი წელი გავიდა. 2019 წლის 7 დეკემბერს, რეჟისორი მოულოდნელად, აუზზე, გულის შეტევით გარდაიცვალა. ეს იყო შოკი ქართული კინოსამყაროსთვის. მაშინ ის 53 წლის იყო. ხელოვანის გახსენება, მის ნაცნობ-მეგობრებს, დღემდე ტკივილს აყენებს...ზაზას კინოანგარიშზეა ფილმები: "მე მოვედი", "აქ თენდება", "ბოლო გასეირნება", "სამი სახლი", "მანდარინები", "დარჩი ჩემთან", "აღსარება," "ანტონი". სერიალი "ცხელი ძაღლი".გთავაზობთ მის ფილმებთან დაკავშირებულ საინტერესო ფაქტებს, რომელიც შესაძლოა "პრაიმტაიმიდან" პირველადაც გაიგოთ.რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ ფილმი "სამი სახლის" ფაბულა ჟანრი ლოლაშვილის ნახატზე ააგო. სახელოსნოში ნანახმა "ბუებმა" ისე აღფრთოვანდა, რომ ტილომ სცენარი დააწერინა. საბოლოოდ კი, ფილმის საინტერესო სინოფსისი მივიღეთ.ნახატი მოგზაურობს სამ სხვადასხვა დროში, აღმოჩნდება სამ სახლში. ჟანრი ფილმში კოლექციონერის როლშია, მხატვრის როლს კი ზურა ყიფშიძე თამაშობს. ჟანრი ლოლაშვილი: - მე და ზაზა სულიერი მეგობრები ვიყავით. კინოს იქით ჩვენ სულს სხვა, განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. სცენარებს, სინოფსისებს ვწერდით ერთად, გეგმები გვქონდა, უნდა გვეთანამშრომლა. მაგრამ… არ შედგა… ნეტა, ცოცხალი ყოფილიყო და საერთოდ არ გადაგვეღო რამე."ცხელი ძაღლის" გადაღების პერიოდში 4 წელი გავატარეთ ერთად. მერე იყო "სამი სახლი", რომელშიც ჩემი ნახატი გამოიყენა და სცენარი ამაზე ააგო. კინო ზედმიწევნით კარგად იცოდა. თავისი კინოესთეტიკა ჰქონდა. თავისებური, ატიპური ხედვით.იუსტიციის სამინისტროში, პატარა გამოფენა იყო, ზაზა მოვიდა და მითხრა - ბუების ნახატი რატომ არ მაჩვენეო? იქ არის და ნახე-მეთქი. არა, ადრე რატომ არ მაჩვენეო? და ახლა ხომ ნახე-მეთქი, გავოცდი. ხვალ დაგირეკავო, მითხრა. მეორე დღეს დამირეკა და უკვე ფილმის სინოფსისი წამიკითხა. ამ ჩემს ნახატზე სცენარის დაწერა დაუწყია.ასე შექმნა "სამი სახლის" სცენარი და 2008 წელს ფილმიც გადაიღო.მერე ვუთხარი ჩიტის პორტრეტი მაქვს-მეთქი. ჩიტის პორტრეტის იდეა მოეწონა. რამე სხვა ტილოსაც ხომ არ დახატავო და დიდი, გამოგონილი ჩიტის პორტრეტი გავუკეთე, რომელიც სახლში დაკიდა...გაოგნებული ვარ ზაზას ნაადრევი წასვლით...მინდა გითხრათ, ძალიან ჩქარა იღებდა ფილმს, დროს არ კარგავდა. მაგრამ დიდი ხნის ნაფიქრს ჰგავდა. წყნარად, მშვიდად, თავისი გარკვეული ესთეტიკით იღებდა. სრულიად ახალი ხელწერა შემოიტანა ქართულ კინოხელოვნებაში, მაგალითად, დიალოგის კულტურა, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.ხშირად უმადურები ვართ ადამიანები. ზაზასნაირ ადამიანს, სულ სხვა დაფასება უნდა, მაგრამ ასე არ არის. მხოლოდ მეგობრებისთვის კი არა, ის ქვეყნისთვის არის დიდი დანაკარგი.მე ზაზას მადლიერი ვარ. მასთან გატარებული დრო ჩემთვის გაკვეთილებად დარჩება. მინდა მეგობრობისთვის მადლობა ვუთხრა და პატივი მივაგო მის ხსოვნას.დიდი რეჟისორი დააკლდა ქართულ კინოს. ქართულ კინოხელოვნებას გამოაკლდა ადამიანი, რომელსაც თავისი ხელწერა ჰქონდა. "სამ სახლში", მხატვრის ძმის როლს თამაშობს მურმან ჯინორია. ზაზას ისიც იხსენებს.მურმან ჯინორია: – ზაზა ის რეჟისორი იყო, რომელმაც ღრმად იცოდა თავისი პროფესია. შედიოდა პერსონაჟის, ეპიზოდის, სცენის სიღრმეებში და ატმოსფეროს ქმნიდა ისევე, როგორც ქმნიდნენ ჩვენი დიდი რეჟისორები.ზაზასთან შეგეძლო ხელოვნებაზე გესაუბრა, მის თაობაში მსგავსი დონის პროფესიონალი იშვიათად მეგულება.თავს ბედნიერად ვთვლი, რომ მასთან არაერთხელ ვითანამშრომლე.მწყინს, რომ ასე ადრე წავიდა."დარჩი ჩემთან"დავით ბეჟიტაშვილი: ძალიან მინდოდა ფილმი ზაზა ურუშაძეს გადაეღო. იმ დროს ახალი გამოსული იყო მისი "სამი სახლი". მოკლედ, ვგიჟდები ამ ფილმზე, ვგიჟდები ზაზაზე. იმ დროს უკვე "მანდარინების" გადასაღებად ემზადებოდა, დეკორაციები მზად ჰქონდა, მაგრამ შეჩერებული იყო… და ბედად, თავისუფალი აღმოჩნდა.შევხვდი კინო "რუსთაველში" და გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემს წინადადებას მთლად აღტაცებით არ შეხვედრია. მელოდრამა ჩემი არ არის, არ გადამიღიაო, მითხრა, მაგრამ დავითანხმე და გადაწყდა, რომ ფილმი შესვენების გარეშე, 34 დღეში უნდა გადაგვეღო.ნახა ირანული ვერსია, მისი ადაპტაცია თამარ ბართაიასთან ერთად გააკეთა, სცენარში ბევრი რამ შეცვალა კიდეც.თქვენთან საჯაროდ ვამბობ პირველად, რომ ამ როლისთვის ზაზას ნატა მურვანიძე უნდოდა… მარწმუნებდა, რომ ამ ფილმში მას ხედავდა და ძალიან მაგარი იქნებოდა. ვეთანხმებოდი, მაგრამ ჩემი მხრივ, მეც ვარწმუნებდი, რომ ნატოს სხვა მომღერლის ნამღერზე პირი უნდა გაეღო, რაც მე არ მინდოდა.პროდიუსერის უფლებები „ცუდად“ გამოვიყენე და ჩემი გავიტანე. ქალბატონი ქეთის (ლელას გმირი) პარტნიორი ბიჭის როლის შემსრულებელიც მე უნდა შევარჩიო-მეთქი, ვუთხარი. სხვაში არც არაფერში ჩავრეულვარ. ორი დღის გარდა, იმ 34 დღის მანძილზე, გადასაღებ მოედანზე არ მივსულვარ. ან როგორ შეიძლებოდა ზაზას გვერდით დავმჯდარიყავი და შენიშვნა მიმეცა. ამიტომ დასაწყისში გვქონდა პატარ-პატარა “ჭიდაობები”.ლელამ დიდი შრომისუნარიანობა გამოავლინა. 34 სამუშაო დღიდან 30-ის გადაღება ღამით მიდიოდა. არც ერთი დასვენების დღე არ ჰქონია. მოასწრო და ჩადგა ფორმაში, ძალიან გახდა. როლისთვის თავგანწირვა ჰქონდა. შემიძლია ვთქვა, რომ მეორე სუნთქვა გაეხსნა ამ ფილმით.პირველად ვამბობ იმასაც, რომ თავიდან ბიჭის როლზე ლაშა ჯუხარაშვილი მოიაზრებოდა.ლაშას როლზე მუშაობა დაწყებული ჰქონდა კიდეც. დადიოდა კლინიკებში და სიმსივნით დაავადებულებს აკვირდებოდა. მერე გარკვეული მიზეზის გამო, სიტუაცია შეიცვალა და გავაგრძელე მთავარი გმირის შემსრულებლის ძებნა. რთული აღმოჩნდა.ბოლოს, როლანდ ოქროპირიძემ რეკომენდაცია გაუწია პაატა ინაურს და „სამეფო უბნის თეატრსა“ და „მარჯანიშვილის თეატრში“, მე და ოთარ მიქელაძე (ის კონსულტანტობას მიწევდა), მის სპექტაკლებს დავესწარით, შემდეგ ის გავიცანით და დავამტკიცეთ კიდეც როლზე.მართლა უნიჭიერესი ბიჭი აღმოჩნდა. ეს ფილმი მის მხრებზე დგას. იმდენად ორგანულია, რომ მისი გმირის მიმართ თანაგრძნობა გიჩნდება."მანდარინები"ესტონურ-ქართული კო-პროდუქცია “მანდარინები” 2015 წელს ნომინირებული იყო “ოქროს გლობუსის” და “ოსკარის” საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის ნომინაციით.ფილმის სიუჟეტი აფხაზეთის ომის პერიოდში ვითარდება, თუმცა ფილმში არ არის ასახული ომის სცენები. მასში მოთხრობილია აფხაზეთში მცხოვრები ესტონელების შესახებ. ომის დროს, ესტონეთის ხელისუფლებამ აფხაზეთიდან იქ მცხოვრები ესტონელები გაიყვანა, მაგრამ რამდენიმე მათგანმა თავისი სურვილით არჩია აფხაზეთში დარჩენა. სოფელში ორი მოსახლეღა შემორჩა. ქართველებსა და ჩეჩნებს შორის მომხდარი შეტაკების შემდეგ, ერთ-ერთი ესტონელი, ივო (ლემბიტ ულფსაკი) სახლში შეიფარებს სიკვდილის პირას მყოფ ერთმანეთის მტრებს: დაჭრილ ქართველ მოხალისე მეომარსა (მიშა მესხი) და დაქირავებულ ჩეჩენ ბოევიკს (გიორგი ნაკაშიძე). აღმოჩნდება, რომ ესტონელი ივოს შვილი ომის დაწყებისას ქართველების ხელით დაიღუპა.აი, თუ როგორი გარდასახვით მოხდება ქართველისა და ჩეჩენის დამეგობრება, ეს ფილმში გექნებათ ნანახი, თუ არადა, უნდა ნახოთ."ზაზა, ამ ფილმში, მთავარი როლის შემსრულებლად მე მთვლიდა" - ამბობს გიორგი ნაკაშიძე "პრაიმტაიმთან". ასევე დაგაინტერესებთ: საკმეველი შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც ამარცხებს - სტრესს, ნევროზს, პანიკურ შეტევებსა და უძილობასვისზე იქორწინა ცისანა სეფიაშვილმა"შვილო, ჩემი ცოდვა არ მოგასვენებსო… და ქალიშვილის ორმოცის მეორე დღეს, დედა საწოლში გარდაცვლილი ვიპოვეთ” – ლაურა რეხვიაშვილი გამაოგნებელი ისტორიით

