პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დღეს, 12:00 საათიდან 28 იანვრის დღის 12:00 საათამდე გლდანის რაიონში წყალმომარაგება შეიზღუდება. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
„27 იანვარს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანულას დასახლებაში N10-ის მიმდებარედ, სატუმბო სადგურზე აუცილებელ სამუშაოებს განახორციელებს. წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ტუმბო-აგრეგატებზე გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდება. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 27 იანვარს დღის 12:00 საათიდან 28 იანვრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის რაიონში: გლდანულას დასახლებას, გლდანის ხევის ქუჩას, ჯანჯღავას ქუჩას და ჯანჯრავას მე-3 შესახვევს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.