„სახლი არ მაქვს და ღამეს გარეთ ვათენებო... გადაყვანაზე უარი თქვა“ - რას წერს გოგა ჩანადირი

ქალი

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში უსახლკარო მოხუცის ფოტოს აქვეყნებს და წერს:

,,ქაშუეთის წინ, მიწისქვეშა გადასასვლელშია ეს ქალი, ია ჰქვია. 

სახლი არ მაქვს და ღამეს გარეთ ვათენებო.  გაიყინება. რით უნდა დავეხმაროთ?

დავრეკე მერიის ცხელ ხაზზე, მომცეს ლილოს თავშესაფრის ნომერი. დავრეკე, მე ვერ წამოვიყვანე. დავრეკე 112-ში...

პატრული იყო. ქალმა გადაყვანაზე უარი თქვა. ვშიშობ, არ გაიყინოს. ჩემმა მეგობარმა თბილი შარფი მისცა, თავი მაინც რომ დაცული ჰქონდეს. არ ვიცი, ასეთ დროს რა არის გამოსავალი. კახეთიდან ყოფილა. იქაც არავინ ჰყოლია“,- წერს ჩანადირი.