„ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული“ - ხვიჩა კვარაცხელია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

gio

როგორც იცით, ბერი ანდრიას სახელობის ფონდი უკვე მრავალი წელია ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე, მოზარდებზე და მათ ოჯახებზე უანგაროდ, დაუღალავად ზრუნავს. ფონდის ძალისხმევით, საზოგადოების თანადგომით, ამიერკავკასიაში ერთადერთი სარეაბილიტაციო ცენტრი "ბედნიერი სახლი" უკვე ორი წელია ამ ბავშვებზე მორგებულ, ევროსტანდარტებით აშენებულ შენობაში ფუნქციონირებს.

გიორგი მურვანიძე ორი წელია ფონდის შვილობილია. ფეხბურთელობაზე მეოცნებე გიომ სანუკვარი სურვილი, ახლოს ენახა სათაყვანო ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, თავის დედობილს, თინათინს გაუმხილა... დედა თინათინმა, ფონდის შვილობილს ოცნება რამდენიმე თვის წინ აუსრულა და შეახვედრა საყვარელ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას!

დღეს კი ხვიჩა კავარცხელია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, 

„ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული, ღმერთთან ხარ, ღმერთს ებარებოდე“ , - წერს კვარაცხელია.