პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაავადებული ცუგის ევთანაზიას აპირებდნენ.
ევთანაზიამდე რამდენიმე საათის ადრე ცხოველების მოყვარულმა ჰასკი დროებით შეიფარა.
ამ ეტაპზე ცუგა მკურნალობს, თუმცა ის მუდმივ პატრონს ამ დრომდე ეძებს.
„ცუგას დაუდასტურდა ჭირი, სხვა ძაღლებზე გადამდები დაავადებაა, აქედან გამომდინარე მონიტორინგის ჯგუფი სასწრაფოდ ითხოვდა მის გაყვანას და ძაღლის ევთანაზიას. ახალი დადასტურებული აქვს, დასაწყისი ფორმა აქვს და გადარჩენის ძალიან დიდი შანსი არსებობს, უბრალოდ მისი ჯიშიდან გამომდინარე სჭირდება სპეციფიკური მოვლა. ამიტომ გვჭირდებოდა ადამიანი ვინც ითავებდა მის გამოყვანას, არ უნდა ჰყოლოდა სახლში ძაღლი, ძალიან კარგია მისი ბინის პირობებში ყოლა, თუ შეგიძლია, თუ არა და ეზოში, რომელიც იქნება სხვა ძაღლებისგან იზოლირებული. სჭირდება მედიკამენტები, ნემსების გაკეთება, აბები და ძალიან დიდი ზრუნვა, იმისთვის, რომ გადარჩეს. ვისაც ძაღლი ჰყავს ვერ გამოვიყვანდით ვერანაირად და დღეს ბოლო რამდენიმე საათში გამოვიყვანეთ, ერთ-ერთმა ცხოველტა მოყვარულმა გამოიყვანა, კოჯორში უბრალოდ შეაფარა იზოლირებულ ეზოში და მეტო ვერაფერი ვერ ვქენით, რეალურად მას სჭირდება ერთი კონკრეტული ადამიანი ვინც ამაზე იზრუნებს, მედიკამენტებით და საკვებით ვეცდებით დავეხმაროთ“, - განუცხადა ცხოველების მოყვარულმა მარიამ თეგეთაშვილმა „პრაიმ ტაიმს“.
ცუგისთვის დახმარების მსურველები შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მარიამს - 571770762.
ასევე ნახეთ:
👉 „მპოვნელი დასაჩუქრდება 1000 ლარით“ - 3 კვირაზე მეტია ოჯახი უშედეგოდ ეძებს ოთხფეხა მეგობარს