„სასიკვდილო ჯადო გაუკეთეს, გთხოვთ, თუ გეცნობათ დამაკავშირეთ...“ - რას წერს შოთო სიხარულიძე

სასაფლაო

შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ქალის ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ მას სასიკვდილო ჯადო გაუკეთეს.

„სასიკვდილო ჯადო გაუკეთეს, გთხოვთ, თუ გეცნობათ და იცით მისი ვინაობა და კორდინატები დამაკავშირეთ!!! მყავს ადამიანები რომლებიც უშველის!!! შოთო სიხარულიძე უმორჩილესად გთხოვთ გააზიაროთ და მაპოვნინოთ!!!
სასაფლაოზე ჯადოს ვინც აკეთებს და ფოტოებს ასე იმას რა ეკუთვნის?

ვინც ამ ჯადომანიას მიყვებით, ნუთუ არ გეცოდებათ ადამიანი ვისაც სწირავთ? ხვალ ეკლესიაში შეხვალთ და პირჯვარს გადაიწერთ ამის გამკეთებლები, უკან დაუბრუნდეს მას ვისაც ამ გოგოს და ბევრი ამნაირის გაწირვა უნდა.
ემიგრანტები ეს არის ახალგაზრდა გოგოს ფოტო, და ამის გამკეთებელი რისი ღირსია? მე აღარ დავწერ ასეთ დროს დაუნდობელი ვხდები ნეტა მენახა ამ დროს ამას რომ აკეთებდა ეს ადამიანი საქვეყნოდ შევარცხვენდი, რომ ყველას დაენახა რას აკეთებდა კი მიხვდებით რასაც ვუზამდი და მერე რაც ელოდა ჩემგან მას!!!
არანაირი გამართლება არ აქვს ამას! ამის გამკეთებელს ეშინოდეს მისი მომავლის უკან დატოვებული ბომბია ცხოვრება ისეთი ბუმერანგია.

რა პასუხს სცემს თავის შვილებს შვილიშვილებს ამხელა ცოდვას უტოვებს?

ე.ი უნდა შეგეშინდეს „ფეისბუქზე“ ფოტოების ატვირთვა და გაზიარება ისეთი დრო დადგა... ვიღაცა "არაადამიანი საიქიოს კონსული" გადმოწერს დაბეჭდავს წაიღებს სასაფლაოზე და ჯადოს აკეთებს...“, - წერს შოთო სიხარულიძე.