„ლაშას ხსოვნის პატივსაცემად...“ - რესტორანი „ქვევრი“ საზოგადოებას მიმართავს

ლაშა ბასლა

რესტორანი „ქვევრი“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ლაშას ხსოვნის პატივსაცემად - მისი სიკეთე და თანაგრძნობა ყოველთვის გვახსოვს…
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ მისი სახელით დავეხმაროთ გაჭირვებულ ოჯახებსა და მოხუცთა თავშესაფრებს გავუზიაროთ მათ სითბო და საკვები, როგორც ამას თვითონ ლაშა გააკეთებდა.

თუ იცით ადგილები, სადაც ადამიანები საჭიროებაში არიან ოჯახები, მოხუცთა თავშესაფრები, ბავშვთა თავშესაფრები, ან ადამიანები, ვინც დახმარებას ელიან  - გთხოვთ, კომენტარებში დაგვიწერეთ ან მოგვწერეთ პირადში. მადლობას გიხდით დაფასებისთვის!“ - წერს რესტორნის ადმინისტრაცია.