WizzAir სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1727984106
რუსთავში, ახალი წლის აღნიშვნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული სადღესასწაულო ღონისძიებით დასრულდა.
პრემიერ მინისტრის მიერ ინიცირებული საახალწლო ღონისძიება, რუსთავში დღეს გაიმართა.
,,ახალგაზრდობის პარკში" მოწყობილ საშობაო სოფელში, სადღესასწაულო განწყობა, ჯერ ანიმატორების და დრამერების კოსტუმირებული შოუთი შეიქმნა, 18.00. საათზე, კი სპეციალურად მოწყობილ სცენაზე, რუსთაველებისთვის ბენდის New One კონცერტი დაიწყო. საახალწლო სოფელში მისულ ბავშვებს, სანტა კლაუსი და საჩუქრებიც დახვდათ. სადღესასწაულო ღონისძიებას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ოჯახთან ერთად დაესწრო.
,,დღევანდელი დღე იყო პრემიერის საახალწლო საჩუქარი ჩვენი ქალაქისთვის. დილიდან ახალგაზრდობის პარკი დატვირთული იყო სხვადასხვა ღონისძიებებით. განსაკუთრებით საინტერესო იყო დღევანდელი დღე პატარებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მივულოცო ახალი წელი და დამდეგი შობა" - განაცხადა რუსთავის მერმა.
პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული საახალწლო კონცერტი ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდა. რუსთავში საახალწლო ღონისძიებები 26 დეკემბერს დაიწყო. 30 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით, რუსთავის საახალწლო სოფელში სხვადასხვა გასართობი ღონისძიება იმართებოდა. რუსთავის მერიის საახალწლო საჩუქარი, 4 დღის განმავლობაში, საახალწლო სოფელში მისულმა 2000-მდე ბავშვმა მიიღო.