zeinab

კულტურა 1692347700

„ძალიან მიყვარდა… საბედნიეროდ, ის ცოლიანი იყო… ისე ვიცხოვრე, როგორც მინდოდა“ - ზეიკო ბოცვაძე 79 წლის გახდებოდა

ზეინაბ ბოცვაძე 79 წლის გახდებოდა; 13 აგვისტოს დაიბადა და თარსი რიცხვის უიღბლობა დაჰყვა. როლები იმდენი არ უთამაშია, რაც მისი შარმისა და ნიჭის მსახიობს უნდა ეთამაშა, სიყვარულშიც უიღბლო იყო. რეალურ ცხოვრებაში „მონანიების” ქეთი ბარათელი იყო – ტრაგიზმით, სევდით, შეპარული ცინიზმით და ამას თვითონაც აღიარებდა. ხასიათის ის შტრიხები, რაც ამ ფილმში მის გმირს აქვს, ზეიკოს გამოხატავს: თეთრ კაბაში გამოწყობილი, თეთრი შლაპით, ამაყად თავაწეული ქეთევან ბარათელი მოხდენილად რომ შემოაბიჯებს დარბაზში და მერე, ვიწრო საკანში განმარტოებული საკუთარ თავს ჩაღრმავული, ღრმა გულგატეხილობას, ნაღველსა და მარტოობას რომ ამჟღავნებს.როგორც ჭეშმარიტი ლომი, იყო ყურადღების ცენტრში, კამპანიის სულის ჩამდგმელი და მამოძრავებელი;ადრე დატოვა სააქაო, 50 წლისაც არ იყო, სამაგიეროდ, სევდიანად დაუვიწყარია მისი პერსონა, რომელმაც გაიელვა და წავიდა...ზეინაბ ბოცვაძე: ვთვლი, რომ მარტოხელა მგელს ვგავარ. ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი არის ის, რომ პატიება არ შემიძლია. მიჭირს, რადგან მიმაჩნია, რომ რაც მაკადრეს, იმის ღირსი არ ვიყავი. ეტყობა ესეც არის იმის მიზეზი, რომ თავს მარტოხელა მგლად აღვიქვამ.ბევრ რამეს შევცვლიდი. თუ ყველაფერი შედარებითია, მაშინ მე ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ თუნდაც იმით, რომ სიყვარული მაქვს განცდილი, ძალიან მიყვარდა… დაგასწრებთ და გიპასუხებთ კითხვაზე – მაშინ რატომ არ შეიქმნა ოჯახი? – საბედნიეროდ, ის ცოლიანი იყო… ჩვენი ცოლქმრობა ალბათ დაკარგავდა იმ ფერებს, რაც ამ გრძნობაში იყო. ყოფა ისე ცუდად შემოდის ჩვენს ცხოვრებაში. მართლა მეცოდება ის ქალი, რომელმაც უნდა გააკეთოს სადილი, გადაანაწილოს ფული და მაინც შეინარჩუნოს უნარი, რომ იყოს მშვენიერი, მშვიდი და მოსიყვარულე. მე თავისუფლება ვერ დავთმე... ეს ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა და ამ ერთ აბზაცში მთელი ცხოვრება ჩატია. მისი ნაღვლიანი თვალების მიზეზსაც თითქოს აქ ვკითხულობთ.მის პირად ცხოვრებაზე ბევრი არაფერია ცნობილი. ჟურნალისტებთან ვერ ვიხსნებიო, ამბობდა. მის ინტერვიუებს და მოგონებებს კი თავი მისმა დამ, ინგლისური ენის სპეციალისტმა, ქალბატონმა ცისანა ბოცვაძემ მოუყარა და დაუვიწყარ ზეიკოს წიგნი უძღვნა. „პრაიმტაიმს” ბევრი საინტერესო დეტალი სწორედ მან უამბო. რასაც მსახიობზე საჯაროდ წაიკითხავთ არის ის, რომ ცოტა ხნით იყო გათხოვილი, ქმარს მალევე გაეყარა და მას შემდეგ არ გათხოვილა. არც შვილი გაუჩენია მიუხედავად იმისა, რომ გარს თაყვანისმცემელთა და მასზე მოტრფიალე მამაკაცთა არმია ეხვია მუდამ.ცისანა ბოცვაძე: – გულჩათხრობილი იყო, არც ინტერვიუებს იძლეოდა. იმ დროს არც იყო ამდენი ჟურნალ-გაზეთი. რომც ყოფილიყო, ზეიკოს არ უყვარდა თავის რომანებზე საჯაროდ საუბარი.რატომღაც ყოველთვის უიღბლო სიყვარული ჰქონდა. ძალიან მართალი იყო. კაცები ხომ იცით, როგორები არიან. ისე იღებენ, თითქოს იმსახურებენ. ზეიკო ალალი და კეთილი იყო. როცა უყვარდა, უნდოდა ესიამოვნებინა, რასაც უკუღმა იღებდნენ მამაკაცები. თვლიდნენ, რომ კიდევ ეკუთვნოდათ.სამი თვე ჰყავდა ქმარი. ხუმრობდა, კაცს სამი თვის მერე წიხლი უნდა ჰკრა და გააგდოო. ბევრი მეგობარი ჰყავდა. ხშირად ეტრფოდნენ. ჰქონდა რომანები, გატაცებები…ერთი ცნობილი კომპოზიტორი უყვარდა. უპირველესად მის ნიჭს სცემდა პატივს. თვითონ ნიჭიერი იყო და სხვის ნიჭსაც აფასებდა. მისთვის გარეგნობას არ ჰქონდა მნიშვნელობა. მასთან თავს კარგად გრძნობდა. მერე დაშორდნენ. სერგო ფარაჯანოვსაც მოსწონდა, ბორია ხმელნიცკისაც. ბევრს მოსწონდა ზეიკო.ქორწინება აღარ უნდოდა, ამაზე არც ჰქონია პრეტენზია. შვილი კი უნდოდა, მაგრამ რახან დიაბეტი ჰქონდა, ექიმმა უთხრა, შენთვის შვილის გაჩენა არ შეიძლებაო. მამა რომ გარდაიცვალა 14 წლის იყო ზეინაბი, დედა რომ გარდაიცვალა – 21-ის. ინერვიულა და დიაბეტით დაავადდა. 300 ჰქონდა სისხლში შაქარი.მშობლები რომ გარდაგვეცვალნენ ჩვენით მოგვიხდა თავის გატანა. ზეიკომ კერვით დაიწყო თავის რჩენა, არავის რომ არ შეცოდებოდა, რა საწყალიაო. ჩვენმა ძმამ მერე დაიცვა დისერტაცია. შრომას მიგვაჩვიეს მშობლებმა. მამა იურისტი იყო, მაგრამ ნატურით შემოქმედი, ქეიფების მოყვარული გახლდათ. ჩვენ მისი განათლებული წრისგან ბევრი რამ ვისწავლეთ. დედა პრაგმატული ქალი იყო…ბნელი და ცივი 90-იანების თბილისის ელიტის ნახევარი მის პატარა და ჩიტის ბუდესავით გადმოკიდებულ სახლში იკრიბებოდა და იმ ზეიმის მონაწილე იყო, რასაც ზეიკო მუდმივად უწყობდა მეგობრებს. ჰყავდა საძმო-სამეგობრო, რომლებიც ზამთრის სუსხიან საღამოებს, ზემელის მოყინულ აღმართზე, ზეიკოს სიყვარულით ამოდიოდა. აი, ამ თბილისურ შუშაბანდებიან სახლში გადაიღო თენგიზ აბულაძემ თავის შედევრში. ეს „მონანიების” სახლია, სინანულით სავსე ქეთი ბარათელის სახლი.მანამდე კი ოთხი სპეციალურად შერჩეული სახლი მოატარა რეჟისორმა ზეიკოს. „არა, ზეიკო, ეს არ არის შენი სახლი” – ეტყოდა თენგიზი.მისტიკა იყო მისი ამ ფილმში მოხვედრა. ბარათელის როლში თენგიზ არჩვაძე უნდა გადაეღოთ. გადაღების წინ თენგიზ აბულაძემ სიზმარი ნახა – ვიღაცამ უთხრა, ბარათელის როლში ქალი უნდა გადაიღო და თანაც – ზეინაბ ბოცვაძეო. ნანა ჯანელიძეც, რომელიც ფილმის თანარეჟისორია (თენგიზის რძალია), მომხრე იყო, რომ ამ როლში კაცი უნდა ყოფილიყო. ის იხსენებს, როგორი ლამაზი ჩავიდა ბათუმში ზეიკო, ბეწვით, ბეჭდებით… „ისეთი მშვენიერი და ამაღლებული იყო, სუნთქვაშეკრული ვუყურებდით. თენგიზს უთქვამს, მე კი მინდა გადაგიღო, მაგრამ ნანა ქალის ამ როლში გადაღების წინააღმდეგიაო. მზეთუნახავი იყო. სასტუმროს ნომერში დავლიეთ. ასეთი საოცარი ქალი ჩემს ნომერში ისე გარდაისახა, რომ მივხვდი, რომ ის საფლავს ამოთხრიდა” – იხსენებს ნანა ჯანელიძე."