გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
1738357382
მსახიობი დავით კვირცხალია სოციალურ ქსელში თავის ძველ პოსტს აზიარებს, სადაც "ჩემი ცოლის დაქალებზე" წერდა. კვირცხალია სერიალში გურამ კაკაჩიას როლს ასრულებს.
"თუმცა ორი სეზონი უჩემოდ ჩატარდა, სიამოვნებით გავიმეორებ იმას, რაც ხუთი წლის წინ ვთქვი.
ალბათ, იშვიათია პროექტი, რომელსაც ამდენი მსახიობი დაესაქმებინოს და ყველას ჰქონოდეს შანსი წარმატებისა.
ყოჩაღ და მადლობა ქალბატონ ქეთი დევდარიანს იმ ულევი ფანტაზიისა და სიხარულისთვის, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში გვთავაზობდა.
დიდება გიორგი ლიფონავას, რომელიც ესოდენ მძიმე ტვირთს ასე მსუბუქად სიხარულის განცდით გვირიგებდა ყველა ჩვენთაგანს.
მადლობა პროდიუსერებს, რეჟისორებს, ოპერატორებს, მხატვრებს, გრიმიორებს, ასისტენტებს, ყველას იმათ, ვის გარეშედაც სერიალი არ კეთდება.
მე კიდევ უამრავი გზავნილი და შეტყობინებები მომდის მთელი ორი დღეა. გულახდილად გეტყვით, ძალიან მსიამოვნებს და მიხარია... საუკეთესო განცდაა, როცა შენს ნამოქმედარს ადამიანები აღტაცებით აღიქვამენ და წარმატებებს გისურვებენ.
დიდი მადლობა თქვენ, ჩემო ძვირფასებო, ჩემო ნაცნობებო, უცნობებო, ნათესავნო და მეგობრებო, ქალბატონებო და ბატონებო და ჩემო ახალგაზრდა მაყურებელო.
თქვენ მე ყველაზე დიდებული რამ მაგრძნობინეთ: ბედნიერება ჩემს საქმეში... მიყვარხართ", - წერს მსახიობი.