საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1789069156
10 სექტემბერს, 17 წლის დავით ნარიმანიძე თბილისში, ლოტკინის დასახლებაში 9 სექტემბერს მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, თანატოლები დაბადების დღის აღსანიშნავად შეიკრიბნენ, შეკრებილი იყო 10-მდე ახალგაზრდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება სადღეგრძელოს მოჰყვა, რა დროსაც არასრულწლოვანი ფეხზე არ წამოდგა.
სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ბრალდებულმა თანატოლს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.
მკვლელობა გახსნილია. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი.
დაკავებულები არიან ის პირებიც, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ.
„ჩემი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ყველას დაგასრულებთ", - ამის შესახებ მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ეკა მხატვრიშვილი პედაგოგია, ის გლდანში, "ბრიტანულ აკადემიაში" პედაგოგად მუშაობს.
სამძიმრის წერილს ავრცელებს "ბრიტანულ აკადემია":
"ბრიტანული აკადემიის" გუნდი ღრმა მწუხარებით იუწყება, ჩვენი კოლეგის, მათემატიკის პედაგოგის, ეკა მხატვრიშვილი ოჯახში დატრიალებული უდიდესი ტრაგედიის შესახებ. ეკა მასწავლებელს გარდაეცვალა შვილი, დავით ნარიმანიძე. ვუსამძიმრებთ მას და მის ოჯახს. ნათელში იყოს დათუნას სპეტაკი სული. სიტყვები უძლურია ასეთი ტრაგედიის დროს".
საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1789069156
ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1789070415