დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
დედა სიდონია სამაჯურებს რომ აკეთებს, ცნობილია. მონაზონი სოციალურ ქსელში მოკლედ იხსენებს ამბავს, როგორ დაიწყო ეს საქმე და რა გამოიარა.
"მძიმე ავადმყოფობის მერე, როცა გადავწყვიტე მეშრომა და ჩემი შემოსავალი მქონოდა, ერთმა ახლობელმა მითხრა - ყველა სამაჯურებს აკეთებს, როგორ დაიმკვიდრებო?
წამიერად შიშმა და უიმედობამ გამიელვა და, მივხვდი თავი უნდა გადამერჩინა, იმედი და მხნეობა ამერჩია და ვუპასუხე: ბებიაც კერავდა, მაგრამ კოკო შანელი ვერ გახდა მეთქი!
იმ დროს ფერადი, ჯვრიანი სამაჯურები (არა ფსკვნილები) მე დავიწყე და, კაი ხანს კრიტიკის ობიექტი ვიყავი; ბევრი მათგანისგანაც, რომელთაც მერე თავად, თითქმის ყველგან დაიწყეს მსგავსი სამაჯურების კეთება და სარგებლის ნახვა! :)))) (საკუთარი ფანტაზიით აკეთონ მთავარია, არ გადააკოპირონ სხვისი!)
და, ისიც კი მიავიწყდათ, ვისზე გადატყდა ამ სიახლის შემოტანისას აგრესიული დამოკიდებულებებიც კი.
ასე რომ, წინ და წინ და არანაირი შიში!" - წერს დედა სიდონია.
ასევე დაგაინტერესებთ: „შვილო, ჩემი ცოდვა არ მოგასვენებსო… და ქალიშვილის ორმოცის მეორე დღეს, დედა საწოლში გარდაცვლილი ვიპოვეთ” – ლაურა რეხვიაშვილი გამაოგნებელი ისტორიით