საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
1728054329
გინდ შავი სია ერქვას და გინდ წითელი-ასეთი ნუსხა უნდა არსებობდეს. ყველა უნდა იცნობდეს იქ მოხვედრილ პირებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ“, - ამ შინაარსის განმარტებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აკეთებს.
„პირველად, პოლიტიკური დევნის ორგანიზატორი მოსამართლეების, პოლიციელების, პროკურორების და სხვა სახელმწიფო მოხელეების „მაგნიტსკის სიის“ მსგავსი „შავი სიის“ შედგენის იდეა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრებისას წარმოიშვა. შემდეგ, ხელისუფლების ანტიპიარის შედეგად ამ იდეამ ვერ შეისხა ხორცი. არადა, სულ ახლახან ჩაუკეტეს ამერიკის კარები უკრაინელ მოსამართლეს და პერსონალური სანქციები დაუწესეს, სწორედაც რომ მსგავსი ქმედებების გამო.
მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადება გულზე მოხვდათ „ოცნებაში“. გაუტკბათ კომფორტის ზონაში ყოფნა. რა უნდათ დემოკრატიულ დასავლეთში, იფრინონ ასტანა-ნურსულთანში და ნოვოსიბირსკში.
პერსონალური სანქციები არის ანტიდემოკრატიული რეჟიმების ჩინოვნიკების დასჯის ფორმა და დროა ევროპამ და ამერიკამ ამაზეც იფიქროს. როცა ხელისუფლების ძირგამომთხრელ ქმედებებზე აკეთებენ განცხადებას, ამ ძირის გამოთხრაში კონკრეტული პირები მონაწილეობენ დიდი ნიჩბებით ხელში. სავიზო და სხვა სახის შეზღუდვები მათი მოთვინიერების აპრობირებული ხერხია და გინდ შავი სია ერქვას და გინდ წითელი-ასეთი ნუსხა უნდა არსებობდეს. ყველა უნდა იცნობდეს იქ მოხვედრილ პირებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ“, - წერს გოცირიძე.