თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
რეჟისორი მარიამ ხაჭვანი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც უშგულში დატრიალებულ ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში დაწერა. გიორგი რატიანისა და გიორგი ნიჟარაძის ავტომობილით მდინარეში გადავარდნის შესახებ მალევე გაიგო ყველამ. ძალზე სიმპათიური ბიჭების გარდაცვალებამ ქვეყანა შეძრა... უშგული დადუმდა...
პატრიარქის კურთხევით, ბიჭების გამოსვენება 13 ივლისს, სამების საკათედრო ტაძრიდან 15 საათზე შედგება.
მარიამი გიორგი რატიანს იხსენებს.
"გიო რატიანი ბოლოს ლუხუმის ქორწილში ვნახე, შარშან... ღამე იყო და სანამ გიოს ვნახდი, მანამდე გადავკოცნე ერთი ჩხვიმიანი, ორი, ოცი და გადავკოცნე გიორგიც...
მიხვდა, რომ ვერ ვიცანი, რადგან ჩვენი შეხვედრა თბილი მოკითხვებით იწყებოდა სულ...
მკითხა - ვერ მიცანიო?
ვერათქო, ვუპასუხე. მეგონა, თემოს რომელიმე ნათესავი ვერ გავიხსენე...
მართლა ვერ მიცანიო? არ იჯერებს...
გაოცებული მიყურებს თემოც.
ვერა, ვუპასუხე.
კარგიო, მითხრა და მიტრიალდა...
უცებ გამახსენდა გაბუტული გიორგი, ბავშობიდან.
გიორგი, დავუძახე და ჩავეხუტე...
მთელი ღამე დამცინოდა მერე.
- ამხელა ჩხვიმიანების ქორწილში, ძლივს ორი ბიძაშვილი შევხვდით და როგორ ვერ მიცანი, არ გაპატიებო...
არ გამებუტო-თქო... უბრალოდ ვერ წარმოგიდგინე აქ უცებ-თქო.
რამდენი ტკბილი მოგონება დარჩა უშგულში...
რამდენი ტკბილი ზაფხული...
და ეხ, უშგულო, იცოდი რომ ეს მოხდებოდა?", - წერს მარიამ ხაჭვანი ფეისბუქზე.
ასევე დაგაინტერესებთ:
"ჩხირკედელა იყო სულ. თავისი თავი თვითონ შექმნა; დუტაა რა!" - ნახეთ, რამდენი წლის გახდა მსახიობი