და თუ თქვენ ამ სახლში ჩემი სული იგრძენით, ესე იგი სწორად ვცხოვრობ. მქონდა უძნელესი პერიოდი, ათი წელი ფილმში არ მითამაშია. ვკერავდი და თავს კერვით ვირჩენდი, ისე, როგორც ქეთევან ბარათელი ირჩენს თავს ტორტების ცხობით.ახალგაზრდა ვიყავი, თამაში მინდოდა, მე კი არავის ვჭირდებოდი… გული მტკიოდა. იმ დროს ჩემ სახლში იკრიბებოდნენ ჩემი მეგობრები. ყოველი შეხვედრა სპექტაკლივით იყო. მე ეს ათი წელიწადი მარტოობა არ მიგრძვნია. ერთმანეთს ვჩუქნიდით რაღაცას, რაც ღიმილს იწვევდა.ეს სახლი მე ნამდვილად მეხმარება. ჩემი ხელოვნება ამ სახლში დასახლდა. მე ვიყავი რეჟისორიც და მსახიობიც… შინაგანად სულ მქონდა იმის განცდა, რომ ერთ დღესაც დადგებოდა ის ჩემი დღე, საათი, წუთი. გამუდმებით ვიმუხტებოდი და თითქმის არასდროს ვიხარჯებოდი. გინახავთ ბეტონიდან ამოხეთქილი ბალახი, რომელსაც მზის დანახვის ისეთი სურვილი აქვს, რომ ბეტონსაც ხეთქავს. ამაზე ფიქრი მაიმედებდა…" – ამბობდა ზეიკო.ცისანა: უამრავი მეგობარი ჰყავდა, მათ შორის ბიჭები, სულ გარს ეხვივნენ. მასთან ურთიერთობისას ეტიკეტიც უნდა დაეცვათ. უყვარდა, რომ პატივს სცემდნენ და ყვავილები მოჰქონდათ, იძულებულს ხდიდა და თან ამას იუმორში აკეთებდა. კარგი იუმორი ჰქონდა.მერე ჩემს წიგნში მისი მეგობრები მოგონებებში ამბობდნენ, ზეინაბმა რაინდებად გვაქციაო. მე კამერული ვარ, ზეიკო მჭერმეტყველი იყო. სუფრას თამადობდა. ასეთი სამეგობრო წრეში იყო, ისე კი მოკრძალებული გახლდათ.ილიკო ფერაძემ, მსახიობ გია ფერაძის ძმამ, ზეიკოს სახლის იმ ოთახს, სადაც თითქმის თვე არ ჩაივლიდა ქეიფისა და მოლხენის გარეშე, „ზეიკოს ბუნკერი” დაარქვა. ბუნკერი გერმანულად თავშესაფარს ნიშნავს. როგორც ის წერს მოგონენებში, უგემრიელესი კერძების მომზადება იცოდა.„ხუმრობით ვამბობდი, შემოდგომაზე ჩამოცვენილ ჩვეულებრივ ფოთოლსაც ისე შეაზავებდა მაიონეზითა და ნიგვზით, ვერაფრით მიხვდებოდი, რისგან იყო დამზადებული-მეთქი” – წერს ილიკო.ვის არ ნახავდით ჩვენთან სტუმრად მოსულს, ძმები ფერაძეები, ამირან ბუაძე, ნანული სარაჯიშვილი, მარინა კახიანი, გოგი დოლიძე… ზეიკოს ორმოცზე ამირან ბუაძემ თქვა, სიზმარში ვნახე, გია ფერაძე და ზეიკო იქ ერთად ქეიფობდნენო. გია რომ დაიჭირეს, ილიკოს ეხმარებოდა ციხეში შესაგზავნი „პერედაჩების“ გაგზავნაში.ყველას ზეიმს უქმნიდა, ყველას დარდს იზიარებდა. თავის დარდს თვითონ დაატარებდა, არასდროს არავის არ ენახვებოდა სევდიანი. ახმაურებული ოთახი რომ დაცარიელდებოდა და სტუმრები წავიდოდნენ, იჯდა მარტო, სევდიანი და ფიქრობდა. “მონანიებაში” საკანში რომ ზის ჩაფიქრებული და სევდიანი, აი, ასეთი იჯდა ხოლმე… ამოდი, ზეინაბ დაიძინე-მეთქი, დავუძახებდი. იჯდა სევდიანი და ფიქრობდა.ამ დროს იყო ოპტიმისტი. სანამ ხარ, უნდა იცხოვრო, ზეიმი თვითონ უნდა მოიწყოო, ამბობდა. უყვარდა ახალგაზრდებთან ურთიერთობა. ისინიც დიდი სიამოვნებით ემეგობრებოდნენ.მოსკოვში იყო, გრიპი შეხვდა, კლინიკაში იწვა, წამოსვლის წინა ღამეს კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. დიაბეტიანებს მაშინვე თუ არ მიაწოდე შაქარი, იღუპებიან. მოსკოვიდან დედოფალივით გადმოასვენეს.თავს არ უფრთხილდებოდა, მე რომ ვაფრთხილებდი, ყვავივით ნუ დამჩხავიო, მეტყოდა. ურეჟიმოდ ცხოვრობდა. თამადობდა, არაყს სვამდა ეს დიაბეტიანი ქალი. ამიტომ იყო, ბოლოს უკვე ასაკი ძალიან დაეტყო.თვითონ ქეთი ბარათელზე ასე ამბობდა.„ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს ქეთევანთან. ოდნავი ცინიზმი, სიმართლის თქმა, სევდა. მერე ბევრი რამ ვითამაშე, მაგრამ გამიჭირდა ქეთევანისგან გათავისუფლება. ქუჩაში მაჩერებდნენ არა როგორც ზეინაბ ბოცვაძეს, არამედ როგორც ქეთი ბარათელს. საზღვარგარეთაც ასე მხვდებოდნენ. მაშინ მივხვდი, რა გადაუტანია ხალხს. ქეთევანმა მათი სათქმელი თქვა.არ ვარ სახალხო არტისტი, არ მაქვს ჯილდოები, მაგრამ მომწონს, რომ ახალგაზრდები, სიხარულითაც და მწუხარებითაც, ჩემთან მორბიან.”ცისანა: გასვენების დღეს ზღვა ხალხი იყო ქუჩაში. დედოფალივით გამოასვენეს. თეთრები ხომ ისედაც უყვარდა, ეცვა თეთრი კაბა და გვირილებით იყო მორთული. ზეიკოს ყოფილმა ქმარმა ითხოვა, მომეცით ნება მეც ავწიო მისი სასახლეო.ზეინაბის კუბოსთან გოდერძი ჩოხელმა და ედმონდ კალადაძემ დაიჩოქეს. სოფიკო ჭიაურელმა საოცარი სიტყვა თქვა. ყველას უყვარდა მსახიობებს, უფროს თაობასაც და უმცროსსაც.თემურ შოშიტაიშვილმა წლისთავზე ზეიკოს სახელი დაარქვა ჩვენი სახლის ქუჩას.ხომ ასეთი მძიმე ქრონიკული დაავადება ჰქონდა, ერთს არ დაიწუწუნებდა.მეუბნებოდა, დღესაც რომ გარდავიცვალო, არ ვინანებ. ისე ვიცხოვრე, როგორც მინდოდა, აბა, შენ რა გაქვს ნეტა მოსაგონარიო?ძალიან მაკლია, სულ გვერდით მყავს... „შვილო, ჩემი ცოდვა არ მოგასვენებსო… და ქალიშვილის ორმოცის მეორე დღეს, დედა საწოლში გარდაცვლილი ვიპოვეთ” – ლაურა რეხვიაშვილი გამაოგნებელი ისტორიით"ხმას ვერ ვიღებდი... რა იყო ეს? წინათგრძნობა? თამაზი 67 წლის იყო, მხედველობა რომ დაკარგა" - ლანა ღოღობერიძემ მეგობარს დაბრმავება უწინასწარმეტყველარას გვიყვება მილიარდერ აგალაროვზე ნანი და რისთვის ჩაიწერა მასთან დუეტი? - "ბუბას ემინისთვის უთქვამს..."„ძნელი სცენები გადავაგორეთ... იქ ალეკო ტიროდა, ზურასაც წამოუვიდა ცრემლები...“ - რა ხდებოდა კლინიკაში სამი დღის განმავლობაში

