წყალი 6 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ აფრთხილებს.

9 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, იმერეთის ქ.N2თან, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც  9 იანვარს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში: გუდამაყრის, მეგობრობის, მშვიდობის, რუსთაველის, მალაყმაძის, რაჭის, ვაჟა-ფშაველას, ქერმუხის, ჭავჭავაძის, წერეთლის, მანგლისის, თეთრიწყაროს, იმერეთის და მაჩხანელის ქუჩებს.

ასევე 9 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საბურთალოს რაიონში, ოსეთის ქ.N10-თან, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც  9 იანვარს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში: ზემო ვეძისის N77-97, ვაზისუბნის, მ.ალასანიას N3ა, ოსეთის  N3 - 27, N4 -24,  ჰ.აბაშიძის, ი.გამყრელიძის ქუჩებს.