„თუ სადმე რამე კეთილი არსებობს, ყველა ძალა იყოს ჯარისკაცის მამისკენ” - ნათია ფანჯიკიძე

ნათია ფანჯიკიძე

უკრაინაში გმირულად დაღუპული ჯამბულატ ხოფერიას მამა, არჩილ ხოფერია უკრაინაში საბრძოლველად მიდის. ამის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა. ხოფერიას ამ გადაწყვეტილებამ საზოგადოება აღაფრთოვანა.

ამბავს სოციალურ ქსელში ეხმაურება ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე და არჩილ ხოფერიას წარმატებებს უსურვებს.

„ამ ადამიანზე რა უნდა ვთქვა? თვითონ არის სიტყვაც, ღირებულებაც და თვალუწვდენელი სიმაღლეც. თუ სადმე რამე კეთილი არსებობს, ყველა ძალა იყოს ჯარისკაცის მამისკენ,” – წერს ნათია ფანჯიკიძე.

ცნობისთვის, 25 წლის ჯამბულათ ხოფერია 1 დეკემბერს დაიღუპა. ის უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა, ერთ-ერთი დაბომბვისას კი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა, გაიარა სათანადო მკურნალობის კურსიც, მაგრამ ეს უშედეგო აღმოჩნდა.