შემოვიდა „საგანგაშო შეტყობინება“ - სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
1742589142
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ამინდის არახელსაყრელი პირობები: დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ჰაერის ტემპერატურის დაკლება, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ნისლი.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
აღმოსავლეთ საქართველოში 27 იანვარს, +7 -2 გრადუსია, 28 იანვარს დღის განმავლობაში +6 გრადუსი, ღამე კი -5 გრადუსი იქნება. 29 იანვარი დღე +7, ხოლო ღამე -5.
აღმოსავლეთის მთიან რეგიონებში ღამით +4 - 11 გრადუსი იქნება, მაღალ მთაში კი -15 -2 გრადუსი.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, 27 იანვარს ტემპერატურა +10 გრადუსია, 28 დღის განმავლობაში +7, ღამე კი -2 გრადუსი. დასავლეთის მთიან რეგიონებში ღამე -10 გრადუსია მოსალოდნელი, მაღალ მთაში -16 -12.