როდემდე შენარჩუნდება საქართველოში არამდგრადი ამინდი

ძლიერი ქარი და წვიმა

როგორია ამინდებია მოსალოდნელი საქართველოში სექტემბრის 25 რიცხვამდე, თემაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, დოდო გვაზავამ „პრაიმტაიმთან“ ისაუბრა.

„არამდგრადი ამინდები ნარჩუნდება, თუმცა ხანმოკლე გამოდარების ნიშნებიც შეიმჩნევა. ტემპერატურა 22 სექტემბრამდე უფრო დაბალი იქნება, შემდეგ ცოტა მოიმატებს. 

25 სექტემბრამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, მზე, მოღრუბლულობა“,- გვითხრა დოდო გვაზავამ.