WizzAir სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1727984106
კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლაშა გიორგი შამუგია 250.000$-ის დაფინანსებით პრინსტონის უნივერსიტეტში-Princeton University (აშშ) ჩაირიცხა. ამის შესახებ ინფორმაცია კომაროვის სკოლა აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ პრინსტონის უნივერსიტეტი Ivy League-ის, ამერიკისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული და პრესტიჟული უნივერსიტეტია.
კომაროვის სკოლა გიორგის უკვე მიღწეული წარმატებების შესახებ ვრცელ პოსტს აქვეყნებს:
„ლაშა არის: კომაროვის ფიზიკის წრის წარმატებული მოსწავლე;
2019, 2020 წლებში ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ფინალისტი ფიზიკასა და მათემატიკაში (2020);
ინოვაციური მოხალისეობრივი პროექტის „შეხვედრები მათემატიკაზე" ინიციატორი და ორგანიზატორი - ის 5 თვის განმავლობაში მოხალისეობრივად ამზადებდა 14 მეექვსე კლასელს მათემატიკაში, მათ შორის ფიზიკა-მათემატიკური სკოლების გამოცდების ჩასაბარებლად;
EducationUSA Georgia ქსელის Competitive College Club სტუდენტი და მოსწავლეთა პირველი საერთაშორისო კონგრესის (EducationUSA CCC Congress) 2020 წლის ერთ-ერთი დელეგატი;
მწერალთა საერთაშორისო კონკურსის „სტრიქონებს შორის" (IWP BTL) 2021 წლის ნახევარფინალისტი;
ამ ყველაფრის პარალელურად ლაშას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მუსიკას, ის არაერთი წელი იყო ფოლკლორულ გუნდ „შავნაბადას" სოლისტი და მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ღონისძიების მონაწილე“.