როდის გამოიდარებს საქართველოში

amindi

ქვეყნის მასშტაბით გამოდარებას 15 იანვრიდან უნდა ველოდოთ. მანამდე, სინოპტიკოსების პროგნოზით, აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ ძლიერ თოვას, დასავლეთში კი ქარს ვარაუდობენ.

ნისლის, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო შეზღუდვები კვლავ მოქმედებს გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე. ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა; ამასთან, შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.