პოლონეთში გაუჩინარებული ქართველი იპოვეს

ბიჭი

პოლონეთში გაუჩინარებული ქართველი იპოვეს. ქალაქ შჩეცინიდან დაკარგული 21 წლის მიშო ხარაშვილი, იპოვეს.

ინფორმაციას ახალგაზრდა კაცის დედა ადასტურებს.

დედა განმარტავს, რომ მისი შვილი თითქმის 700 კილომეტრით მოშორებულ ქალაქში იპოვეს და პოლიციაში გადაიყვანეს.

„ნათესავებმა დაგვირეკეს და გვითხრეს რომ ცოცხალია და კარგად არის. პოლიციაში გადაჰყავთ ახლა. რა მოხდა ჯერ არ ვიცი" - ამბობს დედა.

მიშო ხარაშვილი პოლონეთში სამუშაოდ 6 თვის წინ წავიდა.

ოჯახს ბოლო კონტაქტი შვილთან 12 იანვარს ჰქონდა. მას შემდეგ, ახალგაზრდა კაცი, სახლში აღარ დაბრუნდა და ახლობლები და მეგობრები ხარაშვილს ვეღარ უკავშირდებოდნენ.

პოლონეთში მყოფმა ქართველებმა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ, ადგილობრივ პოლიციასაც აცნობეს.