კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„1 იანვარს ძმასთან ვიკრიბებით. დღეს გამოვაცხადე, ავად ვარ, ვერ მოვალ მეთქი და დაიწყო "ოოო, სამ საათზე მზად იყავი" - სერია 2. კუთხეში დაგსვამთ, არ გაკოცებთ, წყალს არ მოგაწვდით, ოღონდ მოდი (რანაირი პირობებია), მოკლედ აქედან მე ვამტკიცებ, აი, რომასთან რომ მაინც წავედი და არ ვაცადე თავს გამოჯანმრთელება, იმიტომ შემიბრუნა და მთელი ეს პატარიკა შვებულება ასე მომიწევს გავატარო, კიდევ რომ გამოვიდე სახლიდან..... ოჰ, კაი ახლა, უჰ კაი ახლა - იგივე პასუხია.
ხოდა ვიფიქრე, ერთხელ ნანახი სჯობს ასჯერ გაგონილს მეთქი, დავდექი შუქისკენ ისე, რომ თვალები მაქსიმალურად ამოშავებული, ცხვირი გასიებული, სახე საწყლობელი და ტუჩები ნაცრისფერი გამომჩენოდა, გადავიღე დამაჯერებელი ფოტო და გავაგზავნე ჩემ დასთან. ნახე, მე უთხარი. რა ვნახო? - მეკითხება. ფოტო ნახე. რა ფოტო.. ის ფოტო. აბა ფოტო.. ვაიმეეე, ბოლოს ვისთანაც მქონდა საახალწლო უწი-პუწის ჩატი გახსნილი, იმისთვის გამიგზავნია.
ვეცი და დავიწყე წაშლა და შლის პროცესში მომდის ღიმილაკები - ეს რა ფოტო გამომიგზავნე?ასე დაიწყო წლის თვითპრეზენტაცია. არა უშავს, კონკიამაც ასე დაიწყო. სანამ ქოში არ ჩააცვა, საკუთარი ქმარი ვერ ცნობდა, მაგრამ ოპტიმიზმი რომ არ დაუკარგავს, კი გახდა წარჩინებული ქალი“ - წერს სახალისო ისტორიას ფანჯიკიძე.