რა ახალი დეტალები გახდა ცნობილი არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე

დაკავება

მკვლელობა თბილისში. მოკლულია 17 წლის ბიჭი. შემთხვევა ლოტკინის დასახლებაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, თანატოლები დაბადების დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ, შეკრებილი იყო 10-მდე ახალგაზრდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება სადღეგრძელოს მოჰყვა, რა დროსაც არასრულწლოვანი ფეხზე არ წამოდგა.

სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა თანატოლს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. არასრულწლოვანი ადგილზე გარდაიცვალა. მოკლული მოზარდი დათო ნარიმანიძეა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოკლულს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

თავად დაზარალებული ადგილიდან მიიმალა, მაგრამ სამართალდამცველებმა ის ცხელ კვალზე დააკავეს.