ფეხის ფრჩხილებზე დაკვირვებით კიბოს დიაგნოზის დადგენაა შესაძლებელი

ფრჩხილი

ამერიკელი მედიკოსების მიერ შემუშავებული ახალი მეთოდი ფილტვის კიბოს ამოცნობას ფეხის ფრჩხილების მდგომარეობით ახერხებს.

ეს უნიკალური აღმოჩენა სან-დიეგოს უნივერსიტეტის მეცნიერებს ეკუთვნის. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ფეხის ფრჩხილებზე ნიკოტინის რაოდენობით ფილტვის კიბოს დიაგნოზირება შეიძლება.

ფეხის თითებზე ფრჩხილები გაცილებით ნელა იზრდება, ვიდრე ხელის თითებზე და ნიკოტინი რქოვანაზე დაგროვებას ასწრებს.  სწორედ დაგროვილი ნიკოტინის რაოდენობის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს ფილტვის კიბოს განვითარების რისკი.