ratiani

საზოგადოება 1689191623

"დავუძახე და ჩავეხუტე... მთელი ღამე დამცინოდა მერე... რამდენი ტკბილი მოგონება დარჩა უშგულში" - გიორგი რატიანს ბიძაშვილი იხსენებს

რეჟისორი მარიამ ხაჭვანი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც უშგულში დატრიალებულ ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში დაწერა. გიორგი რატიანისა და გიორგი ნიჟარაძის ავტომობილით მდინარეში გადავარდნის შესახებ მალევე გაიგო ყველამ. ძალზე სიმპათიური ბიჭების გარდაცვალებამ ქვეყანა შეძრა... უშგული დადუმდა...პატრიარქის კურთხევით, ბიჭების გამოსვენება 13 ივლისს, სამების საკათედრო ტაძრიდან 15 საათზე შედგება.მარიამი გიორგი რატიანს იხსენებს."გიო რატიანი ბოლოს ლუხუმის ქორწილში ვნახე, შარშან... ღამე იყო და სანამ გიოს ვნახდი, მანამდე გადავკოცნე ერთი ჩხვიმიანი, ორი, ოცი და გადავკოცნე გიორგიც...მიხვდა, რომ ვერ ვიცანი, რადგან ჩვენი შეხვედრა თბილი მოკითხვებით იწყებოდა სულ...მკითხა - ვერ მიცანიო?ვერათქო, ვუპასუხე. მეგონა, თემოს რომელიმე ნათესავი ვერ გავიხსენე...მართლა ვერ მიცანიო? არ იჯერებს...გაოცებული მიყურებს თემოც.ვერა, ვუპასუხე.კარგიო, მითხრა და მიტრიალდა...უცებ გამახსენდა გაბუტული გიორგი, ბავშობიდან.გიორგი, დავუძახე და ჩავეხუტე...მთელი ღამე დამცინოდა მერე.- ამხელა ჩხვიმიანების ქორწილში, ძლივს ორი ბიძაშვილი შევხვდით და როგორ ვერ მიცანი, არ გაპატიებო...არ გამებუტო-თქო... უბრალოდ ვერ წარმოგიდგინე აქ უცებ-თქო.რამდენი ტკბილი მოგონება დარჩა უშგულში...რამდენი ტკბილი ზაფხული...და ეხ, უშგულო, იცოდი რომ ეს მოხდებოდა?", - წერს მარიამ ხაჭვანი ფეისბუქზე.ასევე დაგაინტერესებთ:"ჩხირკედელა იყო სულ. თავისი თავი თვითონ შექმნა; დუტაა რა!" - ნახეთ, რამდენი წლის გახდა მსახიობი„შვილო, ჩემი ცოდვა არ მოგასვენებსო… და ქალიშვილის ორმოცის მეორე დღეს, დედა საწოლში გარდაცვლილი ვიპოვეთ” – ლაურა რეხვიაშვილი გამაოგნებელი ისტორიით"ერთხელ თქვა: ჩვენ ვართ ერთმანეთის სამოთხეებიო... გვიან მივხვდი, რა იგულისხმა" - ალუდას "პრაიმტაიმთან" გიორგი არაბული იხსენებს"წმინდანს შესთხოვა, თუ განკურნავდა, მის სახელზე საქართველოში ტაძარს ააგებდა. კაცი განიკურნა და სიტყვა აასრულა" - სად არის ნეტარი მატრონას სახელობის ტაძარი

dekanozi

საზოგადოება 1687600662

„მადლობას ვუხდი მეუღლეს, რომელმაც გარისკა და დაზიანებული გულით, ჩემთვის გაბრიელი გააჩინა...“ - რა მიუძღვნა დეკანოზმა თავმას ჩოხელმა მეუღლეს

