„თავად გაიხადა და მას ჩააცვა. ასეთ ადამიანებზე დგას სამყარო“ - რა ინფორმაცია ვრცელდება სოციალურ ქსელში

ძაღლი

სოციალურ ქსელში მიუსაფარი ძაღლის ფოტო ვრცელდება, რომელზეც აღბეჭდილია, რომ ცხოველი ადამიანის ტანსაცმლით არის შემოსილი. 

სოციალური ქსელის მომხმარებელი მადლობას უხდის იმ ადამიანს, ვინც ძაღლს საკუთარი ტანისამოსი დაუთმო.

"ეს საყვარელი ცუგა შემხვდა დღეს. მადლობა მას, ვინც ასე ჩაფუთნა და გამოკვება. სამაგალითო ადამიანი ხარ ბევრისთვის, ასმაგად დაგიბრუნდეს შენი სიკეთე", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

კომენტარებში წერენ, რომ "თავად გაიხადა, მას ჩააცვა, ასეთებზე დგას სამყარო"