პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სოციალური ქსელის მომხმარებელი, თეო ბურნაძე ერთ-ერთ ჯგუფში თავს გადახდენილ სახალისო ისტორიას იხსენებს და წერს, რომ სასურსათო მაღაზიაში ძალისთვის პირბადის გაკეთება მოსთხოვეს.
მისი თქმით, ცუგა სულ ოთხ კილოსა და 600 გრამს იწონის.
„სასოწარკვეთილი კი არა შოკირებული ვარ უბრალოდ შოკირებული მომხმარებელთა ჯგუფი ვერ ვნახე და აქ დავწერ თან მეცინება ახლა რა სიტუაციასაც მოვყვები Nikora Supermarket • ნიკორა სუპერმარკეტი თამარ მეფის ფილიალში რაც მოხდა მოკლედ შევედი დღეს ნიკორაში,ხელში აყვანილი ჩემი პატარა 4 კილო და 600-გრამიანი ძაღლით. აქვე ვიტყვი რომ პირველად არ შევსულვარ ძაღლით ხელში. სპეციალურად გვიან დავდივარ როდესაც ხალხი არ არის რომ თუნდაც არ გაღიზიანდნენ რომ პატარა ძაღლით ვარ შესული (თუმცა დაშვებულია ხელში აყვანილი 5 კილომდე ძაღლით შესვლა, რადგან პირველად არ ვარ შესული ზოგადად მაღაზიაში ძაღლით) ჰოდა მოლარემ ეგრევე აღნიშნა,რომ ძაღლით არ შეიძლებოდა შესვლა. რა თქმა უნდა მე გამიკვირდა შენიშვნა იმიტომ რომ გუშინაც ვიყავი შესული და გუშინ წინის წინაც ალბათ ახალი ხართ და არ იცით რომ მიშვებენ და დაშვებულია ხელში პატარა ძაღლით შესვლა. შემდეგ მოლარემ ისეთი რაღაც მითხრა, რომ დავიშოკე - პირბადის გარეშე არ შეიძლება, ძაღლს პირბადე უნდა გაუკეთოთო. ძაღლს პირბადე მე ისიც ვიფიქრე წამიერად შეიძლება ახალი რაღაც პატარა პირბადეებია დაწესებული და სად არის-მეთქი პირბადე და სალაროდან მაძლევს ჩვეულებრივ, ადამიანის პირბადეს.
აღარ გავაგრძელებ მერე უკვე ჩვენს დიალოგს. მაინტერესებს, ვინმეს თუ გინახავთ ან წარმოგიდგენიათ ძაღლი ადამიანის პირბადით რომ მოძრაობს “, - წერს თეო ბურნაძე სოციალურ ქსელში.