დეკანოზი თავმას ჩოხელი ჯვრის მამის მონასტერში მოღვაწეობს. დეკანოზი ცნობილია თავისი იავნანებით. სასულიერო პირის შვიდი იავნანა დათო არჩვაძემ მელოდიებით შემოსა. მოძღვარი ამღერებული იავნანებით ამაყობს, მათი პატარა ბროშურაც აქვს გამოცემული. მათ შორის არის ფეხმძიმეთა იავნანაც.აი, რას წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.თავმას ჩოხელი: ჩემი შორეული ბავშვობიდან დღემდე მაქვს უდიდესი მოკრძალება ფეხმძიმე ქალის მიმართ; ჩემი აზრით, მამაკაცი ყველაზე უკეთ მაშინ აცნობიერებს ქალის ფასს, როდესაც მეუღლე ჰყავს ფეხმძიმედ.უფალმა ორმოცდარვა წლის ასაკში მომმადლა ჩემი დიდი ტკივილის, მამის იავნანის, ვაჟიკოსთვის ნუგეში - გაბრიელ ჩოხელი, რომელიც უფლით გაიზრდება და... როცა მე აღარ ვიქნები, თავის ძმას უპატრონებს.მადლობას ვუხდი ჩემს მეუღლეს, ჩემი მამის იავნანების დედას, დალი ქეთევან ზურაბიშვილს, რომელმაც გარისკა და გაბზარული, დაზიანებული გულით, გააჩინა ჩემთვის მზიანი ღამე, ჩემი ნანატრი შვილი გაბრიელი.მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარს ნიჭიერ დათუნიკა არჩვაძეს ჩემი შვიდი იავნანის კომპოზიტორს ჩემი მოკრძალებული იავნანების ესოდენ გამშვენებისთვის.მადლობა პატარა ქალბატონს, მშვენიერ და ტკბილხმოვან ლიზა ჩიჩუას ლამაზი შესრულებისთვის.იავნანა ფეხმძიმეთათვის - ლექსი რომელიც მივუძღვენი ჩემს მეუღლეს გაბრიელ ჩოხელის მუცლად ყოფნის ჟამს..ამღერებული ლექსი, რომელიც თავის მეუღლეს ეთუნა ფარეხელაშვილს მიუძღვნა დათო არჩვაძემ ტყუპებზე ფეხმძიმობისას..სიმღერა, რომელიც პატარა ლიზა ჩიჩუამ ფეხმძიმობისას მიუძღვნა თავის დიდ სიხარულს, მომავალ შვილს..ჩემი ამღერებული ლექსი, რომელიც ემსახურება სიყვარულს, სიყვარულის სახელით ოჯახის შექმნას და ოჯახის შექმნით ერის გამრავლებას. დედაო ღვთისავ, შენ გადაარჩინე და გაამთლიანე ჩემი სამშობლო, საქართველო, ჩემო მკითხველო და მსმენელო გლოცავთდა.. მიყვარხართ♡ იავნანა ფეხმძიმეთათვისჩემში სძინავს შენს სიცოცხლესიავნანინაო,იავნანა ჩემო ტკბილო,ჩემო ნანინაო.დილის ცისკარს შეგადარებ,შენ სიცოცხლე შემაყვარე,ჩემო მზევ და ჩემო მთვარევდედის ნანინაო.ღამის უკუნს უფლის მადლითიავნანინაო,შენზე ფიქრით გავათენებდედის ნანინაო.ჩემი სულის მზევ და მთვარევ,შენს ლოდინში მძინავს ღამე,შენი მოსვლით გამახარე,ვარსკვლავებად დამეყარე იავნანინაო..დეკანოზი თავმას ჩოხელიასევე დაგაინტერესებთ: "ეს ფოტოები რომ დავინახე, ვიკივლე! მივხვდი, რომ იქაც ერთად არიან" – რა საჩუქარი "დაახვედრა" საფლავზე მისულ ქალიშვილს მორის ფოცხიშვილმა"მაგრძნობინებს, რომ ჩემთანაა. ვგავარ, თუმცა ის ჩემზე ბევრად კეთილი იყო... მამა, პირობა შევასრულე..." - ზურა ბაკურაძის გარდაცვალებიდან ორი წელი გავიდა"წმინდანს შესთხოვა, თუ განკურნავდა, მის სახელზე საქართველოში ტაძარს ააგებდა. კაცი განიკურნა და სიტყვა აასრულა" - სად არის ნეტარი მატრონას სახელობის ტაძარიExclusive: "საფლავზე ვუთხარი, იცი, რაც მჭირდება-მეთქი..." - სასწაული, რომელიც ქართველ მომღერალს დედა მატრონამ მოუვლინა„შვილო, ჩემი ცოდვა არ მოგასვენებსო… და ქალიშვილის ორმოცის მეორე დღეს, დედა საწოლში გარდაცვლილი ვიპოვეთ” – ლაურა რეხვიაშვილი გამაოგნებელი ისტორიით

deda matrona

საზოგადოება 1687552324

"წმინდანს შესთხოვა, თუ განკურნავდა, მის სახელზე საქართველოში ტაძარს ააგებდა. კაცი განიკურნა და სიტყვა აასრულა" - სად არის ნეტარი მატრონას სახელობის ტაძარი

