როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ამინდი

18 იანვარს ქუთაისში წვიმა და +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ფოთშიც. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც. დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში წვიმაა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.

მესტიაში თოვლი და -5 გრადუსი, ღამით კი -13 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერი დღისით -1 გრადუსამდე დაეცემა, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით -2 გრადუსია მოსალოდნელი, მოთოვს, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -11 გრადუსამდე დაიწევს.

-1 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში -8 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად უნალექო პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით -6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -13 გრადუსი იქნება.

გორში +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -8 გრადუსი იქნება.

გუდაურში მოთოვს. დღისით -4 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -15 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი -5 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია თოვლი. ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსია მოსალოდნელი. დღე უნალექოდ ჩაივლის.

უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღე და +5 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -4 გრადუსი იქნება.

რუსთავში უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსია მოსალოდნელი.