VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
გასული კვირის განმავლობაში, პოლიციის განყოფილების სასამართლო ექსპერტიზის ჯგუფის გამომძიებლებმა ქურდობისა და ძარცვის შემოწმების დროს 600-ზე მეტი პირი გამოავლინეს, 5 დააკავეს და 2 ოქმი შეადგინეს. დაკავებულებს შორის არიან ქართველებიც.
გავრცელებული ინფორმაციით, ისინი სახლებს ალბანელებთან ერთად ძარცვავდნენ. ჯგუფს სპეციალური გეგმა ჰქონდა შემუშავებული.
როგორც ცნობილია, ქართველები ძარცვის დროს ეძებდნენ ისეთ სახლებს, რომლებიც ცარიელი იყო. ბინის კარზე წებოვან ლენტს ტოვებდნენ, რათა გაეგოთ, რამდენიმე დღის განმავლობაში მფლობელი სახლში მივიდოდა თუ არა. დაკვირვების შემდეგ კი ალბანელების ჯგუფთან ერთად ძარცვავდნენ სახლს.
როგორც პოლიცია ამბობს, მათ ნებისმიერი კარის საკეტის გაღება შეეძლოთ. მათი თქმით, ეს ფენომენი საკმაოდ გავრცელებულია დედაქალაქში.