წმინდა ნეტარმა მატრონა მოსკოველმა ამ წუთისოფელში 67 წელი გაატარა იმისთვის, რომ მის შემხედვარეს ღმერთი გვეწამა.მატრონას უკანასკნელი სიტყვები იყო: "ყველანი, ყველანი მოდით ჩემთან, როგორც ცოცხალთან და მომიყევით თქვენი წუხილის შესახებ, მე დაგინახავთ, მოგისმენთ და დაგეხმარებით..."მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, 1885 წელს რუსეთში, ტულის ოლქში ნიკონოვების ქრისტიანულ ღარიბ ოჯახში, მეოთხე შვილს ელოდნენ. დედას, გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ შვილი უპატრონო ბავშვთა სახლში მიებარებინა, რათა შიმშილი აერიდებინა მისთვის. თუმცა მან ნახა სიზმარი. მატრონაზე ორსულ ქალს ადამიანის სახიანი, თეთრი, თვალებდახუჭული ფრინველი დაესიზმრა, რომელიც მას მარჯვენა ხელზე დააჯდა. ქალმა ეს ნიშნად მიიღო და შვილის ბავშვთა სახლში ჩაბარება გადაიფიქრა. და დაიბადა გოგონა, უსინათლო, რომელსაც თვალები საუკუნოდ ჰქონდა დახუჭული, ისევე, როგორც სიზმრად ნანახ ფრინველს. თუმცა სულ მალე ღვთის რჩეულმა განსაკუთრებული უნარები გამოავლინა, სულიერი ხედვის წყალობით სასწაულების მოხდენა და ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო... რის გამოც მალე გაიცნეს. დროს თანატოლებთან თამაშში კი არა, ტაძარში, ხატებთან და ლოცვაში ატარებდა. ბავშვები უსინათლო გოგონას აბუჩად იგდებდნენ, ჭინჭრით სუსხავდნენ, ან ორმოში აგდებდნენ და შემდეგ ერთობოდნენ იმის ყურებით, როგორ ამოდიოდა უსინათლო მატრონა იქიდან. გოგონა ბავშვისთვის შეუფერებელ თემებზე იწყებდა საუბარს. მან მხოლოდ არა მისი სოფლის, არამედ მეზობელ  სოფელში არსებული ვითარების და ქვეყნის მეფის ოჯახის ამბებიც იცოდა. მისი ყველა წინასწარმეტყველება ახდა. მასთან ხალხი დადიოდა, ის ყველას უწინასწარმეტყველებდა მომავალს. უსინათლო გოგონა ოჯახის მარჩენალი გახდა. 17 წლისამ გადაადგილების უნარიც დაკარგა. გარშემომყოფების დახმარების გარეშე დამოუკიდებლად ცხოვრება არ შეეძლო. თუმცა იმისთვის, რომ ძმებისთვის პრობლემები აერიდებინა, რომლებიც კომუნისტურ პარტიაში უნდა მიეღოთ, მატრონამ მშობლიური სახლი დატოვა და მოსკოვში გადავიდა. დაიწყო უსახლკარობის პერიოდი. ხან ვინ იფარებდა, ხან - ვინ. ხან ნათესავი, ხან, ნაცნობი, ცხოვრობდა სარდაფებშიც. რადგან ჩაწერილი არ იყო, რომ არ დაეჭირათ, სადგომს იცვლიდა. დღისით ხალხს იღებდა, ღამით ლოცულობდა. სპეციალურად დასაძინებლად არ წვებოდა, მხარზე წამოწოლილი თვლემდა. ნეტარი მატრონა იდევნებოდა. თუმცა მომლოცველების რიცხვი, მის ზღურბლთან, იზრდებოდა და იზრდებოდა, მით უფრო მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ფრონტიდან მამების, შვილების, ძმების დაბრუნებას ელოდნენ... დეკანოზი გიორგი ფხაკაძე, რომელსაც სტატიაში გაგაცნობთ, გადაცემა "თავისუფალ თემაში" ასეთ ისტორიას ჰყვება. მეორე მსოფლიო ომის დროს, მოსკოვი უნდა დაცემულიყო. სტალინი მატრონუშკასთან მისულა. როგორ მოვიქცეო. მატრონუშკას უთქვამს, ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი შემოატარეთ. შემოტარების შემდეგ დაიწყება დიდი ყინვები, ავტომატი ვერ გაისვრის, ხალხი გაიყინება და გერმანელები უკან გაიქცევიანო. ასეც მოხდა.ხალხის მახსოვრობაში დედა მატრონა ჩარჩა ბავშვის ხელებითა და ფეხებით, კეთილი, ნათელი სახითა და მზრუნველი ხმით, საწოლსა თუ სკივრზე შემომჯდარი. მიუხედავად მისი ფიზიკური მდგომარეობისა, ისე აჩვენებდა თავს, რომ მისთვის თითქოს უცხო იყო დაღლა. ის ჩვენთვის ახლობელია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი თანამედროვეა. მისი გასაჭირები ჩვენთვის ცნობილია. თუმცა მას არ დასცდენია, რომ რამეს განიცდიდა. იმხელა ძალისა და სიყვარულის პატრონი იყო, თავად ამ მდგომარეობაში მყოფი, სხვას აძლევდა რჩევასა და ნუგეშს. არავისთან დაცდენია, რომ დაიღალა. ამას ვერავისგან გაიგებდით, ვინც კი მატრონუშკაზე ისტორიები შემოინახა და მასზე ამბებს ჰყვებოდა. სასწაულებზე, რომელსაც ნეტარი მატრონა ადამიანებს უვლენდა, სხვადასხვა ინტერნეტ-გვერდებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ. ჩვენ კი გეტყვით, სად არის საქართველოში წმინდა დედის სახელობის ტაძარი.2016 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ქუთაისთან ახლოს, სოფელ ფარცხანაყანევში წმინდა ნეტარი დედა მატრონას სახელობის ტაძარი აიგო, სადაც წმინდანის მირონმდინარე ხატია დაბრძანებული.კონსტანტინე ნიქაბაძეზე, რომელმაც წმინდანს შეწევნა სთხოვა, წმინდა მატრონას სახელობის მონასტრის დეკანოზი გიორგი ფხაკაძე ჰყვება.დეკანოზი გიორგი ფხაკაძე: ჩვენ ერთად ვიზრდებოდით. შემდეგ კონსტანტინე წავიდა მოსკოვში... დასნეულდა. მივიდა ნეტარი მატრონას სახელობის ტაძარში. მან შესთხოვა წმინდანს, თუ დაეხმარებოდა და განკურნავდა, მის სახელზე საქართველოში ტაძარს ააგებდა. კაცი განიკურნა, მან სიტყვა აასრულა და სოფელ ფარცხანაყანევში ააგო მისი სახელობის ტაძარი. ეს მატრონუშკას ლოცვა-კურთხევაა. მან ინება, რატომღაც აქ, სოფელში მობრძანებულიყო. ჩვენთან, ფარცხანაყანევში. 2016 წლიდან დედა მატრონუშკას წერენ წერილებს, თხოვნებს და მოაქვთ ჩვენთან. ჩვენ ვაგროვებთ, მერე მიაქვთ მოსკოვში, დედა მატრონუშკას მონასტერში. წერილებს იქ კითხულობენ, მოიხსენიებენ მათ დამწერებს, ზოგი საიდუმლოებაში იწირება. როგორც გადაწყვეტენ.ამ ტაძრის ამგებს, კონსტანტინეს ძმა ჰყავს ხატმწერი, რომელმაც გადაწყვიტა, დედა მატრონას ხატი დაეწერა. რამდენიმე თვეში ხატს წმინდა ზეთი წამოუვიდა, რასაც ჩვენ მირონს ვეძახით. ზიარების შემდეგ ამ ზეთს ვცხებთ ხოლმე მაზიარებლებს. უნდა გწამდეს, რომ განიკურნო. ნეტარი მატრონას ხატზე წამოსული ზეთით, ბევრი განკურნებულა... ის ქვრივ-ობოლთა, უსახლკაროთა მფარველია. ეწევა ყველას, ვინც შესთხოვს...თავისი სიკვდილის შესახებ მატრონამ სამი დღით ადრე იცოდა და დატოვა ანდერძი: „მრავალი წლის მერე ადამიანები გაიგებენ ჩემს სახელს და გუნდ–გუნდად ივლიან გასაჭირში დახმარებისათვის, რათა ვილოცო მათთვის უფლის წინაშე. მე ყველას მოვუსმენ და ყველას დავეხმარები.“ მართლაც, მოსკოვის დანილოვის სასაფლაოზე მისი მარადიული განსასვენებელი განსაკუთრებული სიწმინდეა, სადაც ყოველი კუთხიდან მოდიან მომლოცველები და ნეტარი არავის აკლებს თავის მეოხმყოფობას! ასევე დაგაინტერესებთ: „შვილო, ჩემი ცოდვა არ მოგასვენებსო… და ქალიშვილის ორმოცის მეორე დღეს, დედა საწოლში გარდაცვლილი ვიპოვეთ” – ლაურა რეხვიაშვილი გამაოგნებელი ისტორიითExclusive: "საფლავზე ვუთხარი, იცი, რაც მჭირდება-მეთქი..." - სასწაული, რომელიც ქართველ მომღერალს დედა მატრონამ მოუვლინა"ეს ფოტოები რომ დავინახე, ვიკივლე! მივხვდი, რომ იქაც ერთად არიან" – რა საჩუქარი "დაახვედრა" საფლავზე მისულ ქალიშვილს მორის ფოცხიშვილმა

basi

კულტურა 1687469356

"ეს ფოტოები რომ დავინახე, ვიკივლე! მივხვდი, რომ იქაც ერთად არიან" – რა საჩუქარი "დაახვედრა" საფლავზე მისულ ქალიშვილს მორის ფოცხიშვილმა

