საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1789069156
შოთა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, თამარ ჭოველიძის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„აღნიშნულ მონაკვეთში, რეაბილიტაციის პირველი ეტაპის სამუშაოები განხორციელდა, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად განახლდა. შეიცვალა წყალმომარაგების, წყალარინების, გაზმომარაგებისა და სანიაღვრე ქსელები. ასევე, უკვე მოეწყო მიწისქვეშა კაბელ-არხები და საჰაერო სადენების გადატანის სამუშაოები მიმდინარეობს.
ამჟამად, ძირითადი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტროტუარებზე მიმდინარეობს. ეწყობა გარე განათების ახალი ქსელი, რომლის დასრულების შემდეგაც LED სანათები დამონტაჟდება. საფეხმავლო ტერიტორიაზე კი დაიგება ფილები და მოეწყობა ბორდიურები.
პროექტის საბოლოო ეტაპზე, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის ზედა ფენა, განხორციელდება შესაბამისი საგზაო მონიშვნები, დამონტაჟდება შუქნიშნები და შესრულდება გამწვანების სამუშაოები.
სასწავლო პროცესის დაწყებასთან ერთად, დედაქალაქში გადაადგილების ინტენსივობა მნიშვნელოვნად იზრდება, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გზის დროულად გახსნა. შესაბამისად, აღნიშნულ არეალში სარეაბილიტაციო პროცესი დაჩქარდა, თუმცა, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები კვლავ აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1789069156
ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1789070415