საპატრიარქო ჯვრის მონასტერში მომხდარ ინციდენტზე განცხადებას ავრცელებს
1739458511
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მწუხარებას გამოვთქვამ ქართული კულტურის სახელოვანი მოღვაწის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო.
მისმა შემოქმედებამ და ხელოვნებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა მრავალრიცხოვან თაყვანისმცემელთა გულებში. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
მომღერალი, კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.