,,მითხრეს, რომ შვილი არ გამიჩნდებოდა და ამ თემაზე ტაბუ მქონდა დადებული” – რას ჰყვება ლაურა რეხვიაშვილი

lauraa

მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი გადაცემის ,,ნიკოლოზის კითხვების” სტუმარი იყო, რომლის ეთერშიც შვილთან დაკავშირებით ისაუბრა.

მისი თქმით, ადრე მას უთხრეს, რომ შვილი არ შეეძინებოდა, თუმცა უფლის ნებით ასე არ მოხდა.

„ქალს, რომელსაც ტაბუ მქონდა დადებული, რომ შვილი არ შემეძინებოდა, მომცა. არ მახსოვდა არც გათხოვება, არც ქმარი, არაფერი. მივჩერებოდი მიშა თუმანიშვილს. მთლიანად თეატრით ვიყავით დატყვევებული. როცა საქმე საქმეზე მიდგა, ვუთხარი, მითხარით მიზეზი, რის გამოც შვილი არ მიჩნდება -მეთქი და მითხრეს, არც გაგიჩნდებაო. ორგანო დაზიანებულია და ამოსაღებიაო. ავსტრალიაში წავედით გასტროლზე და იქ დამიდგინეს დიაგნოზი, მათი საშუალებით მოხდა ის რაც მოხდა. პატარა ქირურგიულმა ჩარევამ გააჩინა მათე“, – ამბობს ლაურა რეხვიაშვილი.