VIDEO: კრწანისში 3 ავტომობილი გზიდან გადავარდა - ერთს ცეცხლი გაუჩნდა

მანქანა დაიწვა

კრწანისი - შინდისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას და კადრებს სოციალურ ქსელში გვერდი ,,ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაყინული გზის გამო 3 ავტომობილი გზიდან გადავარდა. ერთს კი, ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. დაშავებულების შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გავრცელებულა. მომხდარის შესახებ,,პრაიმტაიმი"  დეტალებს არკვევს.