გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძეს, მთელი ეპოქის სიმბოლო უწოდა. ილჰამ ალიევის სამძიმრის წერილში ნათქვამია, რომ ვახტანგ კიკაბიძე აზერბაიჯანის დიდი მეგობარი იყო და რამდენიმე თაობის გულებში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებასა და მეგობრული და მეზობლური ურთიერთობების განმტკიცებაში.
ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინო რეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა კიკაბიძე 84-ი წლის ასაკში გარდაიცვალა. კიკაბიძეს კინე მატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, მათ შორის ფილმები „არ დაიდარდო!“, „მიმინო“, „ვერის უბნის მელოდიები“ და სხვა. 2020-ც წელს იყო საქართველოს მე-10-ე მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.
ბუბა კიკაბიძეს ხუთშაბათს, 19 იანვარს, საკუთარი ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ.