VIDEO: რა მოხდა საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ „დინამო არენაზე“
1742745694
სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ყველა ახალ აშენებულ კორპუსში და სახლში უნდა დამონტაჟდეს მხოლოდ „ჭკვიანი მრიცხველი“, რომელიც ავტომატურად, ყოველდღიურ რეჟიმში გადასცემს ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ ინფორმაციას მონაცემთა ბაზას, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ე.წ. ჭკვიანი აღრიცხვის მრიცხველებზე ეტაპობრივი გადასვლა, სადაც ადამიანური ფაქტორი გამოირიცხება.
„ადამიანი, რომელიც კითხულობს მრიცხველს და ჩვენება შეჰყავს მონაცემთა ბაზაში, შესაძლოა, გარკვეული შეცდომა მოუვიდეს და ასეთ შეცდომებს გამორიცხავს „ჭკვიანი მრიცხველები“. სემეკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 2021 წლის 1-ლი ოქტომბრიდან ყველა ახალ აშენებულ კორპუსში და სახლში უნდა დამონტაჟდეს მხოლოდ „ჭკვიანი მრიცხველი“, რომელიც ავტომატურად, ყოველდღიურ რეჟიმში გადასცემს ელექტროენერგიის მოხმარების შესახებ ინფორმაციას მონაცემთა ბაზას და მომხმარებელსაც ინტერნეტის მეშვეობით ყოველდღიურად შეუძლია აკონტროლოს მისი ელექტროენერგიის მოხმარება. რაც შეეხება მანამდე აშენებულ საცხოვრებელ სახლებს და კორპუსებს, კეთდება 5-წლიანი გეგმა, რომლის ფარგლებში „თელასი“ ეტაპობრივად გამოცვლის მრიცხველებს და მომხმარებლებს მრიცხველის გამოცვლისთვის დამატებითი საფასურის გადახდა არ მოუწევს“, - განაცხადა ნარმანიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.