ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი დაიწყო, რომელიც ორ კვირას გასტანს - რას გვირჩევენ ექიმები
1741940524
საბა ცხადაძე საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" 2014-იანელების მეკარეა; "ცხადა" ცხრა წლის გახდა და თანაგუნდელმა, ნიკო ჯინჯოლავამ, სიურპრიზად ნაკრების ფეხბურთელებს, საბასთვის მილოცვა ჩააწერინა; სიურპრიზის ავტორი - "ჯინჯი" ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ჯინჯოლავას ძმაა.
ეს ვიდეო იუბილარს დაბადების დღის ცენტრში აჩვენეს. კუმირების მოულოდნელმა მილოცვამ პატარა მეკარე უზომოდ გააბედნიერა.
"როგორც ამბობენ, მაგარი მეკარეა. საბურთალოს აკადემიაში, წვრთნებს, ერთი წლით უფროსებთან გადის. ვნახოთ, იქნებ დიდ მეკარესთან გვაქვს საქმე", - "პრაიმტაიმთან" ამბობს საბას დედა, თიკო კაცაძე;
საბა "დინამოს" აკადემიაში წყალბურთსაც ეუფლება;
მადლიერების ნიშნად, "ცხადა" ნაკრების ფეხბურთელებს, "პრაიმტაიმის" მეშვეობით, ამ ვიდეოს უძღვნის, რომელიც აგარაკზე სპეციალურად ჩვენთვის ჩაწერა;
ასევე დაგაინტერესებთ:
"ბაბუს თამადობა, ბევრი საზამთრო, თბილისის ხვატი..." - ქეთი მელუა სამშობლოს ესტუმრა (ფოტოები)
"ჩხირკედელა იყო სულ. თავისი თავი თვითონ შექმნა; დუტაა რა!" - ნახეთ, რამდენი წლის გახდა მსახიობი