ბასა ფოცხიშვილი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში, მამის საფლავზე, ტრადიციულად, 11 ივნისს მიდის ხოლმე. მიდის და მიაქვს ყვავილები, პოეტ მამას რომ ძალიან უყვარდა. მორის ფოცხიშვილი 93 წლის გახდებოდა…რეჟისორი "პრაიმტაიმის" მკითხველს, ორი წლის წინ მიცემულ ინტერვიუში უყვებოდა, თუ როგორ "დაახვედრა" საჩუქარი მამამ მასთან მისულ ქალიშვილს.ბასა ფოცხიშვილი: – ყველა ადამიანს თავისი განკუთვნილი პერიოდი აქვს იმისთვის, რომ სიცოცხლით დატკბეს. როცა მიდიოდა, იცოდა, რომ მიდიოდა და სულ იმას ამბობდა, რომ ისეთი მადლიერი ვარ ჩემი არაჩვეულებრივი ცხოვრების, რომ მიუხედავად იმისა, რომ იყო სირთულეები, ჩემს ცხოვრებაში იყვნენ საოცარი ადამიანები, იყო სილამაზე, სიყვარული და თქვენ ჩემს წასვლაზე არ ინერვიულოთო. უნდოდა, რომ ლამაზად და ღირსეულად წასულიყო. მერე ისეთ ადგილას დაიდო სამუდამო განსასვენებელი, რომ ეს რომ სიცოცხლეში სცოდნოდა, კიდევ უფრო ადრე წავიდოდა ამ ქვეყნიდან.მაშინ ასაკოვანი მეგონა, ახლა რომ ვუყურებ, ძალიან ახალგაზრდა იყო, 63 წლის…ღამით მივედი საფლავზე და ყვავილები მივიტანე, რომ დაბადების დღეს ყვავილებით შეხვედროდა. მივიტანე თეთრი ვარდები, კალა, რომელიც დედას უყვარდა და კიდე ერთი თეთრი ყვავილი…ყვავილები ისე უყვარდა, რომ ხელს ჰკიდებდა და ეფერებოდა. ჩვენს სახლში ყოველთვის იყო ყვავილები. უბრალოდ მოჰქონდა, ხან დედას ჩუქნიდა, ხან – ჩვენ. ტრასაზე ჩავლისას, თუ დაინახავდა, რომ ვინმე ყვავილს ყიდდა, არ არსებობდა, რომ არ გაეჩერებინა და არ ეყიდა.იმ დღეს საოცრებაც მოხდა. სამთავროში რომ შევედი, დედა ქეთევანმა მითხრა, არ წახვიდე, დამელოდეო. მოვიდა და მომცა მონასტერზე გამოქვეყნებული წიგნი, მამაზე დიდი სტატიითა და ფოტოებით. დედაჩემის ფოტოც იყო, ჩვენიც, ჩვენი ძაღლისაც… ისეთი ადამიანები იყვნენ, ყველას რომ უყვარდა.ეს ფოტოები რომ დავინახე, ვიკივლე! თითქოს საჩუქარი დაგვახვედრა მამამ. ძალიან ამაღელვებელი იყო.მამა იქ დედას გარეშე, მარტოა დაკრძალული, არ შეიძლებოდა მეუღლის მის გვერდით დაკრძალვა. და ამ წიგნში დედასთან ერთად რომ დავინახე, მივხვდი, რომ იქაც ერთად არიან. ეს იყო ნიშანი. ცაზე ცისარტყელაც შევნიშნე… გუშინ ამაღლება იყო!ძალიან დიდი მადლობა, რომ დამირეკეთ. ჩემთვის ეს დღე თან სასიხარულოა და თან მტკივნეულია. ზოგადად არ ვიმჩნევ ხოლმე.ასევე დაგაინტერესებთ:Exclusive: "მე ისევ სტამბულში ვარ. ისე მენატრება ყველაფერი, უკვე გიჟს ვგავარ..." - რატომ არ უშვებენ დათო ევგენიძეს ექიმები თბილისში"არჩევანი "ძველ გვარდიაზე" შევაჩერეთ. არაჩვეულებრივ ფორმაში არიან..." - მოდით, შეიჭყიტეთ "ეშმაკის სამოთხეში"რას გვიყვება მილიარდერ აგალაროვზე ნანი და რისთვის ჩაიწერა მასთან დუეტი? - "ბუბას ემინისთვის უთქვამს..."„შვილო, ჩემი ცოდვა არ მოგასვენებსო… და ქალიშვილის ორმოცის მეორე დღეს, დედა საწოლში გარდაცვლილი ვიპოვეთ” – ლაურა რეხვიაშვილი გამაოგნებელი ისტორიით

deda sidonia

საზოგადოება 1687469347

"ყველა სამაჯურებს აკეთებს, თავს როგორ დაიმკვიდრებო, ახლობელმა მკითხა. მე ვუპასუხე..." - რას იხსენებს დედა სიდონია

დედა სიდონია სამაჯურებს რომ აკეთებს, ცნობილია. მონაზონი სოციალურ ქსელში მოკლედ იხსენებს ამბავს, როგორ დაიწყო ეს საქმე და რა გამოიარა. "მძიმე ავადმყოფობის მერე, როცა გადავწყვიტე მეშრომა და ჩემი შემოსავალი მქონოდა, ერთმა ახლობელმა მითხრა - ყველა სამაჯურებს აკეთებს, როგორ დაიმკვიდრებო?წამიერად შიშმა და უიმედობამ გამიელვა და, მივხვდი თავი უნდა გადამერჩინა, იმედი და მხნეობა ამერჩია და ვუპასუხე: ბებიაც კერავდა, მაგრამ კოკო შანელი ვერ გახდა მეთქი!იმ დროს ფერადი, ჯვრიანი სამაჯურები (არა ფსკვნილები) მე დავიწყე და, კაი ხანს კრიტიკის ობიექტი ვიყავი; ბევრი მათგანისგანაც, რომელთაც მერე თავად, თითქმის ყველგან დაიწყეს მსგავსი სამაჯურების კეთება და სარგებლის ნახვა! :)))) (საკუთარი ფანტაზიით აკეთონ მთავარია, არ გადააკოპირონ სხვისი!)და, ისიც კი მიავიწყდათ, ვისზე გადატყდა ამ სიახლის შემოტანისას აგრესიული დამოკიდებულებებიც კი.ასე რომ, წინ და წინ და არანაირი შიში!" - წერს დედა სიდონია. ასევე დაგაინტერესებთ: „შვილო, ჩემი ცოდვა არ მოგასვენებსო… და ქალიშვილის ორმოცის მეორე დღეს, დედა საწოლში გარდაცვლილი ვიპოვეთ” – ლაურა რეხვიაშვილი გამაოგნებელი ისტორიითრას გვიყვება მილიარდერ აგალაროვზე ნანი და რისთვის ჩაიწერა მასთან დუეტი? - "ბუბას ემინისთვის უთქვამს..."Exclusive: "მე ისევ სტამბულში ვარ. ისე მენატრება ყველაფერი, უკვე გიჟს ვგავარ..." - რატომ არ უშვებენ დათო ევგენიძეს ექიმები თბილისში

daisi

კულტურა 1687428429

"ეს ქართული მუსიკის უდიდესი გამარჯვებაა!" - ისტორიაში პირველად - იტალიაში ქართული ოპერა "დაისი" დაიდგა

