ვინ გადასცა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მხარდასაჭერი მაისური, რომელიც სასამართლოზე აცვია

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

სხდომაზე მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მხარდასაჭერი მაისური აცვია წარწერით - „უკრაინის თავისუფლებისთვის".

როგორც შემდგომ, მისმა ამჟამინდელმა მეუღლემ, ლიზა იასკომ სოციალურ ქსელში დაწერა, ეს მაისური მან აჩუქა.

„უკრაინის თავისუფლებისთვის! დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მხარდამჭერი მაისურით გამოვიდა. ამ კვირაში, ერთ-ერთი ვიზიტის დროს შევძელი მისთვის ეს მაისური გადამეცა, “- წერს ლიზა იასკო.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო.

აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული და ის ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.