ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
ბასა ფოცხიშვილი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში, მამის საფლავზე, ტრადიციულად, 11 ივნისს მიდის ხოლმე. მიდის და მიაქვს ყვავილები, პოეტ მამას რომ ძალიან უყვარდა.
მორის ფოცხიშვილი 93 წლის გახდებოდა…
რეჟისორი "პრაიმტაიმის" მკითხველს, ორი წლის წინ მიცემულ ინტერვიუში უყვებოდა, თუ როგორ "დაახვედრა" საჩუქარი მამამ მასთან მისულ ქალიშვილს.
ბასა ფოცხიშვილი: – ყველა ადამიანს თავისი განკუთვნილი პერიოდი აქვს იმისთვის, რომ სიცოცხლით დატკბეს. როცა მიდიოდა, იცოდა, რომ მიდიოდა და სულ იმას ამბობდა, რომ ისეთი მადლიერი ვარ ჩემი არაჩვეულებრივი ცხოვრების, რომ მიუხედავად იმისა, რომ იყო სირთულეები, ჩემს ცხოვრებაში იყვნენ საოცარი ადამიანები, იყო სილამაზე, სიყვარული და თქვენ ჩემს წასვლაზე არ ინერვიულოთო. უნდოდა, რომ ლამაზად და ღირსეულად წასულიყო. მერე ისეთ ადგილას დაიდო სამუდამო განსასვენებელი, რომ ეს რომ სიცოცხლეში სცოდნოდა, კიდევ უფრო ადრე წავიდოდა ამ ქვეყნიდან.
მაშინ ასაკოვანი მეგონა, ახლა რომ ვუყურებ, ძალიან ახალგაზრდა იყო, 63 წლის…
ღამით მივედი საფლავზე და ყვავილები მივიტანე, რომ დაბადების დღეს ყვავილებით შეხვედროდა. მივიტანე თეთრი ვარდები, კალა, რომელიც დედას უყვარდა და კიდე ერთი თეთრი ყვავილი…
ყვავილები ისე უყვარდა, რომ ხელს ჰკიდებდა და ეფერებოდა. ჩვენს სახლში ყოველთვის იყო ყვავილები. უბრალოდ მოჰქონდა, ხან დედას ჩუქნიდა, ხან – ჩვენ. ტრასაზე ჩავლისას, თუ დაინახავდა, რომ ვინმე ყვავილს ყიდდა, არ არსებობდა, რომ არ გაეჩერებინა და არ ეყიდა.
იმ დღეს საოცრებაც მოხდა. სამთავროში რომ შევედი, დედა ქეთევანმა მითხრა, არ წახვიდე, დამელოდეო. მოვიდა და მომცა მონასტერზე გამოქვეყნებული წიგნი, მამაზე დიდი სტატიითა და ფოტოებით. დედაჩემის ფოტოც იყო, ჩვენიც, ჩვენი ძაღლისაც… ისეთი ადამიანები იყვნენ, ყველას რომ უყვარდა.
ეს ფოტოები რომ დავინახე, ვიკივლე! თითქოს საჩუქარი დაგვახვედრა მამამ. ძალიან ამაღელვებელი იყო.
მამა იქ დედას გარეშე, მარტოა დაკრძალული, არ შეიძლებოდა მეუღლის მის გვერდით დაკრძალვა. და ამ წიგნში დედასთან ერთად რომ დავინახე, მივხვდი, რომ იქაც ერთად არიან. ეს იყო ნიშანი. ცაზე ცისარტყელაც შევნიშნე… გუშინ ამაღლება იყო!
ძალიან დიდი მადლობა, რომ დამირეკეთ. ჩემთვის ეს დღე თან სასიხარულოა და თან მტკივნეულია. ზოგადად არ ვიმჩნევ ხოლმე.
ასევე დაგაინტერესებთ: