ევაკუაცია რამდენიმე სკოლაში - რა ხდება ადგილზე
1728288316
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტია, თუმცა მიუხედავად ამისა, ის ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობს.
„ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა ყოველგვარი დრამატიზების გარეშე, ნამდვილად სუსტად არის, ეს არ არის ფიზიკურად ენერგიით აღვსილი ადამიანი. არსებობს პოლიტიკური მიზნები, რომელიც მას აქვს და სწორედ ამიტომ აირჩია ეკონომიკური განვითარების გეგმა. არ ვიცი დეტალების შესახებ. დღეს რომან გოცირიძე შედის, რომელიც ამ მიმართულების სერიოზული სპეციალისტია და ალბათ მასთან უნდა გაიაროს ეს დეტალები. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ეს აწუხებს ყველას, აწუხებს მიხეილ სააკაშვილს.
ინფლაცია, სიღარიბე, ფასების ზრდა, რომელსაც სტატისტიკის დეპარტამენტიც აქვეყნებს. ამ ხელისუფლების პირობებში ძნელია რაიმე სახის რეფორმაზე საუბარი, მაგრამ ოპოზიციამ უნდა წარმოვადგინოთ თვალსაჩინოება და წარვუდგინოთ მოქალაქეებს, რა გვჭირდება მომავალში. ვფიქრობ, ყველანაირი მუშაობა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოდგენილი გეგმა არის მნიშვნელოვანი. ჩვენ არამარტო იმაზე უნდა ვისაუბროთ, რომ ეს ხელისუფლება არის უუნარო, მავნებელი და ა.შ. არამედ უნდა ვისაუბროთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი მომავალი პერსპექტივა იმ შემთხვევაში, თუ კოალიციური ხელისუფლება მოვა და მოვა აუცილებლად“, – განაცხადა დეკანოიძემ.