21 ივნისს, "მუსიკის მსოფლიო დღეს", იტალიაში, მასიმო ბელინის სახელობის საოპერო თეატრის სცენაზე, ზაქარია ფალიაშვილის უკვდავი ოპერა „დაისი“ იტალიურ ენაზე, იტალიელი სოლისტების, ორკესტრისა და გუნდის მიერ, პირველად შესრულდა.წარმოიდგინეთ, ისტორიაში პირველად - იტალიაში ქართული ოპერა "დაისი" დაიდგა. მასიმო ბელინის თეატრზე კი საქართველოს დროშა გადმოიფინა.თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე "დაისის" წარმატებული საპრემიერო ჩვენებების შემდეგ, რომელიც მისი დადგმიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა, ზაქარია ფალიაშვილის ოპერა კატანიაში "მუსიკის საერთაშორისო დღის" აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში წარმოადგინეს.ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე ესწრებოდნენ.ამ უპრეცედენტო პროექტით, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ბადრი მაისურაძის, ინიციატივით განხორციელდა, ბელინის სახელობის ოპერის თეატრმა შემოქმედებითი ურთიერთობა დაამყარა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან - ღირებულებების გაცვლისა და მუსიკალურ-კულტურული სფეროების უკეთ გასაცნობად."დაისის" დამდგმელი რეჟისორია გოჩა კაპანაძე, მუსიკალური ხელმძღვანელი და დამდგმელი დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი; დეკორაციებზე გიორგი ალექსი-მესხიშვილმა იმუშავა.სპექტაკლში მონაწილეობდნენ: „ტეატრო მასიმო ბელინის“ გუნდი (ქორმაისტერი ლუიჯი პეტროციელო), ორკესტრი და იტალიაში მცხოვრები საერთაშორისოდ აღიარებული უცხოელი თუ იტალიელი მომღერლები; მათ შორის: მატეო ფალჩერი, დომენიკო ბალცანი, ევა კორბეტა, ანასტასია ბოლდირევა, რობერტო კრესკა; ცანგალას პარტია იტალიაში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა ბანმა - გიორგი ანდღულაძემ - შეასრულა.ტეატრო მასიმო ბელინის სამხატვრო ხელმძღვანელი "დაისის" გენერალურ რეპეტიციას რომ დასწრებია, ისე აღფრთოვანებულა, რომ ქართული ოპერის რეპერტუარში შეტანის გადაწყვეტილება მიუღია. როგორც "პრაიმტაიმთან" თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, მაკო ფაცურია ამბობს, სპექტაკლს უდიდესი წარმატება ხვდა წილად. ის გახარებული გვიზიარებს შთაბეჭდილებებს.მაკო ფაცურია: სპექტაკლს საოცარი წარმატება ხვდა წილად. ეს იყო ქართული მუსიკის უდიდესი გამარჯვება და ზეიმი!!! ძნელია სიტყვებით გადმოსცე ბედნიერების და სიამაყის ის გრძნობა, რაც თითოეული ქართველის გულში ტრიალებდა.გავესაუბრე მაყურებლებს, აღფრთოვანებულები იყვნენ. ერთ-ერთმა მითხრა: "სულ დავდივარ კატანიის ოპერის თეატრში, პირველად ვარ ქართულ ოპერაზე და ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, საოცრად მომეწონაო." მეორე იტალიელმა მაყურებელმა მითხრა: "აღფრთოვანებული ვარ. სიტყვები არ მყოფნის, ულამაზი მუსიკა გქონიათ ქართველებსო.""მუსიკის დღესასწაული", რომელსაც ასევე „მუსიკის მსოფლიო დღედ“ მოიხსენიებენ, მუსიკალური ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად, 21 ივნისს, მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება და საზოგადოებაში მუსიკის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.კატანიის ოპერის თეატრს "ტეატრო მასიმო ბელინი" ცნობილი იტალიელი კომპოზიტორის, ვინჩენცო ბელინის, პატივსაცემად დაერქვა და ის 1890 წლის 31 მაისს ბელინის შედევრით „ნორმა“ გაიხსნა. ოთხიარუსიანი ოპერის თეატრი 1200 მაყურებელზეა გათვლილი. სხვადასხვა დროს ამ თეატრში შესრულდა ბელინის ყველა ოპერა. სცენაზე გამოსულან უდიდესი მომღერლები - მარია კალასი, მონსერატ კაბალიე, ლუჩიანო პავაროტი და სხვა. 1951 წელს, კომპოზიტორის დაბადებიდან 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მარია კალასმა შეასრულა ნორმას პარტია ამავე სახელწოდების ოპერაში. "დაისზე" მუშაობა კომპოზიტორმა 1921 წელს დაიწყო, მისი პრემიერა კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე 100 წლის წინ შედგა და ის კოტე მარჯანიშვილმა დადგა. „დაისის“ მთავარ გმირს სახელი ბოლშევიკური რუსეთის მიერ 1921 წლის თებერვალში საქართველოს ანექსიის დროს თავდაცვით ბრძოლაში გმირულად დაღუპული მარო მაყაშვილის პატივსაცემად ჰქვია. „დაისის“ შექმნის იდეა ზაქარია ფალიაშვილს ცნობილმა ქართველმა დრამატურგმა და მსახიობმა ვალერიან გუნიამ მიაწოდა, რომელსაც ეკუთვნის ამ ოპერის ლიბრეტო. ვ. გუნიამ გამოიყენა შოთა რუსთაველის, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზია.ხო ძალიან საინტერესოა, ზაქარია ფალიაშვილს რა განცდა ექნებოდა დღეს, როდესაც მისმა უკვდავმა მუსიკამ დრო და სივრცე გაკვეთა და უძველესი კულტურის მქონე იტალიის მიწაზე ახლებურად აჟღერდა. ასევე დაგაინტერესებთ: Exclusive: "მე ისევ სტამბულში ვარ. ისე მენატრება ყველაფერი, უკვე გიჟს ვგავარ..." - რატომ არ უშვებენ დათო ევგენიძეს ექიმები თბილისში"ვთქვი, მე ამ ბიჭს ვიპოვი და ცოლად გავყვები-მეთქი. არ დაგვცალდა... მაპატიეო, გარდაცვალების დღეს მომწერა..." - ალუდა ქეთელაურის გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდაExclusive: "ერთადერთი ვარ, ვინც ფიქრობს, რომ სულ უნდა ვიყო..." - ამ ინტერვიუდან მიხვდებით, რატომ ვერ ეკარება ნანის სიბერე„ძნელი სცენები გადავაგორეთ... იქ ალეკო ტიროდა, ზურასაც წამოუვიდა ცრემლები...“ - რა ხდებოდა კლინიკაში სამი დღის განმავლობაში„შვილო, ჩემი ცოდვა არ მოგასვენებსო… და ქალიშვილის ორმოცის მეორე დღეს, დედა საწოლში გარდაცვლილი ვიპოვეთ” – ლაურა რეხვიაშვილი გამაოგნებელი ისტორიით

zura

კულტურა 1687299576

"არჩევანი "ძველ გვარდიაზე" შევაჩერეთ. არაჩვეულებრივ ფორმაში არიან..." - მოდით, შეიჭყიტეთ "ეშმაკის სამოთხეში"

ხათუნა ვაშაძე ფსიქოლოგიურ დრამას იღებს და პრესაში პირველი ინტერვიუ - "პრაიმტაიმს" მისცა. სტატიას თან დაერთო ფოტოები გადასაღები მოედნიდან, სადაც ალეკო მახარობლიშვილისა და ზურა ყიფშიძის პერსონაჟები, ბუნებრივია, უკვე როლებში არიან და კლინიკის პალატებში არიან დაფიქსირებულნი. ფოტოებმა და არასწორად ინტერპრეტირებულმა სათაურმა, სხვადასხვა სააგენტოებზე, შეცდომაში შეიყვანა ერი.სინამდვილეში კი აი, რა ხდება "ეშმაკის სამოთხეში".გიორგი აზნაური: ისეთი რთული სცენებია ფილმში, რომ ზურა ყიფშიძის და ალეკო მახარობლიშვილის გამოცდილების და პროფესიონალიზმის მქონე მსახიობები გვჭირდებოდა. ამიტომ მე და ხათუნამ "ძველ გვარდიაზე" შევაჩერეთ არჩევანი. თანაც კარგა ხანია კინოში არ გამოჩენილან - ზურაც, ალეკოც, რეზო ჩხიკვიშვილიც... ჩვენთვის ამ ძველი გვარდიის ფილმში დაბრუნება დიდი პატივია. მათ კიდევ ერთხელ (და არა ერთხელ) უნდა შეახსენონ თავი მაყურებელს. არაჩვეულებრივ ფორმაში არიან.ხათუნა ვაშაძე: ფილმის კულმინაციური ეპიზოდი საავადმყოფოში, სამი დღეში, უკვე გადავიღეთ. ისე ითამაშეს ზურა ყიფშიძემ და ალეკო მახარობლიშვილმა, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ. ისეთი სცენებია, ვაი-მეეე, რა!  იქ ალეკო ტიროდა, ზურასაც წამოუვიდა ცრემლები. ბავშვობის მეგობრების როლში არიან. ამ ტანდემის ხილვა ეკრანზე, მაყურებლისთვის, ძალზე სასიხარულო იქნება.ფილმი ადამიანურ ურთიერთობებზეა. გაუაზრებელ ნათქვამს, ტყუილს, რა გაუთვალისწინებელი რამ შეიძლება მოჰყვეს. სიუჟეტი უპროგნოზოდ იცვლება. მაყურებელს საფიქრალს უტოვებს. მე მიყვარს ფილმები, რომლებიც რაღაცას გასწავლის, დაგაფიქრებს... "ეშმაკის სამოთხეს" საპროდიუსერო კომპანია "VITIS PRODUCTION"-ი იღებს. ასევე დაგაინტერესებთ: „ძნელი სცენები გადავაგორეთ... იქ ალეკო ტიროდა, ზურასაც წამოუვიდა ცრემლები...“ - რა ხდებოდა კლინიკაში სამი დღის განმავლობაშირას გვიყვება მილიარდერ აგალაროვზე ნანი და რისთვის ჩაიწერა მასთან დუეტი? - "ბუბას ემინისთვის უთქვამს..."„შვილო, ჩემი ცოდვა არ მოგასვენებსო… და ქალიშვილის ორმოცის მეორე დღეს, დედა საწოლში გარდაცვლილი ვიპოვეთ” – ლაურა რეხვიაშვილი გამაოგნებელი ისტორიით"ხმას ვერ ვიღებდი... რა იყო ეს? წინათგრძნობა? თამაზი 67 წლის იყო, მხედველობა რომ დაკარგა" - ლანა ღოღობერიძემ მეგობარს დაბრმავება უწინასწარმეტყველა