საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170
დეკანოზი თავმას ჩოხელი ჯვრის მამის მონასტერში მოღვაწეობს. დეკანოზი ცნობილია თავისი იავნანებით. სასულიერო პირის შვიდი იავნანა დათო არჩვაძემ მელოდიებით შემოსა. მოძღვარი ამღერებული იავნანებით ამაყობს, მათი პატარა ბროშურაც აქვს გამოცემული. მათ შორის არის ფეხმძიმეთა იავნანაც.
აი, რას წერს დეკანოზი სოციალურ ქსელში.
თავმას ჩოხელი: ჩემი შორეული ბავშვობიდან დღემდე მაქვს უდიდესი მოკრძალება ფეხმძიმე ქალის მიმართ; ჩემი აზრით, მამაკაცი ყველაზე უკეთ მაშინ აცნობიერებს ქალის ფასს, როდესაც მეუღლე ჰყავს ფეხმძიმედ.
უფალმა ორმოცდარვა წლის ასაკში მომმადლა ჩემი დიდი ტკივილის, მამის იავნანის, ვაჟიკოსთვის ნუგეში - გაბრიელ ჩოხელი, რომელიც უფლით გაიზრდება და... როცა მე აღარ ვიქნები, თავის ძმას უპატრონებს.
მადლობას ვუხდი ჩემს მეუღლეს, ჩემი მამის იავნანების დედას, დალი ქეთევან ზურაბიშვილს, რომელმაც გარისკა და გაბზარული, დაზიანებული გულით, გააჩინა ჩემთვის მზიანი ღამე, ჩემი ნანატრი შვილი გაბრიელი.
მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარს ნიჭიერ დათუნიკა არჩვაძეს ჩემი შვიდი იავნანის კომპოზიტორს ჩემი მოკრძალებული იავნანების ესოდენ გამშვენებისთვის.
მადლობა პატარა ქალბატონს, მშვენიერ და ტკბილხმოვან ლიზა ჩიჩუას ლამაზი შესრულებისთვის.
იავნანა ფეხმძიმეთათვის - ლექსი რომელიც მივუძღვენი ჩემს მეუღლეს გაბრიელ ჩოხელის მუცლად ყოფნის ჟამს..
ამღერებული ლექსი, რომელიც თავის მეუღლეს ეთუნა ფარეხელაშვილს მიუძღვნა დათო არჩვაძემ ტყუპებზე ფეხმძიმობისას..
სიმღერა, რომელიც პატარა ლიზა ჩიჩუამ ფეხმძიმობისას მიუძღვნა თავის დიდ სიხარულს, მომავალ შვილს..
ჩემი ამღერებული ლექსი, რომელიც ემსახურება სიყვარულს, სიყვარულის სახელით ოჯახის შექმნას და ოჯახის შექმნით ერის გამრავლებას. დედაო ღვთისავ, შენ გადაარჩინე და გაამთლიანე ჩემი სამშობლო, საქართველო, ჩემო მკითხველო და მსმენელო გლოცავთ
და.. მიყვარხართ♡
იავნანა ფეხმძიმეთათვის
ჩემში სძინავს შენს სიცოცხლეს
იავნანინაო,
იავნანა ჩემო ტკბილო,
ჩემო ნანინაო.
დილის ცისკარს შეგადარებ,
შენ სიცოცხლე შემაყვარე,
ჩემო მზევ და ჩემო მთვარევ
დედის ნანინაო.
ღამის უკუნს უფლის მადლით
იავნანინაო,
შენზე ფიქრით გავათენებ
დედის ნანინაო.
ჩემი სულის მზევ და მთვარევ,
შენს ლოდინში მძინავს ღამე,
შენი მოსვლით გამახარე,
ვარსკვლავებად დამეყარე იავნანინაო..
დეკანოზი თავმას ჩოხელი
ასევე დაგაინტერესებთ: "ეს ფოტოები რომ დავინახე, ვიკივლე! მივხვდი, რომ იქაც ერთად არიან" – რა საჩუქარი "დაახვედრა" საფლავზე მისულ ქალიშვილს მორის ფოცხიშვილმა