1728312638
90 წლის მარია წელიწადში 250 დღეს კლდეებზე ცოცვაში ატარებს
„ევროპის მოამბე“ 90 წლის ავსტრიელი მარია კიტლის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც სიბერეს არ ეპუება და ახალი მწვერვალების დასაპყრობად ემზადება.
„ასაკს ან ნებდები, ან ებრძვიო, ამბობს ცხრა ათეულ წელს გადაცილებული ქალბატონი, რომელიც თითქმის ყოველ სისხამ დილით დგება, თავზე ჩაფხუტს იხურავს და კლდეების დასაპყრობად მიდის. მარია წელიწადში 250 დღეს თურმე კლდეებზე ცოცვაში ატარებს და მომდევნო ორი წელიც უკვე დაგეგმილი აქვს.
მარიას მეუღლეც ცნობილი ავსტრიელი მთასვლელი გახლდათ, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ, დახშტაინზე ცოცვისას უბედურ შემთხვევას შეეწირა, თავად კი პირველი ქალია, რომელმაც ავსტრიის თითქმის ყველა დიდი მწვერვალი დაიპყრო.
კლდეებს და მწვერვალებს რომ ვხედავ, გული მიჩქარდება და ჩემი ასაკი სულ მავიწყდებაო, ამბობს ქალბატონი კიტლი. მეზობლები კი თურმე დიდად გულშემატკივრობენ მარიას – მისი შემხედვარე გვჯერა, რომ შეუძლებელი არაფერიაო“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.